ნაწარმოებები



ავტორი: აბრრაგი.
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2019


XV-XI-24

შეირხა აპრილი..
ხეები იოლად ვერ თმობენ კვირტებს და
დაშრეტილ სტრიქონებს
ჟანგბდი აკლიათ,
და როგორც შიოლას..(ფუფალა)
ახლა მეც ვიღაცა მიგონებს.
ერთხელ რომ ათრთოლდა ნიავი მაისის
და კოცნა ყელში რომ გამეჩრა ბურთივით,
თვალები ორივემ დავხუჭეთ და ისიც
იდგა და ვიდექი ღამეში ქურდივით.
ფრთხილი,
და ბოდვები ავსებდნენ
ტუჩს შორის დეფისით დიალოგს,
მე ჩოხის კალთაზე ჩემივე ცოდვებით
შენს ღიმილს ვიღვრიდი მაჯებთან ტიალო.
ამბობდი:მე ერთი ქმრიანი ქალა ვარ,
არც შენი ცოლობის არ მაქვსო იმედი
ფეთქავდი და მკერდი გივსებდა ტალავარს,
და მერე და მაინც იქამდე მივედი,
რომ დაგთმობ არ ვფიქრობ ახლა და იოლად,
ჟანგბადი გვაკლია მე, შენ და სტრიქონებს.
იმ ღამეს ვიყავი ნამდვილი შიოლა....
იმ ღამის მერე კი ფუფალა მიგონებს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები