ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2019


ქალთული

ნინო დარბაისელი

"ქალთული"
- -

გოგოს ჩითის კაბა ჰყოფნის,
უფრიალებს ქარი.
თვალი - მარდი,
ღაწვი- ვარდი,
ოქრო, მინანქარი.

არ დაინდობს დრო მსახვრალი,
თავქვე დააქანებს.
არც დაქალებს შემოარჩენს,
დაღლის,
დააქალებს.

და რაღაა ყოფა ქალის? -
მოდის შუქჩამქრალი,
თითქოს სხვის ტანს ეზიდება,
სდევს ღიმილი მქრქალი.
ზედ ატყვია წლების ქროლვა,
ქარის მინაქარი.
გვირგვინგაცლილ ყვავილსა ჰგავს
მოუვლელი ქალი.

მოდის ქალი,
მარტოს, დაღლილს როგორ აკანკალებს!
ვინ შეაჩნევს ქუთუთოსთან
ჩამუქებულ რკალებს!
კენწეროზე ხილს შერჩენილს
ქარი აქანქალებს...

მოუარეთ,
მოუარეთ,
მოუარეთ ქალებს!







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები