ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2019


* * *

მე საკუთარი ჭერი მეხურა

მე საკუთარი ჭერი მეხურა
ათასი პირანია შემომცქეროდა
ამღვრეული თვალებით
სისხლისფრად ჩაწითლებულით
ვიყავი საკუთარი თავის მეჯლისზე
და საკუთარი ჭერი მეხურა.
*
უცხო

ჩემში გაღვივდა უცხო ნაპერწკალი
როგორც ღვივდებიან ოცნებები
და ვერ ამიხსნია
ბედისწერასა და სიმართლეს შორის
სად არის ზღვარი
სიმართლეა ეს თუ ტყუილი.
*
გენიალობა

შენ ჰქმნი
უპირველესად შენ შეჰქმენი
შენი თავი ილუზიების გარშემო
მიუძღვები შენს თავს ფათერაკებში
სადაც ასობით გვამს დაატარებენ
შენ არ გაყვები გვამს როგორც მედროშე
შენ წინ მიიწევ, არ გძრახავს სინანული
ეს არის შენი გენიალობა.
*
ვინ თუ არა შენ

ვინ გესვრის იარაღს
ჩაგისახლდება უცხო სტუმარი
შენს ღვინოს დალევს
შენს პურს შეჭამს
შენს ფულს აიღებს ათას
საათობით მიმალულს
და უპოვართ უბოძებს
სიმართლე ერთ მხარეზეა
სიცრუე მეორეზე
ვინ არის დამნაშავე
თუ არა შენ.
*
რა არის უკვდავება

უკვდავება ცხონებაა
იქნებ არც,
თუ ცხონება ხანმოკლეა
როგორც ჩვენი ბავშვობა,
ახალგაზრდობა, სიბერე,
მაშ რა არის უკვდავება?
*
შემთხვევით გაგონილი

ქირქილებენ შენს უკან
მედუზას მსგავსად
რას მოასწავებს ეს ქირქილი
წონასწორობის დარღვევას
რას თუ არა განადგურებას
ქირქილებენ დამცინავად
რომელიც ისარივით გერჭობა გულში
რომელიც სამარეს გიმზადებს
საკუთარი ხელებით.
იქნებ მოგესმა
თუ ეს არის შემთხვევით გაგონილი?
*
სხვა სიმარტოვე

რა არის სიმარტოვე?
როგორია ის?
მარტო ხარ არაფერს განიცდი
მარტო ხარ და ყველაფერს განიცდი
ერთი თავის შვებაა
მეორე სიკვდილთან მიახლოებული ქაოსი.
*
შეკეთება

აკეთებ მომავალს, ჭედავ წარსულს
აწმყოს ახარისხებ
ყველაფრის შეკეთებას უნდები
შედეგი ერთია შენ იბრძვი
შენ საკუთარი გემით დადიხარ
ამ უსაზღვრო ოკეანეში
სადაც ნაპირი არა ჩანს.
*
სადაც შენ არ ხარ

გაყავთ არხები
გაყავთ რკინიგზა
გაყავთ ლიანდაგები
შენ ერთ კორპუსში ზიხარ
და კედლებს ათვალიერებ
რა ერთფეროვანია იგი
სწორედ ამ კედლებს აშენებენ
სად შენ არ ხარ.
*
დაბადება

დაბადება ჰგავს
ჭირ-ვარამის უძირო ჭაში
ნაპერწკლის წარმოქმნას
რომელიც ღვივდება
და უშველებელ სინათლედ გარდაიქცევა
დაბადება სიცოცოცხლის საწყისია
ჩვენ მისით ვთრგუნავთ სიკვდილს
როგორც გარდუვალს
და ვქმნით სიცოცხლეს
როგორც აუცილებელს
ეს არის დღისა და ღამის მონაცვლეობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები