ზოგჯერ, იქ იწყება, თურმე, რომ გეგონა დამთავრდა, ცოდვით დაცემას ჰგავს ახლა ეს დაცემა მუხლებზე, სიტყვა არ დამიძრავს, სუნთქვაც შევიკარი, მაგრამ რა - შენკენ გამოქცეულ ფიქრებს ვეღარაფერს ვუხერხებ.
ქარმა ცა დატოვა ერთი ციდა ღრუბლის ამარა, ღამით მარტოობამ თავი უფრო მძაფრად იჩინა, მეტად გართულდება, აწი, უშენობის დამალვა, ბგერებს, დავიწყების მსგავსი, მორევიათ სიჩუმე.
თავქვე გამირბიან გზები, ჩრდილს დავყურებ უძრავად, ისევ მოთმინება მცდის და მეც ვაბარებ გამოცდას, მაგრამ რით ვუშველი, როგორ გადავარჩენ, ვუზამ რას - შენკენ გამოქცეულ ამ სულს, სხეულსაც რომ გამოსცდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მადლობა წაკითხვისა და კომენტარებისთვის :)
მადლობა წაკითხვისა და კომენტარებისთვის :)
9. +++++
,,მეტად გართულდება, აწი, უშენობის დამალვა,'' +++++
,,მეტად გართულდება, აწი, უშენობის დამალვა,``
8. ავტორი: თეა თაბაგარი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: თეა თაბაგარი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
7. მადლობა და მოკითხვა თქვენ, თამარ.
მადლობა და მოკითხვა თქვენ, თამარ.
6. როგორი სევდანარევი და ჰაეროვანი ლირიკაა, ფილმივით იყო... "ბგერებს დავიწყების მსგავსი, მორევიათ სიჩუმე." -ეს ემოცია თან წამომყვა...
როგორი სევდანარევი და ჰაეროვანი ლირიკაა, ფილმივით იყო... "ბგერებს დავიწყების მსგავსი, მორევიათ სიჩუმე." -ეს ემოცია თან წამომყვა...
5. დიდი მადლობა და მოკითხვები თქვენ ყველას, მეგობრებო! :)
მელ, მოვახერხოთ აუცილებლად. ტე ამო :*
დიდი მადლობა და მოკითხვები თქვენ ყველას, მეგობრებო! :)
მელ, მოვახერხოთ აუცილებლად. ტე ამო :*
4. რააღაც ძალიან მომეწონა ახლა მე ეს ლექსი:) შენ კი ძალიან მომენატრე<3 ცოტა გამოთბეს და იქნებ გნახოთ მე და ჩემმა დანიდუმ შენ და შენი დათაბიჭი:) მიყვარხარ:*
რააღაც ძალიან მომეწონა ახლა მე ეს ლექსი:) შენ კი ძალიან მომენატრე<3 ცოტა გამოთბეს და იქნებ გნახოთ მე და ჩემმა დანიდუმ შენ და შენი დათაბიჭი:) მიყვარხარ:*
3. კარგი ხარ თეა, როგორც ყოველთვის!
5 კარგი ხარ თეა, როგორც ყოველთვის!
5
2. მომეწონა და გამიხარდა ახლა ავტორის ნახვა, სულით მდიდარი პოეტი ქალი თეა თაბაგარი. მომეწონა და გამიხარდა ახლა ავტორის ნახვა, სულით მდიდარი პოეტი ქალი თეა თაბაგარი.
1. როცა ერთი კარი იხურება, იქვე მეორე იხსნება, აუცილებლად... :)
რა კარგი მელოდია აქვს ლექსს.
როცა ერთი კარი იხურება, იქვე მეორე იხსნება, აუცილებლად... :)
რა კარგი მელოდია აქვს ლექსს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|