ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: თაკო წულაია.
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2019


მწვანე სიკვდილი

ნუ მობრუნდები -
გზა ისწავლა ახლა ბალახმა.
კარის ზღურბლთან დგას და ჭოჭმანობს.
მალე შემოვა...
მე ვწევარ სადღაც.
ღამე აჩენს სისხლიან ეშვებს
და ტკივილივით აშკარაა ახლა სიზმრები.
სისულელეთა გროვები და ამაოება -
ანუ ვცელავ და კვლავ იზრდება მწვანე სიკვდილი...
თითქოს, მე კიბის თავში ვდგავარ,
შენ - სულ ბოლოში.
ხოლო შუაში კი ჩამტყდარია საფეხურები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები