ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
10 აპრილი, 2019


Emily Dickinson - Hope is a subtle Glutton (1547)

ემილი დიკინსონი - დახვეწილი გურმანია იმედი (1547)

დახვეწილი გურმანია იმედი,
ურჩევნია სანოვაგე ნარჩევი,
ყურადღებით თუკი დააკვირდები,
აღმოჩნდება საკვირველი მმარხველიც,

ეშურვება ბედნიერი ტრაპეზის
სიახლოვეს მარტო მოკალათებას,
გინდ იხმიოს უამრავი საზრდელი -
სუფრის ხორაგს მისხალიც არ აკლდება!

10 აპრილი, 2019 წ.



Emily Dickinson - Hope is a subtle Glutton (1547)

Hope is a subtle Glutton —
He feeds upon the Fair —
And yet — inspected closely
What Abstinence is there —

His the Halcyon Table —
That never seats but One —
And whatsoever is consumed
The same amount remain —

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები