ნაწარმოებები



ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
11 აპრილი, 2019


ჩემი პროფესია

                                            ნაწილი მეექვსე
- ჯანდაბა! რა ხმაურია?
- დილამშვიდობის! ძვირფასო, გაიღვიძე საუზმე უკვე მზად არის.
- რომელი საათია?
- დილის რვა საათია.
- არ მშია და ძალიან გთხოვ მასე ნუ მომმართავ.
- რატო ძვირფასო?
- გავგიჟდები ეხლა. დილიდან შენი ატანა, რომ მიწევს. დღესვე ჩაალაგებ ნივთებს და გადახვალ ჩემი სახლიდან.
- კარგით რა დეტექტივო, სულ ცოტა მოთმინება გმართებთ.
- ეს რა არის? რა ხდება სააბაზანოში!
- თაროები გადავანაწილე. ეს მხარე ჩემია, ეს კი შენი.
- არ ფიქრობ, რომ დიდი ტერიტორია მიითვისე და საერთოდ სახლიც.
- რა ვქნა, შენ მე მგონი სულ არ გიყვარს თავის მოვლა. მე კი, მჭირდება ეს ყველაფერი.
- უნდა თქვა, რომ აი ამ ყველაფერს შენ, სახეზე ისმევ?
- ხო, რა იყო ცუდად გამოვიყურები?
- გამატარე, ძალიან გთხოვ და ნორმარულად ჩაიცვი. მალე თომა უნდა მოვიდეს.
- მერე რა...
- ჩაიცვი!
- კარგო ხო, მივდივარ.
*  *  *
  დილით, ძილის მოყვარული ადამიანი ვარ. ძალიან მიყვარს ძილი და ხშირად ეს, მჭირდება კიდეც. არ მიყვარს, როდესაც ვინმე მაღვიძებს, თანაც ასე ხმაურიანად. ბოლოს ალბათ დედაჩემმა, გამაღვიძა და იმ დღემაც არც თუ ისე წარმატებულად ჩაიარა. სოფიამ, ჩემს სახლში, გაატარა ზუსტად 12 საათი. ამ დროის განმავლობაში ჩემი სახლი, რადიკალურად შეიცვალა. ძალიან მიყვარს სიმყუროვე და მისაღებში, სადაც ძირითად დროს ვატარებ. მუქი ფერის ფარდები მქონდა. გაღვიძებისთანავე თვალებში, მზის სხივი მომხვდა და აი, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად არ იყო.  ჯერ წელი საშინად მტკივა, მთელი ღამე, დივანზე მომიწია ძილი. ყველაფერი ჭრელია. არა ერთ ფერში მაინც იყოს. ყველაზე მეტად იცით რა მიკვირს? ასეთ მოკლე დროში, როგორ მოახერხა ეს ყველაფერი. საძინებელში ასვლის მეშინია, ვიცი იქ, რა დამხვდება. საუზმედ ბლინები მოამზადა. არა დამწვარი არ იყო, კარგად გამოიყურებოდა. ჩაიც თავად დააყენა. სწორედ ამ სურნელმა მაიძულა იქაც  შემეხედა. ფინჯნები, რომელიც დედამ, დაბადების დღეზე წლების წინ მაჩუქა. ბარათიც მოაყოლა წარწერით: ,,შენ არა, მაგრამ შენს ცოლს გამოადგება.\\\\\\\" აი, მაინცდამაინც ის, ყვავილებიანი ფინჯნები გახსნა. რამოდნიმე დღე კი არა, მგონი აქ, მთელი ცხოვრებით აპირებს დარჩენას.
*  *  *
- ლამაზია ხო, ყველაფერი. ძლივს განათდა აქაურობა.
- რატო აკეთებ ამ ყველაფერს არ მესმის?
- შენს გამო გაბრიელ. აბა, როდემდე აპირებდი სიბნელეში ცხოვრებას.
- რა შენი საქმეა? ისე ვიცხოვრებ, როგორც მე მინდა.
- მაცივარი, სულ ცარიელია. სახლში არაფერს ჭამ?
- გინდა საყიდებზე ერთად წავიდეთ?
- სერიოზულად?
- რა თქმაუნდა არა.
- ძმაო რა ხდება, ბინა გააქირავე?
- მოდი, შემოდი თომა. არა, მაგრამ დგმური მყავს.
- გამარჯობათ ქალბატონო სოფია.
- შენ მაინც უთხარი შენს უფროს, რომ ნათელი ფერები საჭიროა.
- კი ძმაო. მარიმაც ვარდისფერი ფარდები დაკიდა გუშინ ჩვენს საძინებელში.
- მერე კარგია, მოგწონს?
- მე ვინ მეკითხება.
- აი, მეც სწორედ მაგას ვამბობ.
- წავიდეთ?
- დამელოდე, გასაღებს ავიღებ და მოვდივარ.
- ძვირფასო, საღამოს ვახშმად რა მოგიმზადო?
- საკმარისია! ძალიან გთხოვ საკმარისია.
- მოიცა თქვენს შორის...
- არა, ძმაო არა! ჩვენს შორის, არაფერი არ ხდება.
*  *  *
  გავიგე, რომ საავადმყოფოში, სადაც სოფიას, დედა  მკურნალობს ექიმი გაუჩინარდა. მომხდარზე კი, არავინ არაფერი იცის. ვეცადე მაკას, კიდევ ერთხელ გავსაუბრებოდი, თუმცა მან ამაზე უარი განაცხდა და თქვა, რომ მხოლოდ მის ექიმს შეხვდებოდა. შევხვდით საავადმყოფოს მთავარ ექიმს, ვუთხარი რომ მაკა, რომელიც თქვენთან მკურნალობს სხვაგან გადაყვანა გვსურს.
- რატო გსურთ პაცინეტის აქედან წაყვანა? თვლით, რომ მას აქ კარგად არ უვლიან?
- ეს ჩემი კლიანტის სოფიას, მოთხოვნაა. მისი სუვილია და მოითხოვს მის აქედან გადაყვანას.
- სად არის მისი შვილი და თავად, რატო არ მოვიდა?
- აქ ვარ! სოფია, კალანდაძე მაკას ქალიშვილი.
- აქ რას აკეთებ?
- აბა უჩემოდ აპირებდი ამის მოგვარებას?
- კი ვაპირებდი.
*  *  *
  ექიმმა, ამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა,რადგან მაკას ექიმის საქმე, რომელიც დაწყებულია და კიდევ ბევრი სხვა პროცედურებიც გარკვეულ დროს მოითხოვს.  სოფიამ, დედა მოინახულა, თუმცა მას ზედაც არ შეუხედავს. მაკა, ბაღში ისევ იმავე ადგილას სკამსე, იჯდა და ელოდებოდა მის მეუღლეს. დაჟინებით იყურება მხოლოდ ერთი მიმართულებით და არ უსმენს არავის. სასაუბროდ მხოლოდ მის მკურნალ ექიმს, უთმობდა დიდ დროს. მიიჩნევდა, რომ ის საუკეთესო მეგობარი იყო, რომელიც აუცილებლად დაეხმარებოდა და ხმას მიაწვდენდა თავის ოჯახს. იმის შესახებ, რომ მას დახმარება სჭირდება. წერს ძალიან ბევრ წერილებს. წერილებითაც, კვლავ დახმარებას ითხოვს. მედიცინაში არ თუ ისე კარგად ვერკვევი, თუმცა მე მაინც მგონია, რომ მაკა, იქიდან გასვლის შემდეგ, თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობს. დედამ, დამირეკა მითხრა, რომ სიუპრიზი აქვს ჩემთვის და საღამოს, რვა საათხე ვახშამზე აუციებლად უნდა მივიდე. მთელი დღე საავადმყოფოში და სოფია, დამშვიდებაში გავატარე. სახლში წავიდე დავისვენო? რათ გინდა, ისიც იქ არის. სახლში მისვლამდე, ალბათ თავისი მთელი ცხოვრება მომიყვა. ბევრი რამ  სწორად ვერც გავიგე.
*  *  *
- უი, კიდე დამავიწყდა იცოდი, რომ მე პროფესიით არქიტექტორი ვარ? ოთხი წელი ვმუშაობდი მაგ თანამდებობაზე, მერე ერთი ძალიან შურანი თანამშრომელი მყავდა. უფროსს უთხრა, რომ კლიანტისთვის ნახაზი არ გადამიგზავინია და მეტიც უთხარი, რომ მასთან თანამშრომლობას არ ვაპირებდი. სინამდვილეში კი, ეს ყველაფერი სრულიად აბსურდი იყო. უბრალოდ ნახაზსში, ძალიან უმნისვნელო რამ არ მოეწონა. ნერვები მომეშალა და ტელეფონი დავუკიდე. ყველაფერი კი, იცი რის გამო მოხდა. უფროს ვუყვარდი მე, ჩემს თანამშრომეს კი, უფროსი უყვარდა...
- გაჩუმდიი! ძალიან გთხოვ ცოტახანს გაჩუმდი.
- მოიცა, ჯერ არ დამისრულებია. ყველაზე მთავარი ეხლა უნდა გითხრა. ბოლოს იცი რა მოხდა?
- არა არ ვიცი.
- უფრსმა, ისიც გააგდო სამსახურიდან. მერე ეს გოგო, მე მირეკავს და იცი რას მეუბნება? მაგაზე უკეთესებიც არიანო. სასაცილოა არა? წარმოიდგინე, ის მხოლოდ უფროსის გამო იყო იქ. თორე ერთი წელი, ისე გავიდა მისი ერთი გაკეთებული პროექტი არ მინახავს.
- იცი რა მაინტერესებს. ამდენს, რომ ლაპარაკობ, რატო არ იღლები?
- ენერგიული ვარ თორე, დადუმება მერეც მეყოფა.
- ხო, შენ და ჩუმად არ წარმომიდგენია.
- რას აკეთებ?
- ვიხდი.
- რატო, ასე მალე? ჯერ არ ჯობია ურთიერთობები ავაწყოთ, შემდეგ რომანტიული შეხვედრები დავიწყოთ, შემდეგ...
- წყალი უნდა გადავივლო.
- რატო?
- რა შენი საქმეა.
*  *  *
  აბზანაში შევედი და მეგონა, რომ გაჩუმდა, თუმცა მისი ბუტბუტბუტი, წყლის ხმაურის მუხედავად, მაინც ისმოდა. დაჟინებით იმეორებს, რომ სახლი მუქია და კიდევ, რაღაცის გაკეთებას აპირებს. გინდა გაუბრაზდე, მაგრამ საკმარისია მისი, ბრიალა დიდი თვალები ჩემს პირისპირ აღმოჩნდეს, კონტროლს ვკარგავ. ეს, რაღაც დაავადებას გავს და მინდა, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს. სრულიად უკომპრექსო ადამიანია, არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ სახლში, ჩემთანაც კი, არანორმარულად აცვია. ყველაფერი რაც გულში აქვს შეუძლია, რამოდენიმე წამში გითხრას. გაგრძნობნებს, რომ ის გურწფელია შენს მიმართ. ცოტა არ იყოს ეს ძალიან მაშინებს და მაბრაზებს კიდეც. უკვე 24 საათზე მეტია, რაც სოფია, ჩემთან ცხოვრობს და მგონია, რომ საუკუნემ განვლო. დრო, საშინლად იწელება და პრობემებიც არ სრულდება. მწვანე, ბრიალა მწვანე თვალები აქვს. ქერა გრძელი თმა და ყოველთვის ფანქრით ან  საწერი კალამით აქვს აწეული. ეს, როცა სახლშია. თორე სოფია, პირველად, როდესაც ვნახე მშვიდი, გაწონასწორებული ქალი მეგონა. სოფიაში, ყველაზე მეტად ის თვისება მომწონს, რომ ძალიან ძლიერი ქალია. ყველაფრის მიუხედავად პრობლემებს არ უშინდება.
*  *  *
- ესეთი გამოწყობილი, სად მიდიხარ?
- სოფია, საქმის გარდა პირადი ცხოვრებაც მაქვს. ასე, რომ გამატარე.
- მეც წამოვალ.
- არავითარ შემთხვევაში!
- რატო, მე შენს პირად ცხოვრებას არ ვეკუთვნი?
- სწორდ მიხვდი.
- ამას დავიმახსოვრებ... გიმეორებ, ამას დავიმახსოვრებ!
- ნუ ყვირი, უკვე აღარ მესმის მანქანასი ვჯდებიი!
*  *  *
  გაბრაზებული სოფია, სახლში მარტო დავტოვე. მე კი, მივდივარ უბანში, სადაც ანის, წლების განმავლობაში ველოდებოდი. ველოდებოდი და  ვთვიდი, რომ ის ისეთივე სათუთი და წმინდა სულის პატრონი იქნებოდა. ანის, რომელსაც მე ვიცნობდი ძალიან მშვიდი და მარტოსული გოგონა იყოს. გამუდმებით, რაღაცის შიში ჰქონდა და მიუხედავად ჩვენი ასაკის სხვაობისა, მაინც ჩემთან მოდიოდა დახმარების სათხოვნელად. ანისგან განსხვავებით სოფია, რადიკალურად სხვანაირია. ხანდახან მგონია, რომ სხვადაცხვა ადამანზე ვსაუბრობ, თუმცა რეალობა ეს არის. გოგონას, რომელსაც წლების განმავლობაში ველოდებოდი. ის ეხლა, ჩემს სახლშია.
*  *  *
- შემოდი დეე, დროულად მოხვედი.
- დედა, რა ხდება? ასეთი თბილი ბოლოს, როდის იყავი აღარც მახსოვს. 
- ერთი ჩემი ძმა, აქეთ გამოუშვით რაა!
- ვაა, რატი. აქ რას აკეთებ, როდის ჩამოხვედი?
- სადღაც ერთი საათია. შენთან მოვედი და გავიგე, რომ ცალკე გადასულხარ საცხოვრებლად. ახალი გოგო და რამე?
- არა მსგავსი არაფერია. ვაა მელანო, გუგა თქვენც აქ ხართ? შეგეძლოთ გაგეფთხილებინეთ.
- ვაპირებდი, მაგრამ გუშინაც, რომ მოვედი ისეთი დაკავებული იყავი.
- იმედია არავისთვის არ გითქვამს.
- არა რა თქმაუნდა.
- მიდი მოყევი რა ხდება, იპოვე ვისაც ეძებდი?
- კარგი რა რატი, ეგ, უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.
- რავიცი, მე სანამ წავიდოდი სიმთვრალეში კი, გამოეტირე მის აივანს.
- ნუ იცინით! სულაც არ არის სასაცილო.
- ბავშვებო, როგორ მიხარია ყველას ისევ ერთად, რომ გხედავთ.
- მეც ძალიან მიხარია ქეთინო დეიდა! აქაურობა ძველ დროს მახსენებს. ისევ მგონია, რომ ძალიან პატარები ვართ და ისევ  ჩავალთ ეზოში, სათამაშოდ. აქაურობაც, თითქოს ისეთია, თუმცა უკვე ძალიან ბევრი შენობაა, ის სიმწვანე აღარ არის რაც იყო.
- გინდათ ამ შაბათ-კვირას, ბურთს წამოვიღებ და წრეში ბურთი ვითამაშოთ. ისევ ისე, როგორც მაშინ.
- მელანო, ხუმრობ ალბათ ხო.
- არა რატო, გავერთობით.
- მალე სახლს ვიქირავებ, მანამდე კი შენთან ვიცხოვრებ.
- ჩემთან არ გამოვა.
- რატო? არ მოგენატრე. ნუ ნერვიულობ ძილის წინ ზღაპრებს, ეხლა მე წაგიკითხავ.
- მაგას მამა აკეთებდა. მაშინ უბრალოდ მამა, ავად იყო და მე მომიწია ისიც მეგონა, რომ უკვე გეძინა.
- კარგი ხო, თავს ნუ იმართლებ.
- ჩემთან მეზობლად, ერთი ქალი აქირავებს ბინას საკმაოდ კარგი პირობებით. გინდა იქ, წავიდეთ?
- მელანო, სიტყვაზე გენდო?
- რათქმაუნდა. ძმაო, უპასუხე ძალიან გთხოვ, უკვე რამდენი ხანია რეკავს.
- სოფია, რა გინდა, რატო მირეკავ?
- სამზარეულოში, ონკანი აფეთქდა. სახლი კი, წყლით დაიფარა.
- მოიცადე ონკანი როგორ აფეთქდა. ალბათ გასკდა. მთავარი მილი გადაკეტე.
- ეგ სად არის?
- გარეთ კართან.
- ვერ ვხედავ!
- კარიდან მარჯვნივ.
- აი ხო ვიპოვე. შენ არ მოხვალ?
- არა.
- კარგი მაშინ ონკანს, ისევ გავხსნი...
- რატი გამიხარდა, რომ გნახე, მაგრამ სამწუხაროდ მე უნდა დაგტოვოთ.
- შვილო, ახლახანს არ მოხვედი. სად გეჩქარება?
- დედა, საქმეები მაქვს.
- ვიცი მე შენი საქმეები.
- შენ ყოველთვის იცი. ნახვამდის! გნახავთ მალე.
*  *  *
    სოფიას, ზარმა კიდევ ერთი  ვახშამი ჩაშალა. ეს საკმარისი არ იყო და სანამ, სახლამდე მივედი 26 გამოტოვებული ზარი დამხვდა. არა ზედიზედ, რომ რეკავს ერთხელ, რო არ ვუპასუხე რატომ ჰქონია, რო შემდეგ ზარს ვუპასუხებ. რატის, ჩამოსვლამ ყველა გაგვაკვირვა. ის ისეთი დარწმუნებული იყო, რომ ამერიკელეზე გაცილებით მეტს წერდა და აქვეყნებდა, რომ იქაურობის დატოვება არ უნდოდა. რატიმ, ამერიკაშ ხუთი წელი გატარა. ეხლა ვერც წარმოიდგენს, რომ ჩემს პროფესიაზე, აქ გაცილებით მეტს დაწერს. სახლში, მისვლამდე სოფიას, შეტყობინება წავიკითხე. ,,ონკანი წამოიღე, თორე ხვალ, საუზმის გარეშე დარჩები.\\\"
* * *
- როგორ მიდის საქმეები?
- დღეს საავადმყოფოში ვიყავით. გაუჩინარებულ ექიმს, ეძებენ. სოფია, გაბრიელთან გადავიდა საცხოვრებლად.
- ცოტახანს დავაცდი. იყვნენ ასე, უკეთესად გაიცნონ ერთმანეთი, შემდეგ ეს ურთიერთობა სიყვარულში, როცა გადაიზრდება. აი მაშინ დავიწყებთ მოქმედებას.
- ბატონო ვახტანგ, ასე გაგრძელება აღარ შემიძლია. ძალიან გთხოვთ, მომეცით საშუალება მშვიდად ვიცხოვრო.
- თომა, ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა, როცა ჩემთან ფულის სათხოვნელად მოხვედი.
- ფული ხომ დაგიბრუნეთ.
- ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. დეტექტივი კაცი ხარ და კარად გეცოდინება, რომ  მე ბევრი მასალა მაქვს და შემიძლია ნებისმიერ დროს, შენს უფროს გადავუგზავნო. აი მერე რა მოხდება...
- კარგით! ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მიბრძანებთ.
- ეხლა წადი და შენს საქმეებს მიხედა.
* * *
  სახლში დაბრუნებულს, ძალიან საინტერესო სურათი დამხვდა. სოფია, რომელიც გაწუწულ ფისოს ჰგავდა, სამზარეულოში იყო და ბუტბუტით იატაკს ამშრალება. ფეხზე რეზინის ჩექმა ეცვა, რომელსაც თევზაობის დროს ვიყენებ, როდესაც მდინარეში შევდივარ. საშინლად დიდი აქვს და გადაადგილებაში ხელს უშლის. თმაც სულ სველი. ტანსაცმელზე ხო, ლაპარაკი ზედმეტია. თავიდან ბოლომდე გალუმპულია, კანკალებს და მაინც არ ანებებს საქმეს თავს. ხმადაბლა ბუტბუტებს. ,,გაბრიელი მომკლავს... მომკლავს გაბრიელი.\\\\\\\"
- რა აკეთებ?
- რა გაცინებს?
- კარგი გაანებე თავი, დანარჩენს მე მივხედავ. წადი, გამოიცვალე. ისედაც, სულ სველი ხარ. ეგ ფეხსაცმელი კი, ნამდვილად არ გიხდება.
- ზუსტად ასეთი მაქვს სახლშიც, უბრალოდ ცოტა პატარაა.
- ცოტა ხო?
- ნუ დამცნი!
*  *  *
  ზოგადად მსგავს სიტუაციებში თავის შეკავება ძალიან მიჭირს. როგორც იქნა სამზარეულოში, საქმეებს მოვრჩი. სოფია, რო არ გამოჩნდა გადაწყვიტე მასთან ავსულიყავი და შემომეწმებინა. ვხედავ, რომ ჩასძინებია. ერთ ხელში ბალიშს არის ჩახუტებული დანარჩენი კი, იატაკზე ყრია.  მისი ძილი დაახლოებით, დედის მუცელში, ახალ სიცოცხლე ჰგავს. მისი დანახვისთანავე, ვცდილობდი ნაბიჯები უკან გადამედგა, მაგრამ გული საპირისპიროს მკარნახობდა. ვცდილობდი უკან გაბრუნებას, მაგრამ მაინც, მისი ცქერა ვარჩიე. დავიწყე მისი ნაკვთების დამახსოვრება. არ ვიცი, როტამ, მაგრამ ვცდილობდი დამემახსოვრებინა. პირველად ვიგრძენი თავი ასე მშვიდად. ,,მამა... მამა...\\\" მისმა სიტყვებმა  ვერ დამატოვებინა ოთახი, თუმცა გარკვევით გავიგე, რომ ეძახდა მამას.
*  *  *
- ჯანდაბაა! აქ რა გინდა?!
- წუხელ კოშმარი დამესიზმრა, შემეშინდა და შენთან დახმარების სათხოვნელად ჩამოვედი. ისეთი ღრმა ძილი იცი. ჩაგეხუტე და ვერაფერი გაიგე.
- გაჩუმდი! ადექი ძალიან გთხოვ.
- აუ, ცოტახანიც რა...
- გამატარე...
- რა უხეში ხარ!
 
* * *
,,მომენტი, როდესაც მინდა, რომ ზეცაში ავფრინდე...
მომენტი, როდესაც მინდა, რომ სუნთქვაშეკრულმა საუკუნოდ გავაჩერო წამი... დავიმახსოვრო ამ ლამაზი წამის მეათედი....
მომენტი, როდესაც მინდა სამუდამოდ გავყინო ჩემს გონებაში ყველაფერი ლამაზი...
მომენტი, როდესაც ვგრძნობ, რომ დედამიწის ცენტრი აღმოვაჩინე...... მოვიგე ყველა წარმატებული კონკურსი... დავიდგი სამყაროს გვირგვინი...
მომენტი, როდესაც ჩემს თვალწინ ცისარტყელას ფერები ემატება...
მომენტი, როდესაც დღისით ჩემს თვალწინ, მხოლოდ ჩემთვის ვარსკვლავები ჩნდება..
მომენტი, როდესაც ვცდილობ ჩემს ამოსუნთქვას გულიც ამოვაყოლო...
დგება მაშინ როდესაც შენს გაცისკროვნებულ თვალებს ვხედავ...
დგება მაშინ, როდესაც შენი ტუჩები ამბობებ სიტყვას მიყვარხარ...
დგება მაშინ, როდესაც ძალიან გაგაბრაზებ მერე მოვალ და მაგრად ჩაგეხუტები..
დგება მაშინ, როდესაც საჰაერო ბუშტებად შეკრულ ჩემს ოცნებებს გაწვდი, რომ დამიჭირო...
დგება ისეთი ჩხუბის მერე, როდესაც სულერთია ვინ არის დამნაშავე...
დგება მაშინ, როდესაც კლდის ქიმიდან მთელი სამყაროს გასაგონად ვყვირი შენს სახელს... მერე ვტრიალდები და შენსკენ და თვალებით ხმამაღლა ჩაგჩურჩულებ..
მე შენ მიყვარხარ!\\\"ეს ამოვიკითხე დღიურიდან, რომელიც წლების წინ დავწერე. იმის მიუხედავად, რომ მე და სოფიამ ერთად გავიღვიძეთ დივანზე, დღე მაინც კარგად დაიწყო. ისიც, თვალს მარიდებს. ეტყობა, რომ ჩემი ერიდება. სასაუბროდ არც მიჩერდება დიდ ხანს. საღამოს, თომას ველოდები. დავალებაზე გავუშვი და ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს.
* * *
- ექიმო, აიღეთ მოგშივდებოდათ.
- გამიშვით! მე არაფერი დამიშავებია.
- ვიცი, დამშვიდდით ძალიან გთხოვთ. მე არაფერს დაგიშავებთ.
- მოიცადეთ... თქვენ, გაბოს თანაშემწე არ ხართ? თომა.
- შეგვიძლია ერთად დავაღწიოთ თავი აქაურობას. უბრალოდ, შენი დახმარება დამჭირდება.
- როგორ გაბედეთ? მეგობრის, ღალატი როგორ გაბედეთ?
- თქვენ, მთელ თქვენს ოჯახს უღალატეთ. ღირსეული ექიმი, იყავით. მაკა, დღეს, ასეთ მდგომარეობამდე თქვენ მიიყვანეთ.
- იძულებული ვიყავი, გესმით?! ჩემი ხუთი წლის შვილის, სიკვდილით მემუქრებოდნენ.
- შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ.
- რა უნდა გავაკეთოთ?
- მე ვიზრუნებ, თქვენს ოჯახზე, საიმედო ადგილას წავიყვან. თქვენ კი, ყველაფერს მომიყვებით ვახტანგის შესახებ.
- მოსაყოლი არაფერი მაქვს. წამოდი, წამოდი და გზაში მომიყვები.

გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები