ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: ჰერ/ცოგი
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2019


თოლია

                        ******   
    თეთრ თოვლზე თეთრი თოლია დადის
    ზღვის ზვირთებს ზარი აღარ გამოსდით
    ცის ცისფერ ცელზე დაჯდა სიკვდილი
    და გონებიდან ჰანგი ამოსდის....
      თოლია დადის არ იშლის ფრთებს
      დადის და ტოვებს ნაკვალევს,თეთრს
      ქარი უბურძგნის გაბადრულ მკერდს
      თვალი, შეუპოვრად უყურებს ერთს !
ზღვა-მისი ტალღით ბობოქარია
ტალღები ომობენ ,ირგვლივ ქარია
სადღაც იქ,ზღვაში,თეთრი ნავია
თუმც,კაპიტანი ავზე ავია...
  შთანთქავს მორევი კაპიტნის ნავს
დაამსგავსებენ ეკიპაჟს გვამს,
  ღრუბლები ქმნიან სიხარბის კვამლს
  თოლია ოცნებებს იმ ცელით კლავს !
  ......თოლია!..თოლია...თოლია!!!...თოლია?!! ...
  თოვლია!....თოვლია!.....თოვლია!!!!!...თოვლია...
-წამიყვან ? -წაგიყვან....წაგიყვან.. ..წა..გი...ყვან!!
ტირის თოლია......
                    ....ცრემლი თოვლია......!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები