ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
20 აპრილი, 2019


ჩემი პროფესია

                                      ნაწილი მერვე
  - სოფია, შვილო დედაშენი ვარ. სასწრაფოდ აქ უნდა მოხვიდე.
- დედა, საიდან მირეკავ? კარგად ხარ?
- ნუ სვამ ამდენ შეკითხვას და აქ მოდი.
- დედა, ეხლა გვიანია ვერ მოვალ. მანდ არავინ არის, ალბათ წამლების დალევა დაგავიწყდა. დაიძინე, მე ხვალ მოვალ.
*  *  *
  სახლში დაბრუნებისას სოფია, ძალიან აღელვებული დამხვდა. მაკას, ზარმა კიდევ უფრო აანერვიულა. თავიდან მეც ვერ გავიგე მაკამ, როგორ შეძლო და სოფიას დაურეკა. მას, ხომ  ეს არ შეუძლია. ასეც, რომ არ იყოს სოფიასთან, უკვე 2 წელია ასე არ უსაუბრია. უკვე ღამის ორი საათია, ის კი არ ისვენებს ფანჯარასთან ზის და ყავას სვავს. არ იცის, რომ ყავა უარესია. ამდენი ყავის სმა ძილის საშუალებას არ მისცემს და ვერც სტრესს ვერ უშველის. მის ოთახში, რომელიც ჩემი ოთახი იყო აქამდე. ისე შევედი არც გაუგია.
*  *  *
- ეგრე თუ გააგრძელებ დაძინებას ვერ შეძლებ.
- როდის მოხვედი?
- რამოდენიმე წუთია. გავიდე დედაშენს, რომ ესაუბრებოდი.
- უცნაურია არა? მაკა, ასეთ დროს არ დარეკავდა თან ასე არ ისაუბრებდა.
- მაკა, ასეთი ბოლოს, როდის ნახე?
- მაშინ, როდესაც იდიალური ოჯახი გვქონდა. მაშინ, როდესაც მამა, ცოცხალი იყო. ჩემი ძმა კი, აქ იყო ჩვენს გვერდით. დედა, რაც შეიძლება მალე უნდა მოვაშორო იქაურობას.
- ხვალ წავალ და გავარკვევ ყველაფერს.
- მეც წამოვალ.
- წამოდი.
- სერიოზულად? მგონი პირველად არ მითხარი უარია.
- მომეცი ეგ ფინჯანი. ეხლა კი, შეეცადე დაიძინო.
- გაბრიელ!
- გისმენ.
- მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში ისევ გამოჩნდი...
*  *  *
  ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველდღე მიწევდა ახალი ადამიანის გაცნობა და მე, ყოველჯერზე ვრწმუნდებოდი, რომ ჩვენ ადამიანები, ძალიან მრავალფეროვანი ერი ვართ. ძალიან ბევრი შესაძლებლობები გაგვაჩნია, თუმცა ბევრს ამის გამოყენება არ შეუძლია. არადა, რა კარგი იქნებოდა ყველას, შეგვეძლოს ხელოვნებით, ხასიათების გამოხატვა. ბაბუა, ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ხელოვანი ხალხი, ყოველთვის დიდი ნიჭით გამოირჩეოდნენ, თუმცა ჩვენ იმდენს, მაინც ვერ ვაკეთებდით მათთვის ვიდრე ისინი აკეთებდნენ ჩვენთვის. მიყვარს თეატრი, მიყვარს იმ ხელოვანი ხალხის ყურება, ვისაც შეუძლია უსიტყვოდ და უთქმელად გადმოსცეს ემორციები. მიყვარს ახალგაზრდა მხატვრები. მათ ნახატებში, ყოველთვის იგრძნობა ის ხასიათი, რაც ახლანდელ თაობაშია. ,, მხატვარი ნიკო ფიროსმანი 8 წლის ასაკში დაობლდა, ავადმყოფმა დედამ იგი აღსაზდელად სომეხი ემიგრანტის კალანტარ კალანტაროვის ოჯახში გაგზავნა , აქ იგი მსახური ბიჭის სტატუსით იზრდებოდა. აქ გააკეტა ნიკომ თავისი პირველი ბავშვური ნახატები. ხატავდა ყველაფერზე, კედლებზეც, კი ამის გამო უჯავრდებოდნენ, თუმცა ის მაინც აჭრელებდა კედლებს ნახატებით. იგი ხალხს“ტვინდასეტყვილ” და “ჭკუაგაფლანგულ ადამიანად მოიხსენიებდნენ.\\\\\\\" მიყვარს ფოტოგრაფები. ,,ფოტოგრაფი Carol Guzy_  არის ყველაზე ცნობილი ამერიკელი ფოტოჟურნალისტი. იგი აქცენტს აკეთებს გრძნობებზე ვიდრე სურათებზე, ამიტომაც იღებს შედეგს.\\\\\\\" ისინი, იღებენ სურათებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ისინი, ცდილობენ დაგვანახონ იმ გაჭირვებული ქვეყნების ცხორება, როგორცაა ნიგერია. დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება საჭმლის, სუფთა წყლისა და უბრალო ჰიგიენური ტანსაცმლის საკითხი. ფოტოგრაფები, ცდილობენ ეს პრობლემები რეალური სახით დაგვანახონ, რათა გახდეს მეტი მობილიზება და ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ყველა გაჭირვებულ ქვეყანაში მსგავსი პრობლემები.
  მარტის დილა, კიდევ უფრო წვიმიანია. ჩემს ეზოში ბალმა, თეთრი ფრთები გაშალა. ის, ისეთი ნაზია, ისეთი ჰაეროვანი. მეც მინდა, რომ მის სურნელში დავიკარგო. ჩემი სახლი, ერთი შეხედვით ძალიან პატარაა, თუმცა ძალიან მყუდრო. არ მიყვარს დიდი სახლი. სწორედ, ამიტომ შევარჩიე ეს სახლი. მოსაძებნად დამჭირდა დაახლოებით ორი კვირა, შემდეგ კი მელანო, დამეხმადა და საბოლოოდ სწორედ მან შემარჩევინა ეს სახლი. ჩემი ოთახი სახლის, მეორე სართულზეა, სადაც პატარა ვერანდა მაქვს. ზაფხულობით, როცა სამუშაოდ ქალაქში მიწევდა დარჩენა,  ვერანდაზე ვატარებ თავისუფალ დროს. ვკუთხულობ წიგნს და მივირთმევ კარგი არომატით ყავას. აი, სწორედ ასეთია ჩემი იდიალური დასვენება, როცა საქმე არ მაქვს.  მიყვარს მცენარეები, მოვლაში კი, დედაჩემი მეხმარება. დედა, ჩემთან უქმე დღეებში მოდის აკეტებს იმას რაც უნდა და როგორც სწორად მიიჩნევ და შემდეგი კი, ერთი კვირა მიწევს მოვძებნო ჩემი ყველა ნივთი, რადგან იქ აღარ არის სადაც მე დავდე. დღეს პარასკებია, ხვალ კი ისე უნდა მოვიქცე, რომ დედაჩემი და სოფია, ერთმანეთს არ შეხვდნენ.
*  *  *
- მზად ხარ?
- კი გაბო მოვდივარ.
- იმედია დღეს, მაინც დამრთავენ ნებას და დედაჩემს წამოვიყვან იქიდან.
- კარგი მივიდეთ და ვნახოთ.
*  *  *
  მაკამ, გივისთან თანაცხოვრება ძალიან ღრმა ბავშვობიდან დაიწყო. იგი 15 წლის იყო, როდესაც სკოლაში მასზე 8 წლით უფროსი ბიჭი შეუყვარდა. მაკას, ძმა ძალიან მკაცრი იყო მან, როდესაც გაიგო მათი შეხვერის ამბავი,  ყველანაირად ცდილობდა მათ დაშორებას. მაკას, კი ძალიან იყო მასზე შეყვარებული. ძმასთან, ბევრმა ჩხუბმა და კამათმა განაპირობა ის, რომ გაიპარნენ და ახალი ცხოვრება, სრულიაც ახალი ფურცლიდან დაიწყეს. არ ჰქონდა სახლი. მაკა, და მისი მეუღლე მამიდამ შეიფარა. პირველი ორი წელი ასე ცხოვრობდნენ. შემდეგ კი, ბევრი მუშაობით ახალ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც სოფია დაიბადა. თანდათან მათი ოჯახი, იმდენად მყარი გახდა, რომ ერთად ბიზნესიც კი დაიწყეს. როდესაც მათ უკვე ბიჭი, შეეძინათ გადაწყვიტეს მისთვის,  ფული შეეგროვებინათ. ასე გრძელდებოდა სანამ ის, 18 წლის არ გახდებოდა. ლუკა, სოფიაზე ორი წლით უმცროსია, თუმცა ყოველთვის თვლიდა, რომ ჭკუით მასზე უფროსი იყო და მასზე მეტი ესმოდა. ლუკა, მამის გარდაცვალების შემდეგ გაუჩინარდა. უკვე ორი წელია მასზე არავის არაფერი იცის.
*  *  *
- დედა, შემომხედე მე აქ ვარ.
- პეპლები, ფერადი პეპლები.
- დედა, თუ ღმერთი გწამს შემომხედე! გუშინ ხო ვისაუბრეთ? შენ, მე დამირეკე, რისი თქმა გინდოდა?
- ექიმო, წერილი ჩემს ოჯახს გადაეცით?
- დედაა, საით იყურები, მე შემომხედე!
- კარგი, თავი დაანებე. აზრი არ აქვს მაინც არაფერს იტყვის.
- იტყვის! გუშინ დამირეკა, დახმარებას მთხოვდა. დედა, ახლა რატო ხარ ჩუმად?!
- მაპატიეთ, პაციენტი შიგნით უნდა შევიყვანო ამინდი ისევ გაუარესდა...
- სოფია, წამოდი ექიმს დაველაპარაკოთ.
- არ უთხრა, რომ გუშინ დედამ დამირეკა.
- რატო?
- არ ვიცი კიდე, რაღაც მიზეზს მოიგონებენ და არ გამატანენ მის თავს.
- კარგი მოდი შევიდეთ.
- ექიმო, მოაგვარეთ? როდის შევძებ დედაჩემის, აქედან გაყვანას?
- გამარჯობათ, ორშაბათს უკვე შეძლებთ მის აქედან გაყვანას, თუმცა გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ის კარგად იქნება.
- რას ქვია გარანტიას ვერ მომცემთ? დედაჩემმა, აქ ორი წელი გაატარა ვიხდიდი იმდენს, რანდენსაც ითხოვდი. ის, აქამდე უკვე კარგად უნდა ყოფილიყო. ამისთვის თქვენ, არაფერი გაგიკეთებიათ...
- ქარბატონო, დამშვიდდით და ნუ ყვირით, აქ, პაციენტები არიან და წუხდებიან.
- პაციენტები, სწორედ თქვენს ხელში წუხდებიან. ვინ ხართ? სატანები ხართ?!
- გარეთ გადი.
- არა გაბრიელ, აქედან დედაჩემის გარეშე არ წავალ. ვინ იცის ამ ორ დღეში მას რას გაუკეთებენ.
- გადითქო, დანარჩენს მე მივხედავ.
*  *  *
  სრული ქაოსი, რამოდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლოს სოფია, მე დავარწმუნე, რომ მაკას, ამ ორი დღის განმავლობაში საიმედო ხალხი დაიცავდა. ვერ ვიტყვი, რომ სრულიად დამშვიდდა, მაგრამ ის, ისე ძალიან აღარ ყვიროდა. დაბალი ხმით ისევ მთავარ ექიმს, ლანძღავდა და გულს ამით იმშვიდებდა. ეშინია, რომ მას, ამ ორი დღის განმავლობაში რამეს დაუშავებენ. აფორიაქებული სოფია, ძლივს გამოვიყვანე საავადმყოფოდან. ფეხები უკან რჩებოდა და თვალებით დედის პალატას უყურებდა. უნდოდა გაქცეულიყო, ხელი მოეკიდა და იქიდან წამოეყვანა, მაგრამ მერე მე, შემომხედა გაახსენდა ის სიტყვები, რაც უთხარი და დამშვიდდა.
*  *  *
- გინდა სადმე წავიდეთ?
- კარგი რა გაბრიელ, ბოლოს აღარც მახსოვს მგონი მამაჩემი, მამშვიდებდა და ნაყინის საჭმელად მივდიოდით.
- მერე წავიდეთ ნაყინი ვჭამოთ.
- გაბრიელ, ეგ მაშინი იყო, ეხლა ეგაც აღარ მშველის.
- აბა, რა გინდა, რომ გავაკეთეთოთ?
- მაკოცე.
- ეხლა, აქ?
- მერე რა, ხალხის გცხვენია?
- არა არ მცხვენია, უბრალოდ...
- ვაიმე ნეტა ახლა შენი სახე დაგენახა. მოიცადე პატარა სარკე მაქვს ჩანთაში.
- მეხუმრები არაა?
- რათქმაუნდა ვიხუმრე. შენ რა, ჩემი კოცნა მართლა გინდოდოდა?
- მე, შენს დახმარებას ვცდილობდი, მაგრამ ეს თუ გამოწვევაა, იყოს გამოწვევა. დაელოდე შემდეგი მე ვიქნები.
- ვნახოთ.
*  *  *
  შეშლილია! შუა ქალაქში, მეუბნება, რომ ვაკოცო, თანაც ეს იმიტომ, რომ მე მხოლოდ მისი დამშვიდება მინდოდა. ის კი, იდგა და დამცინოდა. არა ხო დავიბენი, რადგან ნამდვილად არ ველოდე მისგან ასეთ პირდაპირობას. გიჟი რო იყო ვიცოდი, მაგრამ ასეთი თამამიც თუ იყო არ ვიცოდი. არც ნაყინი და გასეირნება მოისურვა. უბრალოდ სახლში წასვლა და დასვენება არჩია. მანქანას ჩაკეტვა დავაპირე თუ არა ქრისტის შეტყობინება ვნახე. ,, მე უკვე მზად ვარ, ერთ საათში გელოდები. იცოდე რა მიზეზიც არ უნდა გქონდეს უარს არ მივიღებ\\\\\\\"
*  *  *
- არ მოდიხარ?
- მე უნდა წავედე საქმეები მაქვს.
- დღეს თამაშია, ვიფიქრე ერთად ვუყურებდით.
- იქამდე დავბრუნდები. მიდი შედი სახლში და დამელოდე.
- იცოდე არ დაგაგვიანდეს. დღეს, სერიოზული თამაშია უნდა მოვიგოთ.
*  *  *
  მისი გამოხედვა მეუბნებოდა, რომ არ უნდა  წავიდე. მანქანა დავქოქე, მაგრამ მასთან დაშორება არ მინდოდა, თითქოს, რაღაცის მეშინოდა. არ ვიცი რისი, მაგრამ მისი დაკარგვის შემეშინდა. სანამ სახლში შევიდოდა მე, ვიდექი და ვუყურებდი. გაშლილი თმა სახლში შესვლამდე აიწია. ასეა ყოველთვის, როცა სოფია, სახლშია თმას იკრავს და ეგრევე ცდილობს ყველა სამკაულის მოხსნას რაც უკეთია. რამოდენიმე წუთში სოფია, შოლტებით და ფართო მაისურით გვევლინება. ასეთია სოფია, სახლში შესვლის შემდეგ. ამ ყველაფრის შემდეგ კი, სამზარეულოში მაცივარის კარს აღებს და რაც პირველი მოხვდება ხელში, ჭამას იწყებს. კატაგორიულად არ უყვარს ჩიფსები, არც ბურგერები და პიცა, თუმცა როდესაც დეპრესიასიაშია ყველაფერს ერთდროულად მიირთმევს. სანამ კურიერი, პიცას მოიტანს, მანამდე მუსიკას ხმამაღლა რთავს და ცეკვას იწყებს. ამ ყველაფრით ცდილობს დაივიწყოს ის პრობლემები, რაც მის გარშემო ყოველდე ხდება.
*  *  *
- აქ რა ხდება? ვინ ხართ და ჩემი შვილის სახლი რას დაამსგავსეთ?
- გამარჯობათ, არ ვიცოდი გაბრიელს დამლაგებელიც თუ ჰყავდა დაქირავებული. მე ზემოთ ავალ. თქვენ კი, ამასობაში აქაურობა დაალაგეთ.
- მე დამლაგებელი არ ვარ.
- აბა ვინ ხართ?
- მე გაბრიელის დედა ვარ.
- რააა? უკაცრავად დაბრძანდით, მოცადეთ! ამ ყუთებს მოგაცილებთ. აი ეხლა კი, დაბრძანდით.
- მოიცადე... შენ სოფია, არ ხარ გაბრიელის კლიანტი. აქ რას აკეთებ?
- აქ ვცხოვრობ რამოდენიმე დღეა.
- რას ქვია აქ ცხოვრობთ? თავს რის უფლებას აძლევთ, ჩემი შვილის, სახლში თქვენ რა გესაქმებათ. ჩაალაგეთ თქვენი ნივთები და აქედან წადით.
- არ წავალ სანამ გაბრიელი არ იტყვის ამას.
- როგორ ბედავთ! როგორ ბედავთ და მეპასუხებით. თავმოყვარეობა სულ დაკარგეთ?
- ვერ ვხვდები რა დავაშავე?
- ჩემი შვილი, კერძო დეტექტივია თქვენი დაცვა კი არა. მიბრძანდით ძალიან გთხოვთ სანამ მდგომარეობდან არ გამოსულვარ.
- მე არაფერი დამიშავებია.
- მეტი რა უნდა დააშავო კრიმინალთან ხარ შეკრული. ჩემი შვილის, ზურგს უკან მოქმედებ. ამის მერე კიდე რა უნდა დააშავო. თუ შენი ძმის მსგავსაც დედასაც მოკლავთ არ ვიცი.
- საკარისია! არ გაქვთ უფლება ჩემს ოჯახზე ასე ისაუბროთ... მივდივარ! დამშვიდდით ნივთებს ჩავალაგებ და წავალ.
*  *  *
  ჩემს მშობლები მე ხუთი წლის განმავლობაში მელოდნენ. დედას, უკვე ხელი ჰქონდა ჩაქნეული, თუმცა მამას, ძალიან უნდიდა შვილი და არცერთი წუთით არ უფიქრია, იმაზე, რომ არ ეყოლებდათ. ბებიჩემი, ყველაფერს აკეთებდა, რომ დედა ორსულად დარჩენილიყო. ბებიას, დედა უამრავ ექიმთან მიჰყავდა, მეტიც გავიგე, რომ ერთი მკითხავი იყო, ვინც უთხრა ბიჭი გეყოდებათ. დედაცემი, ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან ეგოისტი იყო. სოფელშიც, როცა მივდიოდი რამოდენიმე დღეში ჩამოდიოდა და ბავშვებთან სათამაშოდ, რო გავდიოდი მაკონტროლებდა. ვჩხუბობდა და ვამბობდი, რომ გავიზარდე და დაცვა აღარ მჭირდებოდა, თუმცა ის იგივეს მაინც აგრძელებდა.
*  *  *
- ასე რატო გამოეწყვე, სად მოვდივართ?
- წაამოდი და ნახავ. შენ რა გჭირს?
- არაფერი, რა უნდა მჭირდეს?
- უკმაყოფილო სახე გაქვს. გინდა დავრჩეთ?
- არა იყოს, განტვირთვა არ მაწყენდა.
- გააჩერე! თითქმის მოვედით.
- ეს რა ადგილია? მეჩვენება თუ მხოლოდ ერთი მაგიდაა.
- არა არ გეჩვენება. გადავწყვიტე, რომ მხოლოდ მე და შენ გაგვეტარებინა ეს საღამო.
- ქრისტი...
- გაჩუმდი და გამომყევი. რა იყო, ხელი რატო გამიშვი?
- სისულელეა, არ მომწოს ეს ყველაფერი. ისე ვიქცევით, თითქოს შეყვარებულები ვიყოთ.
- რა არ ვართ?
- არა ქრისტი არ ვართ. მე შენ...
- არ თქვა... არაფერი არ თქვა.
- მაპატიე, უნდა ვუპასუხო დედაჩემია.
- სად ხარ?
- რა არის დედა, რა ხდება?
- შენთან ვარ სახლში და გელოდები...
- უნდა წავიდე, ეს ძალიან სასწრაფოა. ეს ყველაფერი ასე არ დასრულდება.
- მემუქრები?
- არა არ გემუქრები გაფთხილებ.
- მოიცადე...
- რა გააკეთე?
- გაკოცე.
- ქრისტი, შენც გააფრინე?
- შენც რას ნიშნავს? ჩემს გარდა, კიდევ ვინმე არის შენს ცხოვრებაში? ეხლა ყველაფერი გასაგებია, ასე ცივად იმიტომ მექცევი, რომ შენც ცხოვრებაში სხვა ქალი არსებობს.
- სისულეებს ნუ ამბობ, ჩემს ცხოვრებაში არავინ არ არსებობს. უნდა წავიდე.
- გაბრიელ, შენ ყოველთვის გარბიხარ პრობლემებს გაურბიხარ. მასე თუ გააგრძელებ დაიკარგები.
- მოდი საკუთარ თავს მე მივხედავ კარგი. სახლში წადი აქ, დიდხანს არ დარჩე.
*  *  *
  დღეს დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა მეკოცნა ქალისთვის, ვინც მიყვარს. ახლა კი, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ქრისტის, მომზადებული რომანტიულ ვახშამმაც ასე ჩაიარა. ბოლოს მაკოცა კიდეც, თუმცა მე, ვერაფერი ვიგრზენი. ჩვენ, რამოდენიმე თვე ვიყავით ერთად, მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარს თავს ვაძლევდი შანს. კარგი გოგოა, წარმატებული. იქნებ შემიყვარდეს. საბოლოოდ კი, ჩვენი ურთიეთობა ისე დასრულდა, რომ მისი დაკარგვა ვერ შვძელი. ვერ გავუშვი, ვერ დავთმე. მე მას, მეგობრობა შევთავაზე. ის კი, ყოველჯერზე ცდილობს ჩემთან სიახლოვეს. წარმოდგენაც არ მინდა სახლში რა დამხვდება. ჯერ კიდევ ტელეფონში ეტყობოდა, რომ ძალიან დაძაბული ხმა ჰქონდა. აქედანვე დარწმუნებული ვარ, რომ სახლში ლექციეების მოსმენა მომიწევს. ნეტა სოფია, როგორ შეეგუა მის ხასიათს? ან შეგუა თუ არა?
*  *  *
- აქ რა ხდება? დედა, სოფია სად არის?
- არ ვიცი.
- დედა, არ მითხრა, რომ...
- გავუშვი, მისი ადგილი აქ, არ იყო.
- რა ქენი? დედა, შენი ქცევები ყველანაირ ზღვარს, რომ გადასცდა თუ ხვდები ამას?
- შვილო, სულ მთლად გაგიჟებულხარ. რა უნდა იმ ქალს, შენს სახლში გამაგებინე? რას წარმოადგენს? თაღლითია, რატო არ გესმის. ის შენს კარიერას, შენს პროფესიას დაღუპავს.
- რა უთხარი?
- ყველაფერი, უთხარი, რომ თავისი ძმა მკვლელია. ჯერ შეხედე, სახლი, რას დაამსგავსა. ხელი არაფერს მოკიდო, არაფერი არ გადაგედოს. ხვალ, დამლაგებელს გამოუშვებ და დაალაგებს.
- წადიი! გაეთრიე ჩემი სახლიდან!
- ტონს დაუწიე! როგორ ბედავ, შენ ჩემთან ასე საუბარს. იმ, ქალის გამო დედას, სახლიდან აგდებ?
- დედა, მე ბევრჯერ გაგაფთხილე. ეხლა კი, წადი ჩემი სახლიდან და ჩემი ცხოვრებიდნაც.
- არ გაბედო! იმ ქალის, აქ მოყვანა არ გაბედო.
- ეგ უკვე ჩემი გადასაწყვეტია...
*  *  *
  თითქოს სამყარო თავზე ჩამომენგრა. დედსთან, ასე სერიზულად პირველად ვიჩხუბე. სხეულის ყველა ნაწილი მიკანკალებდა, ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა და სოფიას, მოძებნა დამეწყო. პირველი, რაც მოვიფიქრე მასთან დარეკვა იყო. დავურეკე, მაგრამ ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ასეთ მდგომარეობაში მანქანით მის სახლში მივედი, თუმცა იქაც არ დამხვდა. დავიწყე გამოცანები თუ სად შეიძლებოდა წასულიყო. არ ვიცნობ კარგად. მას ხო, მხოლოს რამოდენიმე კვირაა რაც ვიცნობ. არც თომამ, იცოდა მის შესახებ არაფერი. ბოლოს, როცა ყველანაირი იმედი გადამეწურა, თავის შესაფარებლად ჩემს უბანში ავედი. იმ, სახურავზე, სადაც თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ და რას ვხედავ...
*  *  *
- სოფია, შენ აქ რას აკეთებ? იცი რამდენი გეძებე.
- რატო მეძებ. გაბრიელ, ნუ მეძებ გესმის!
- კარგი დამშვიდდი... არ იფიქრო იმაზე, რაც დედაჩემმა გითხრა კარგი.
- დედაშენმა სიმართლე თქვა, ყველაფერი სიმართლე თქვა. ეს ყველაფერი, ჩემი ძმის გამო ხდება. თვითონ თავი დააღწია აქაურობას. მე კი, დედასთან, ამ ყველა პრობლემის წინაშე მარტო დამტოვა. ჩემი ძმა მკვლელია! მამაჩემი მაგან მოკლა.
- ძალიან გთხოვ დამშვიდდი. შენი ძმა, მკვლელი არ არის. მან, ემორციები ვერ გააკონტროლა. მამაშენმა, როცა გაიგო მისი შავი საქმეების შესახებ ვერ გაუძლო და გარდაიცვალა.
- შენ... აქამდე ყველაფერი იცოდი.
- ვიცოდი და არ ვთვლიდი საჭიროდ, რომ შენტან, ამ ყველაფერზე მესაუბრა. შეხედე შენს თავს, რა დღეში ხარ. არ მინდოდა, მასეთ მდგომარეობაში ჩამეყენებინე. დედაჩემის, მაგივრად კი, მე გიხდი ბოდიშს ზედმეტები მოუვიდა. წამოდი სახლში წავიდეთ.
- გაბრიელ, ვერ წამოვალ.
- რას ქვია არ წამოხვალ. ადექი, აქ, ძალიან ცივა და გაცივდები.
- გაბრიელ, რა გინდა ჩემგან? შენ ხო, ამბობ, რომ გამუდმებით პრობლემებს ვქმნი, ამიტომ მომეცი უფლება, ჩემს თავს მე მივხედო.
- ვერ მიხედავ.
- რატო?
- ჩემსავით ვერ მიხედავ...
- რას გულისხმობ?
- არაფერს.
- არა მითხარი.
- ისე ვერ მიხეავ შენს თავს, როგორც მე...
- გაბრიელ, შენ...
- რა?
- რანაირი ხარ? თითქოს ბრაზდები ჩემზე, ნერვები გეშელება, მაგრამ ჩემი დათმობაც არ გინდა.
- ფთხილად ადექი, ფეხი არ დაგიცურდეს.
- კარგი ვდგები ხელი ჩამკიდე.
- გკიდებ.
- არ გამიშვა, მეშინია...
- არ გაგიშვებ...
*  *  *
    მძიმე ღამემ, მაინც მშვიდად ჩაიარა. საბოლოოდ სოფია, მაინც დავითანხმე, რომ სახლში წამოსულიყო. თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა კი, არეული სახლი იყო. ასეთი არეულობა, მხოლოდ მაშინ მქონდა, როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრეთ და გამოსაშვები საღამოს შემდეგ კურსელებმა, ჩემთან დალევა გავაგრძელეთ. მთელი ღამე, ვსვავდით და რო გავიღვიძე სხვის სახლში მეგონა თავი.
*  *  *
- მაპატიე, აქაურობას მალე დავალაგებ.
- არ გინდა. უკვე გვიანია მიდი დაიძინე და ხვალ ერთად დავალაგოთ.
- ერთად? მე და შენ?
- ხო, რა იყო. აბა, აქამდე სახლი, სულ ასეთ დღეში კი არ იყო.
- კარგი წავედი, ღამემშვიდობის.
- კარგი ადი და ამოვალ.
- ვერ გავიგე?
- აი, ამ, არეულობაში ძილს ნამდვილად არ ვაპრებ. ჩემი საწოლი, საკმაოდ დიდია. ნუ ნერვიულობ არ შეგაწუხებ.
- არა, რა შეწუხებაა. ბოლოს და ბოლოს შენი სახლია და შენი გადასაწყვეტია სად დაიძინებ.
- კარგი მაშინ მაისურს გავიხდი. ასე კომფორტულად დავიძინებ.
- გაბრიელ, შენ ძალიან...
- დაიჯერა...
- რა გაცინებს?
- შენ, მართლა დაიჯერე, რომ შენთან ერთად დავიძინებდი? ერთით ერთი.
- იდიოტოო!
- კარგი საკმარისია ასე ბალიში გასკდება.
- რა გაცინებს?
- სასაცილოაა, შენი სახე... ძალიან დაბნეული იყო.
- სასაცილოა არაა. აი შენ მიიღე! ვაიმე მართლა გასკდა. გაბრიელ, მაპატიე ხვალ წავალ და ახალს გიყიდი.
- არ დაგავიწყდეს.
- არ დამავიწყდება. ახლა კი გადი მეძინება.
- კარგი, კარგი გავდივარ.
- იდიოტი...
- მესმიის!
- ძალიან კარგია თუ გესმის.
*  *  *
  ტელეფონზე, უამრავი გამოტოვებული ზარებია. დედაჩემის, მამაჩემის. ალბათ უკვე ყველაფერი მოუყვა მამას. ყველა ჩემი მეგორის შეტყობინება იყო. მელონო, მწერდა, რომ შარში ვარ და დედაჩემი, ამით არ გაჩერდება. გივი, მწერს და ამბობს, რომ ხვალ ჩემთან გამოვა და ერთად მოვიფიქრებთ გამოსავალს, აი რატი, კი ამბობს, რომ დაიკიდე, მაგრამ მთალად მაინც არაო. დედაა, და ტეხავ. ყველაზე ამაღელვებელი საუბარი, ალბათ მაინც მამაჩემთან მომიწევს. ყველაფრის მიუხედავად ვაღიარებ, რომ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ უნდა ვთქვა ისიც, რომ უკვე ძალიან ცდილობს ჩემი ცხოვრების გაკონტროლება. ჩემს ცხოვრებაში, იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს რაც, ძალიან დიდი ზიანს მაყენებს. სოფიას, დაცვა ჩემი ვალია. ამდენი ხნის შემდეგ ვიპოვე და უკვე ზუსტად ვიცი, რომ არ დავთმობ. ასეც, რომ არ იყოს. საქმე მაქვს დაწყებული, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანო. დედაჩემის, ამ, ქმედებას კი შეიძლებოდა ყველაფერი გაეფუჭებინა. სოფიას, ის ყველაფერი უთხრა, რისი თქმაც საჭირო არ იყო. ის გეგმები, რაც აქამდე მქონდა კიდევ უნდა შეიცვალოს, რაც ძალიან არ მიყვარს.
*  *  *
- გისმენთ.
- სოფია, გაუშვით ძალიან ბევრ პრობლემას შეგიქმნით.
- ვინ ხართ?
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მე, სოფიას, კარგად ვიცნობ ის გიყენებს.
- კარგი მაშინ ისიც გეცოდინება, რომ მისი ძმის ადგილსამყოფელი უკვე ვიცი და ნებისმიერ დროს შემიძლია მისი ნახვა...
*  *  *
  ამ, სიტყვების შემდეგ სიგნალი გაწყდა. ზუსტად არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ ფაქტია მას, ამ სიტყვებზე შეეშინდა და საუბარი აღარ გააგრძელა. სანამ ნომერს გათიშავდა მე და თომამ მისი ადგილმდებარეობა გავარკვიეთ და აღმოჩნდა, რომ ზარი, სწორედ იმ უბნიდან იყო განხორციელებული, სადაც ქრისტი ცხოვრობს. როგორც ჩანს არც ქრისტის, დასჭირდა ძალიან დიდი დრო, რომ სოფიაზე, ინფორმაცია მოეძია და გამოიყენა ისეთი მარტივი ხერხი, რაც ალბათ იფიქრა, შემაშიებდა. ის, ამით არ გაჩერდება და კვლავ გააგრძელებს თამაშს. მე კი, ნამდვილად არ მივცემ ამის საშუალებას და ვეცდები, რომ მალე დასრულდეს ეს ყველაფერი.
*  *  *
- ძმაო გღვიძავს?
- კი თომა, მიდი მითხარი რა ხდება?
- გაბო, უფროსმა მაკას გატაცება დამავალა, როგორ მოვიქცე.
- ისე მოიქეცი, როგორც შევთანხმდით.

გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები