ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2019


შვილიშვილის ნატვრა Вероника долина-ს „помилуй боже статиков“-ის ინსპირაციით

ღმერთო, დაიფარე მოხუცები,
ნუ წაართმევ ჯანმთელობას.
თვალის ჩინს და  საღ გონებას,
ხმას -გაბზარულს,
ან დახვეწილ გემოვნებას
მხნედ ამყოფე, ნუ დაჩაგრავ
უმწეობით, მარტოობით
შეიწყალე, დაუყვავე,
დაამშვიდე. მოეფერე
მათ თეთრ თავებს,
და ჯაფისგან
დაღლილ ხელებს,
დაიცავი, უსაშველე
ყველა მოხუცს
ქვეყანაზე,
მეტადრე კი
ჩემქვეყნელებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები