ნაწარმოებები



ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პროზა
6 აპრილი, 2019


,,გულისრევა"

მე ადამიანი ვარ. სულ ახლახანს დავიწყე ფიქრი არსებობაზე, გასაკვირი ისაა რომ ამ ფიქრებამდეც ვარსებობდი. მე ადამიანი ვარ, მეუბნებიან რომ საერთო წინაპარს ვიყოფ შიმპანზესთან, ისემც თქვენი****. მე ადამიანი ვარ, მე ალბათ ცხოველურ მოთხოვნილებებზე მაღლა უნდა ვიდგე, ალბათ.
ამ ბოლო დროს ფეხით სიარული ძალიან ხშირად მიწევს, გამიფუჭდა ყურსასმენები, გამიტყდა ტელეფონი და რაღა დამრჩენია, ვფიქრობ. გზა ზუსტად ვიცი, ამოვდივართ მეტროდან, მივდავართ და ხელმარჯვნივ შევდივართ მიწისქვეშა გადასასვლელში, შემდეგ ისევ ხელმარჯვნივ მივუყვებით მიწისქვეშას, შემდეგ ხელმარცხნივ ავდივართ კიბეზე, გავივლით დაახლოებით 1500 მეტრს და ავუყვებით გზას ა.შ. და ა.შ. ეკლესიასთან კიდევ ხელმარცხნივ და ოც ნაბიჭში. მაგრამ ვიკარგები, დაკარგული ვარ, რაც მეტს ვფიქრობ მით უფრო მეტად. აგიხსნით ახლავე. ალბათ ფილმში ,,ლონდრე“ გინახავთ მომენტი როდესაც ეუბნებიან მთავარ გმირს, აქეთ წახვალ დაიღუპები, იქით წახვალ დაიღუპებიო, აქეთური-იქითური. ხოდა ეგეთი არჩევანი დღეში ასჯერ მაქვს, ერთი უცნაურობით, ორივე გზას ვადგები, და ორივეს საკუთრი არსებით. ტვინი ხან ერთ გზას ჩართავს ხან მეორეს, როდესაც ერთია ჩართული, მეორეში რა ხდება წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ როდესაც გადავდივარ უკან ვხვდები რომ ,,ის,მე“ ნამდვილად არ გავჩერებულვარ ერთ ადგილზე და ვაგრძელებდი გზას, მაგრამ როგორ? ეს კითხვა მკლავს.
ვერ ამიტანია მარტოობა. ამიტომ ბევრი ვარ. „მე“ მამიდაშვილის თვალში, „მე“ დის თვალში, ,,მე „ მამის თვალში, ,,მე“ ნაცნობი თანაკურსელის თვალში, ,,მე“ უცნობი თანაკურსელის თვალში. მიხვდებოდით, მაგრამ მაინც დავაკონკრეტებ რომ, როდესაც ვამბობდი,,თვალში“ გონებას ვგულისხმობდი, აზრს. ხოდა მათი გონებაც და მათ გონებაში აშენებული ჩემი სამფლობელო ტახტრევნითურთ , ჩემს თავში არსებობს. მე განვაგებ მათ. მე არ ვცდილობ გავიგო როგორი ვარ სინამდვილეში, მე ვცდილობ გავიგო როგორი ვარ, მამისთვის, დისთვის, კურსელისთვის და ა.შ. მე არ ვცხოვრობ ჩემი თავისთვის მე მათთვის ვარ. მათი აზრებისთვის, რომელიც ჩემს თავში ყალიბდება. აი, მაგალითად დღეს, შევდივარ უნივერსიტეტში და კარებში მხვდება ჩემი ახალი ჯგუფელი რომელსაც არ ვიცნობ, მარცხხენა ხელის ინსტიქტური დირიჟორისეული მოძრაობა ირთვება და მე ვთამშობ სპეციალურად მისთვის, ის ვერც კი ხვდება რომ თეატრის ლოჟაშია და მხოლოდ მისთვის თამაშობენ,  თვალს რომ მიეფარება და ფარდა ჩამოეშვება თავი მძულდება, მეზიზღება. ტვალეტში შევედი, აღარ მახსოვს რა ვქნენი, რადგან ვფიქრობდი, გამოვედი და ზემოთ ხსენებული დავინახე. ავტობუსი ჯერ არ მოვიდოდა ამიტომ გადავწყვიტე სადმე დავმჯდარიყავი და წამეკითხა. აქ ფარდა თავისით აიწია, ტვინი ისევ მეორე გზაზე მიმავალზე გადაერთო, წარმოდგენას ვვდგავდი, კიბის მაგივრად, პირდაპირ გორაკზე ჩავირბინე, დავჯექი და დაფიქრებული მზერა მივიღე, სინამდვილეში ვფიქრობდი, რომ ვითომ ვფიქრობდი. თავს კითხვას ვუსვამდი ნეტა თუ მიყურებს და ხედავს რომ წიგნს ვკითხულობ თქო. მოკლე ჩართვა, პირველი გზა. გამაყრუებელი ყვირილი დახარხარი, მეზიზღება ჩემი თავი. რატომ ვცდილობ რომ ვიღაცაში ვიყო, მასში ვინც უბრალოდ, უბრალოდ.. მკიდია. რატომ ვცდილობ რატომ? ვიღაცაში ვიყო, ვიყო  ისეთი როგორიც სინამდვილეში მინდა ვიყო, ხო შემიძლია უბრალოდ ვიყო? ვიყო ერთი, მხოლოდ მე, მხოლოდ აქ და არსად სხვაგან და თუ სხვაგან ისეთივე როგორიც აქ ვარ, მაგრამ ის სხვა აქ ყოფნიდან უნდა გამომდინარეობდეს და არა პირიქით.
ცხოვრება ხორბლის გახეულ ტომარას გავს, რომელსაც გზაზე მივათრევთ უკანმოუხედავად, მთელი ჩემი სხეულით ვგრძნობ დაკარგულს დროს, მთელი არსებით, მთელი გზა ასფალტზე განვვლე, ჩემი ხორბალი არასოდეს გამოიღებს ნაყოფს.
ავტობუსი მოვიდა და გავყევი. მეტროში ჩავჯექი, დიდუბიდან ახმეტელზე გავედი. უცბად გამახსენდა რომ ტვალეტში ვიყავი უნივერსიტეტში ყოფნის დროს, მაგრამ არ მახსოვდა რა ვქენი. სახლისკენ ნახევარი გზა განვლილი, უკან მოვბრუნდი. გზად ყველის გამყიდველმა ბებიამ ჩამიარა გვერდით, პარკი დაუვარდა, ვიფიქრე მივაწოდებ თქო, ვიფიქრე არ მივაწოდებ თქო, ვიფიქრე მივაწოდებ ცოდოა თქო, ვიფიქრე წადი მოშორდი შენი საქმე გაქვს თქო, ვიფიქრე მიაწოდე ხო ხედავ ფეხით უვლიან თქო, ვიფიქრე თუ მიაწვდი იმიტომ რომ სხვამ დაგინახოს თქო, ვიფიქრე რომ მართალია სხვა დამინახავდა... მარშუტკაში ავედი, ისევ ვიფიქრე რომ სხვები სულ ფეხებზე მეკიდა, გამოვბრუნდი. უკვე ტალახიანი პარკი ავიღე, ბებოს პოვნაში ნახევარი საათი განვლიე, მივუტანე და უკან გავბრუნდი. უნივერსიტეტის მიწისქვეშაში ქვა ეგდო, ვიფიქრე რომ ფეხი გამერტყა, მაგრამ არ გავარტყი, ისევ ვიფიქრე რომ უნდა დავბრუნებულიყავი და მიმერტყა ფეხი იმ ოხერი ქვისთვის, მაგრამ არ მივბრუნდი, გავიფიქრე რომ ჰამსუნის, გიჟი ლირიკული გმირი არ ვიყავი და უნდა დამეყენებინა.  უნიტაზი ხელუხლებელი დამხვდა, ჩავრეცხე და წამოვედი.
ეს ყველაფერი დღის ბოლოს გავაანალიზე, გავიხსენე და აღვიდგინე. მივხვდი რომ ყველა ჩემი ფიქრი ერთ სურვილამდე მიდის : თავისუფლების გაცნობიერება!!!
პ.ს. მომიჯვია... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები