ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: გოგლიკო
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2019


(გარყვნილი სიცივე გაპარებს მკლავებს)

გარყვნილი სიცივე გაპარებს მკლავებს.
წელზე შემოდგომა დგება ...
წითელი კაბა მოიკლავს ხავერდს,
სიცივის ეკალი შენს კანზე ჩნდება.
ჟრუანტელს გაპარებს ჩემი ალერსი,
კედლები ოფლით დასველდა, თუმცა...
ურცხვად გხვევ ხელებს, შენთვის ალესილს,
განაბულია მტირალა ყრუ ცა.
თავდება ჭიქაში ტანგო...
პიჯაკზე ღილი იხსება ფრთხილად,
შენ გინდა საწოლზე გრძნობები დარგო,
ოქტომბერის მთვარე ითხოვო შვილად.
აივნის კარებს დატოვებ ღიას,
რომ გარყვნილება ისროლო გარეთ.
შენ უკვე შენს თავს ესროლე ტყვია,
სიკვდილით ცხრა თვე რომ გადამალე.
შენ უკვე შენს თავს ესროლე ტყვია!
და სასიცოცხლოდ დაგრჩა აბები,
ცივ ცრემლებს უკვე სიკვდილი ჰქვია
მალე სიკვდილშიც გაიწაფები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები