ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
2 აპრილი, 2019


ჩემი პროფესია

                                          ნაწილი მესამე
- თომა შეგიძლია, სოფია სახლში წაყვანო?
- პრობლემა არაა, უბრალოდ მარი ახლახანს გავიდა დაქალებთან, ბავშვს ვერავის დაუტოვებ. ხო გესმის არაა?
- სად იყავი? მეორე ტაიმიც დამთავრდა. ჩვენ გავიმარჯვეთ.
- წამოდი სახში დაგტოვებ.
- რატო აქ არ ვრჩებით?
- არა არ შეიძლება.
- რატო ცოლი გყავს და იეჭვიანებს?
- არა ცოლი არ მყავს.
- უი მართლა შენ, რაღაც მკითხე ხო?
- არა არაფერი...
*  *  *
    საბოლოოდ სოფიას სახლში წაყვანა, მაინც მე მომიწია. მთელი გზა ვფიქრობდი, რომ შეიძლება სოფია, ის აღმოჩნდეს, ვისაც მე წლების განმავლობაში ვეძებდი, მაგრამ არა! თავს ვარწმუნებდი, რომ ეს, რაღაც უბრალოდ დამთხვევა იყო. მთელი გზა ხმა არ ამოუღია. ჩუმად იჯდა, თავი ფანჯრის მინას ჰქონდა მიბჯენილი. უყურებდა მთვარეს, რომელიც ცაზე მკვეთრად ანათებდა. თითქოს თვალებით, ვასკვლავებს ითვლიდა და არც უნდოდა ხმამაღლა რაიმე წამოსცდენოდა. ის საუბრობდა ძალიან ბევრს საუბრობდა, თუმცა ეს ხმები, მხოლოდ მასში იყო. აი უკვე, მის სახლს მიუახოვდით. სოფია კი, ისე გაერთო ფიქრებში ვერც კი შეამჩნია.
*  *  *
- მოვედით!
- რაა?
- უკვე მოვედით. შენს სახლთან ვართ.
- ააა, ხო. მადლობა.
- გამოჯამთელებას გისურბებთ?
- მოიცადეთ! ამაღამ დაცვა არ მჭირდება?
- ბიჭები, უკვე შიგნით არიან და თქვენ გელოდებათ.
*  *  *
    როგორც კი, სახლში დავბრუნდი ეგრევე სოფიას, საქმეს თვალი კიდევ ერთხელ გადავავლე, თუმცა სოფია მხოლოდ ერთ მისამართზე ფიქსირდება. დაუკერე თომას, მართალია ბავშვს აძინებდა და ძალიან ჩუმად მაგრამ მაინც გავარკვიეთ მისი მშობლების მისამართი. არც ის მისამართი არ აღმოჩნდა, როგორც მე ვფიქრობდი, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ეს მისამართი ძალიან დაეხმარა გამოძიებას. უბანში, სადაც სოფია სახლს ქირაობდა სწორედ მანდ ცხოვრობდა სოფიას დედა. სავაადმყოფოდან ნებართა უკვე ავიღე. ვეცდები ხვალ გავესაუბრო თავად სოფიას დედას.
*  *  *
- გამარჯობათ! მე გაბრიელი ვარ, დუმბაძე.
- პეპლები! ნახე, რა ლამაზი პეპლები არიან!
- დიახ ძალიან ლამაზია. აი ის! სოფიას გავს, მისი თვალების მსგავსად, მასაც მწვანე თვალები აქვს.
- სოფო მამას გავს. არადა გივიკო მე მამშვიდებდა, გაიზრდება და შენ დაგემსგავსებაო.
- გინდათ ცოტა გავისეირნოთ?
- შენ სოფოს მეგობარი ხარ?
- დიახ, მე სოფოს მეგობარი ვარ.
- მატყუებთ! სოფოს მეგობრები არ ჰყავს. მას არავინ არ უყვარს! არც მე ვუყვარვარ!
- ძალიან გთხოვთ დამშვიდდით. მისმინეთ სოფო ძალიან კარგი ადამიანია, უბრალოდ მას, გვერდით არ ჰყავს ადამიანი, ვინც დაეხმარება და გაუგებს.
- შენ დაეხმარე. უთხარი, რომ დედა არ უნდა მიატოვოს. უკვე ორი წელია, ამ სკამზე ვიზივარ და მას ველოდები. სოფომ მითხრა, რომ აქედან მალე წამიყვანდა.
- დავეხმარები, თუ თქვენც დამპრდებით, რომ ამ ორცხობილას ბოლომდე შეჭამთ.
- სოფო, საყვარელი ადამიანისთვს ყველაფერს ჩაიდენს. ეცადეთ მას, ბოლომდე მოუსმინოთ.
- შეგიძლიათ მანახოთ, ხელში რა გიჭირავთ?
- ეს ჩემი ქმარია, გივიკო. მასაც ველოდები, მალე მოვაა ბადე უნდა მომიტანოს პეპლებისთვის.
*  *  *
  რა შეემიძლია ვთქვა ქალზე, რომელზეც უკვე ორი წელია, ექიმები მასზე მკურნალობას არ წყვეტენ. ქალს, რომელსაც კიდევ სჯერა, რომ ქმარი ცოცხალია და მას წასაყვანად მოაკითხავს. სოფია, თითქიმს ყოველდღე მიდის მის სანახავად, თუმცა მას მხოლოდ, ორი წლის წინ მომხდარი ამბები ახსოვს. ყველანაირად ვეცადე სწორედ მივდგომოდი. კიდევ დიდ ხანს მინდოდა მასთან საუბარი, მაგრამ მალევე მედდა მოვიდა და მთხოვა რომ, ფაციენტი გადაიღალა და მას დასვენება სჭირდებოდა. მეც ოფისში დაბრუნება გადავწყიტე, თუმცა მთელი გზა, მაინცა არ მასვენებდა იმ ქალზე ფიქრი. მისმა მდომარეობამ, ჩემზე ძალიან იმოქმედა. მეტიც, მინდოდა მისი დახმარებაც. ოფისში მისულს, ჩემს კაბინეტში ბატონი არჩილი დამხვდა.
*  *  *
- გამარჯობა გაბრიელ, აქვე ახლოს ვიყავი და შემოგიარეთ.
- ძალიან კარგი. როგორ ხართ?
- მე რა მიჭირს, კარგად ვარ. შენ რა ქენი, გაარკვიე რამე?
- რასთან დაკაშირებით მეკითხებით ამას?
- კრიმინალებზე, არის რამე სიახლე? გაარკვიეთ ვინ ემუქრება სოფიას?
- თქვენ, ამის შესახებ საიდან იცით?
- თავად თქვით, როდესაც ჩემს ოფისში მოხვედით.
- ხოო, გამახსედა. არა მაგასთან დაკავშირებით, არაფერი სიახლე არ არის.
- კარგით, მაშინ მე წავალ. აღარ მოგაცდენთ.
- კარგად ბრძანდებოდეთ!
- აბა რას იტყვი. რას ფიქრობ ამ კაცზე?
- მაგის უფროსმა ალბათ იფიქრა, რომ მისი კაცის დახმარებით ჩემგან ინფორმაციას მიიღებდა.
- ეხლა რას ვაპირებთ?
- ერთი კაცი გაგზავნეთ საავადმყოფოში.  ქალბატონ მაკას, ყურადღება მიაქციოს.
- ხოო, ეგ მეც უნდა მეთქვა. გუშინ ჩვენც ვიყავით მაკასთან, სანახავად და არც ჩვენ, მოგეწონა მისი მკურნალი ექიმი.
- მერე რას უყურებთ! დააჩქარეთ ეს პროცესი და მიხედეთ საქმეებს.
- ძმაო, დღეს მალე უნდა გამიშვა სახლში. მარიმ დამირეკა, ბავშვს სიცხე აქვს.
- კარგი წადი. ოღონდ ჯერ, ეს საქმე მოაგვარე.
- კარგი ძმაო. სოფიას რა უყოთ? შოპინგზეა და ჩხუბობს დაცვა გასახდელთან ნუ მელოდებაო.
- გასასვლელში დაელოდოს! ყველაფერს მე რატო მეკითხებით?
- კარგი ჰო. ნუ ყვირიხარ, გასაბრაზებლად არ მითქვამს.
*  *  *
  დღემ არც ისე ნაყოფიერად ჩაიარა. უკვე საღამოა, მე კი ოფისში დარჩენა და მუშაობა ვარჩიე. კიდე ვერ ვიგდებ თავიდან, იმ პატარა გოგონას სახეს. სოფიას სიტყვებმა, კიდევ უფრო გააღვიძა ჩემში ის გრძნობა, რაც წლების განმავლობაში ვინახავ ჩემში. ვარწმუნებ ჩემ თავს, რომ არანაირი მსგავსება არ არის მათ შორის. მოგონებები, რომელიც ძალიან ღრმა ბავშვობაში მაგდებს, ყოველთვის თვალწინ მიდგას. ჩემთვის, ის წლები, ძალიან წმინდა და სუფრთა იყო.  გამუდმებით მახსენდება ის თამაშები, რაც ეხლა ახალგაზრდა თაობებისთის გაუფერულდა. უბანში დაღამებამდე თამაში და მშობლების გაუსაზრისი ყვირილი აივნიდან. ,,გაბო სახლში ამოდი! საჭმელი უკვე მზად არის.\\\\\\\'\\\\\\\' ბავშვების, ჟრიამული გამუდმებით, ყურში ჩამესმის და ყოველთვის სევდა მიპყრობს, რადგან დღეს, ასე აღარ ხდება.  მე ის ბავშვი ვარ! ვინც დაღამებამდე ქვიშით სასახლეს აშენებდა. მე ის ბავშვი ვარ! ვისაც ზუსტად ახსოვს რა იყო? კლასობანა, ფრემბურდი, ორდროშობანა და კიდევ სხვა თამაშები. თვალწინ ჩაირბინა ყველაფერმა ამან და კიდევ ერთხელ მეამაყება, რომ ასეთი ბავშვობა მქონდა.
*  *  *
- დედა, აქ რა აკეთებ?
- რა იყო, არ გაგიხარდა ჩემი ნახვა?
- არა რას ამბობ, უბრალოდ გამიკვირდა. შენ ხომ არ გიყვარს, როცა გაფთხილების გარეშე მოდიხარ.
- სასწრაფო საქმე მქონდა და ამას, ტელეფონით ვერ გეტყოდი.
- რა ხდება?
- ბატონი არჩილი, არც თუ ისეთ სახარბიელო საქმეს ეწევე.
- დედა ჰომ გთხოვე. ჩემს საქმეში არ ჩაერიო.
- შვილო, მე მხოლოდ შენს დახმარებას ვცდილობ.
- მადლობა, მაგრამ მირჩევნია ჩემით გავართვა თავი...
- მოიცა სად მიდიხარ? იქნებ რის თქმას ვაპირებ.
- დედაა!
- ბატონი არჩილი და სოფია, ერთად მუშაობდნენ.
- დედა, როგორ ფიქრობ ეგ მე არ ვიცი? რატო ხარ დარწმუნებული, რომ მე, არ ვმუშაობ?
- ისიც იცი, რომ ყოველდღე ერთმანეთს ტელეფონით ეკონტაქტებიან?
- კი ვიცი. მის ოთახში მოსასმენი აპარატი დავამონტაჟე. ეხლა კიდევ, ამას სახლის სახურავიც დაემატა.
- შვილო, სახლის სახურავზე ასვლა რა საჭიროა?
- დედა ბავშობას ვიხსენებ! რა უნდა გავაკეთო? საქმეს ასე დასჭირდა. წამოდი, სახლში დაგტოვებ და ძალიან გთხოვ, ერთხელ და სამუდამოდ შეეშვი, ჩემს საქმეში ხელის ჩაყოფას!
*  *  *
  რაც დრო გადის,  უფრო და უფრო მიჭირს დედაჩემთან, ურთიერთობის დამყარება. როგორც კი, ვცდილობ თბილად მოვეპყრო, ის ისევ იწყებს ჩემს საქმეში ქექვას. დედა უკვე 50 წლისაა, მაგრამ მაინც დარწმუნებულია, რომ გამოუცდელი ვარ და დახმარბა ისევ მჭირდება. გაგიკვირდებათ და ჩემივე ფეხით მიწევს სოფიას სახლში მისვლა, რადგან მისი სახლის სახურავი შევამოწმო. თან უკვე დროა, ყველაფრის შესახებ დაველაპარაკო. სახლში, როგორც კი შევედი სოფიას, პრეტენზიული ლაპარაკი შემომესმა. ,,როგორც კი ეს საქმე დასრულდება. ყველას, პასუხს გაგებინებთ!\\\\\\\'\\\\\\\'
- საღამომშვიდობის! ყველას მოგესალმებით. აბა როგორ მიდის საქმეები?
- ძმაო დღეს შოპინგზე ვიყავით. მოვიარეთ ალბათ 30_ მდე მაღაზია და შეიძინა მხოლოდ, ერთი კაბა და ფეხსაცმელი.
- გაძლება მოგცეთ ღმერთმა!
- გაბრიელ, რა კარგია რომ მოხვედი. შეგიძლია ყავა გამიკეთო?
- არა არ შემიძლია!
- რატო?
- ეს ჩემს მოვალობაში არ შედის. გამომყევი!
- საად?
- წამოდი მეთქი!
- ხელი გამიშვი მტკივა!
- როდემდე აპირებ ჩემთან თამაშს? შენ რა, სულელი გგონივარ?!
- ვერ ვხვდები რაზე საუბრობს?
- თავის მოკატუნებას ნუ ეცდები. მე უკვე ყველაფერი ვიცი. თუ არ შეეშვები ჩემს ზურგს უკან გამოძიებას, მე ეხლავე წავალ.
- რა გამოძიებას? რეებს ბოდავ!
- ეს რა არის? ეს სურათი ყველაფერს ამბობს. მე, ყველაფერი გავარკვიე  და გავიგე, რომ ამ საქმეში  შენი ხელიც ურევია. ეს ყველაფერი შენი მოწყობილია. არჩილიც შენი ერთერთი დამხმარეა, ვისაც ფულს უხდი. რაში გჭირებოდა ეს ყველაფერი? ან ჩვენ, რატო დაგვიქირავე?
- კი თავიდან მართლა მასე იყო. ფული მჭირდებოდა, დედაჩემის ოპერაციისთვის. იძულებული ვიყავი გესმის! იძულებული ვიყავი ეს ყველაფერი გამეკეთებინა!
- წამოდი! განყოფილებაში მივდივართ!
- არაა! ძალიან გთხოვ პოლიციაში არ წამიყვანო! ჯერ მომისმინე ყველაფერს მოგიყვები.
- შენ რაც ჩაიდინე, დანაშაულია და ამისთვის დაისჯები.
- მე მართლა მირეკავენ! ხმოვანი ზარები ეხლაც შენახული მაქვს მოგასმენინებ!
- დანარჩენს განყოფილებაში გავარკვევთ!
- გაბრიელ! ძალიან გთხოვ...
- რას აკეთებ? ადექი ძალიან გთხოვთ.
- დამიჯერეთ! მე ცუდი განძრახვა არ მქონია. დედა ავადაა. მას ოპერაციას თუ არ გავუკეთებ მოკვდება.
- ძმაო, რა ხდეა მშვიდობაა?
- კი მშვიდობაა. გარეთ გადით!
- 24 საათი. 24 საათს გაძლევთ დროს, რომ ყველაფერი მომიყვეთ.
- არ წახვიდე!
- არ მივდივარ. უბრალოდ ბიჭებს სახლში გაუშვებ. მე კი, თქვენთან დავრჩები. მშვიდად დავჯდები და მოვისმენ შენი ჩადენილი დანაშაულების შესახებ.

გაგრძელება იქნება!
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები