ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2019


უტოპია

მე შენ გითხარი, რომ აქლებემი
მინახავს ნემსში როგორ ძვრებიან.
ბედაურები მოაქროლებენ
წინაპრებს,ჩვენსას, ოქროსძვლებიანს.

წყალმა წაიღო ინიც, იანიც,
ყველა მურვან ყრუ, ყველა ატილა
და ქვეყნად ყველა ადამიანი,
ადამიანი არის ნამდვილად.

დამარცხებულის მზერით უცქერის
ზეცას, ვერ შეძლო მეტი ეზიდა
და დედამიწა, როგორც მუცელი,
მოულოდნელად მოწყდა ღერძიდან.

მე შენ გითხარი, რომ აკლდამებში
გაღვიძებია ყველა ფარაონს,
დგანან მზის შუქზე მომაკვდავები,
ინიავებენ ქარის მარაოს.

გადაივიწყეს შუბი და დენთი,
ტიტების სროლით გული იჯერეს.
მიყვარხარ- მეთქი და ერთადერთი
უკანასკნელი არ დაიჯერე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები