ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2019


ნეტარ არიან... (ეძღვნება ყველა მზიურ ბავშვს*)

შენი სახელი არის მზის გოგო,
ერთი ზედმეტი ქრომოსომით
გართულებული ცხოვრება გერგო.
სიცოცხლის ყველა წუთით და წამით,
კეთილი სხივით ათბობ გარემოს,
თან არასოდეს ამაყობ ამით.

ამპარტავნობის ცოდვისაგან და
სიძულვილისგან თავისუფალს,
ბოროტი შური ვერ შეგიჩნდება,
მისი ვერასდროს მოგწამლავს შხამი.
დაუნის სინდრომს სჩვევია ასე
რომ სიყვარულით სამყაროს ავსებ,
შენს მადლიან სულს
ავი გრძნობა არ ეკარება.
სუფთა გაქვს გული,
არც ღვარძლი იცი, არც აგრესია...

სამწუხაროა,რომ  ჩვენში დღემდეც
შემორჩენილა ეს ტენდენცია -
უკეთესი და განსხვავებული
ადამიანის გარიყვა სტიგმით,
რაც გულბოროტი ხალხის წესია.

*სამყაროსთან მათი გამორჩეულად გულგახსნილი,სიყვარულიანი, კეთილი, თბილი და ღიმილიანი დამოკიდებულების გამო დაუნის სინდრომიან ბავშვებს "მზიურ ბავშვებს" ეძახიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები