ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2019


აპრილის თანიში

რა ძალა გვადგა,
ავიკიდეთ ტვირთი რაისთვის...
გულზე რომ ცეცხლი გვედება და
თვალებზე - ლიბრი...
თუკი მოხვედი,
ხელი მართლა აღარ გამიშვა,
ხომ კარგად ხედავ,
უცეცხლოდაც რაგვარად ვიწვი...
გაგითამამდი,
ბედისაგან ისეც თამამი,
საეჭვოდ მიმზერ,
თვალჭუტიად მზერა დაგჩემდა,
თვალები შენი -
ვით თიბათვის ღამის ანთრაკი,
მე - პაემანზე ჩაპუწკული
ანგალ ქარებთან...
რა ძალა გადგათ -
იკითხავენ ალბათ, ერთხელაც,
ანდა რაღატომ გაიმრავლეთ
სევდაც და ფიქრიც...
უერთმანეთო სივრცეები ისე გვებევრა,
ახლა ცალ-ცალკე ყოფნა მართლა უღმერთოდ გვიჭირს...
ჩვენია ეს ცა...
დავიჩვენეთ თუ დავიჩემეთ...
ატმისფერ სივრცეს შევურიეთ ტრფიალის ფერი...
და ბილიკებზე ჩასაფრებულ ყუნც ასინეთებს
ჩვენი ღიმილით მოვუთავეთ საერთოდ ხელი...
რა ძალა გვადგა?
სექტემბრის მზემ მოგვჭრა თვალები...
ჩვენ ერთმანეთი გვემსუბუქა, კი არ გვემძიმა...
და წარსულისგან დასეტყვილი, შენაბზარები
სული იმგვარად ჩავიპურეთ,
სუნთქვა გვეტკბილა...
აჰა, შენ - ჩემი თიბათვის თვის მწველო ანთრაკო,
მე კი სიო ვარ, ონავარი სიო იგრიკას...
ჩემი ფიქრების მოდარაჯევ, ტკბილო საბაქო,
მზესავით მწამხარ და მზესავით მუდამ მინდიხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები