ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ ბეროძე
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2019


***

დაიგვიანებ,
ბოლო მატარებელიც ჩაგიქროლებს,
ბოლო სადგური.
შენ, ქარში გასულს, ვინღა მოგძებნის,
როცა რელსებიც დადუმდებიან?!
არავინაა ამ მგზავრთაგან, ვისაც მოელი.
ჩამოღლილ მკლავებს ვერ დაუქნევ ვერცერთ ფანჯარას
და ვერც ვაგონებს გადამფრენი ფრინველივით აედევნები...
როგორც თელაზე მოშრიალე ფითრის ყლორტები,
შენც შეეზრდები სიმარტოვეს, სიცარიელეს.
ხოლო იმედი, რომ დავიწყებით დაიწყება სულ ყველაფერი -
არაფერია.
ის, რაც შემოგრჩა, მოგონებაა -
შენ დგახარ თოვლში,
ხელცარიელი,
და გაყინული, ყრუ ტკივილებს მხრებიდან ფერთხავ.
არ დაბრუნდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები