ნაწარმოებები



ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2019


სიყვარული,ტარების უფლებით

ფიქრის ავადობით გამოწვეულ,
დროში არეული წამებია,
ცისკენ გააქანებს ლურჯასავით,
თეთრადდაკოპლილ კაბებიან
ვარსკვლავთგოგონებთან იცეკვებენ
სურვილს აღგიძრავენ,ოცდებიან!
უხვი გრძნობებია... მინდვრად მყოფი
ყვავილებისგან შორით კოცნებია.
მთვარე მოეფერა ქუჩის ლამპიონებს
თვალის გუგებიდან ხტებიან შიში და
სიჩქარე,ისეთი როგორიც არასდროს
არ ეშვა ოსირისს და არცა ისიდას...
  მეწამულ ფერებად აღიქვამ სამყაროს,
  გამოვლილს გულიდან აშლილი ქარებით,
  ეს მე ვარ ვისთვისაც ამდენი იბრძოლე!
  სიყვარული ვარ,უფლებით ტარების...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები