ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2019


პოეტის თეოფანია

ზოგის ბრმა თვალები იმ სულის მორგია,
რომლისაც სხეული ყოფილა საფლავი,
იმ მოგონებიდან ბავშვები მორბიან,
რომლის საღ ფოტოზეც სახეებს საკრალულ,

მზერაში ბრალს დებენ, ხუნდება ფოტოც და,
ქალაქში დაყრილი კონსერვის ქილებიც,
გახედე შენს ირგვლივ ქვებიც კი მოხუცდნენ,
შენ ებღაუჭები იმედებს ფრჩხილებით...

კადრიდან კადრია, ცხოვრება ფორსმაჟორს,
გამოლევს რა ძალა, გამოლევს რა ძალით?
მაგრამ ჩვენ ნირწამხდართ ესა გვაქვს მოდგმაში,
- პოეტებს ქუჩებში ამაყად წანწალი.

ჩაივლის ლანგარით მოტანილ ჭიქებზე,
შერჩენილ არაყის საღათას ძილიც და,
ჩვენ ყველა პოეტზე პოეტნი ვიქნებით,
ვინც ცხადში საყვირლად მოვიდა ძილიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები