ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2019


სამკალი

ჩემი და შენი სარეცელი,
ჩემი და შენი...
სავსე ფიქრით და ჩვენეული ვნებებით სავსე...
და ჩემ სხეულზე მოხვეული შენი ხელები,
ჩემ სულს და სხეულს ერთნაირი შვებით რომ ავსებს.
თეთრი ზეწარი - ყველა წამი რომ აღუბეჭდავს,
კვალი ცრემლების,
ჩვენი ცხელი კოცნების კვალი...
თვალე ხალები ჩემ სხეულზე,
თვალე ხალები
და მერე თუ გსურს
შენეული სევდით მომკალი...
ჩემი და შენი სარეცელი,
ჩემი და შენი...
უხმო ფიქრებს და მონატრებას უძლებს,
ინახავს...
გახსოვს, კოცნით რომ შემიშრე თვალებზე ცრემლი,
და მარტოდმარტო არ დამტოვე საშიშ სიზმართან...
ახლა ვწევარ და ყველა წამი მისერავს სხეულს,
სხეულზე უფრო სული მტკივა,
მტკივა ძალიან...
ვიხსენებ სიტყვებს, შემოხედვებს მხოლოდ შენეულს...
გარეთ მირკანის მარტოსული, ცივი ქარია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები