| ავტორი: ელენე96 ჟანრი: პროზა 24 აპრილი, 2019 |
ნაწილი მეცხრე დილით მოულოდნელად ხმაურმა გამეღვიძა, სახეზე მზის სიტბო ვიგრძენი. სახლში ყველაფერი არეულია. გამახსენდა, რომ დღეს სოფიასთან, ერთად უნდა დავალაგო სახლი. ეს ყველაფერი ჩემთვის, ცოტა უცნაურია, რადგან, აქამდე ქალთან, ერთად სახლი არასოდეს დამილაგებია. უკვე დილის 10 საათია. სიფიას კი, ჯერ არც გაუღვიძია. აბაზანაში, მინდა ასვლა. იქამდე კი, ჩემი ოთახის გავლა მიწევს და არ მინდა გავაღვიძო. ფანჟარასთან, ტყავის კრესლოდან ზედმეტი ქაღალდები ავიღე და ცოტახანს ჩამოვჯექი. დღეს უქმე დღეა, ასეთ დროს კი, ჩემი უბანი გაცილებით მშვიდია. უფრო ნაკლები მანაქა დადის და ხალხიც, ნაკლებია ქუჩებში. ჩემთვის, უქმე დღეებს ძალიან დიდი ადგილი უკავია. ყოველთვის მეგობრებთან ერთად, ან მამასთან ერთად ვგეგმავ ქალაქ გარეთ გასვლას. ან თუ სახლში ვრჩები, ისინი, მოდიან ჩემთან. მოკლედ მე, მარტო არასდროს ვრჩებია. სოფიას გადმოსვლის შემდეგ მარტო თითქმის აღარ ვარ. ვუყურებ ჩემს ეზოს და ვრწმუნდები რა ლამაზია გაზაფხული და როგორ დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო მის სილამაზეზე. ყოველ მის დადგომასთან ერთად, მეც, მიჩნდება სურვილი, რაღაც ახალი შევქმნა, ახალი გავაკეთო. პარასკევს საღამოს უკვე დაგეგმილი მქონდა თუ რას გავაკეთებდი უქმე დღეებში. ეხლა კი, ისიც არ ვიცი დედაჩემი, რას მოიმოქმედებს. კიბებზე ნაბიჯების ხმა მესმის, ჩემ მუცელმა კი საოცრად დაიწყო ჭრიალი. ალბათ მში და ამის ბრალია. * * * - უკვე გაიღვიძე? - კი და შენ გელოდებოდი. - მე რატო მელოდებოდი? - რას ქვია რატო. დღეს, სახლი, ხომ ერთად უნდა დავალაგოთ? - სახლი სულ დამავიწყდა. ეს გასაგებია, მაგრამ წამოდი, მანამდე უნდა ვჭამოთ. - უბრალოდ მაინტერესებს, ამდენი რამე მარტო შეჭამე? - არა, მარტო არ ვიყავი. გუშინ შენი წასვლის შემდეგ ჩემთან მეგობარი ბიჭი მოვიდა. ნუ, ყველაფერი კარგად იყო მანამდე სანამ დედაშენი მოვიდოდა... - მოიცა სწორად გავიგე? ჩემს სახლში, შენ, მეგობარი ბიჭი დაპატიჟე და სახლიც, სწორედ ამიტომ არის ასეთ არეული? - ხო რა იყო. შენ მეგობარი გოგო არ გყავს? - მყავს, მაგრამ სხვის სახლში არ ავიყვანდი. -ისეთი არაფრი მომხდარა. ცოტა ვისაუბრეთ, შემდეგ ცოტა ღვინოც დავლიეთ, პიცაც მოვიდა და... - კარგი საკმარისია! აღარ გააგრძელო... -კარგი რა, ასე რატო გაბრაზდი. კარგი ბიჭია, თანაც სპორსმენია, მოგეწონება გაგაცნობ თუ გინდა. - სპორსმენია ბიჭი... - გაბრიელ, რას ლაპარაკობ ვერაფერი გავიგე ცოტა ხმამაღლა თქვი. - არა, დღეს არ გამოვა, არ გვცალია. სხვა დროს იყოს. - დღეს რამე გეგმები გვაქვს და მე არ ვიცი? - კი გვაქვს, არ დაგავიწყდეს აქაურობა დასალაგებელია. - კარგი რა, ამას ორ საათშიც დავალაგებთ. მერე? - მერე... მერე ერთ საქმეზე უნდა წავიდეთ. - ერთად? რა საქმეა? - ნუ სვამ ამდენ შეკითხვას. მიდი დროზე დალიე ჩაი და დავიწყოთ სახლის დალაგება. * * * ყველგან ქაღალდები ყრია. მაგიდაზე, პლასმასის თეფშები, ჭიქები, ერგეტიკულ სასმელების რამოდენიმე ქილა, ტელევიზორთანაც კი დევს. სამზარეულოც ძალიან არეულია. კიდევ კარგი დედაჩემმა არ ნახა. თავისი ნაჩუქარი მაგიდის სუფრა, წითელი საწებლით იყო გასვრილი. დაუჯერებელია, რომ ეს ყველაფერი ორმა ადამიანმა მოახერხა. ერთი შეხედვით სახლი, ისეთ დღეშია თითქოს და წვეულება იყო წინა ღამეს. სოფიამ, რეზინის ხელთათმანები გაიკეთა და ხელში, დიდი პარკი მოიმარჯვა, რაც ზედმეტი იყო იყო ყველაფერი, იმ პარკში ჩავყარეთ. მგონი ამდენი ნაგავი, ჩემი სახლიდან პირველად გადის. ან მე, ვერ ვხედავდი აქამდე. ისე ადაგებდა დედაჩემის დამხმარე ქალი. შემდეგ გაწმენდთ სამუშაოებზე გადავედით. სოფია, როგორც ჩანს ყველაფრით მზად ყოფილა და ყველა ის გასაწმენდი საშუალებები უყიდია, რაც საჭირო იყო სახლისთვის. სოფიამ, დივანის ბალიშები, ვერანდაზე გაიტანა და მისი წმენდა დაიწყო. მე უკვე თავბრუ დამეხვა ის, ისეთი სწრაფია, ჯერ ალბათ ერთი საათი არ გასულა და სახლში ნამდვილად სასიამოვნო სურნელი ტრიალებს. მე უკვე დავიღალე, არაფერია რო ჩამოვჯდე სოფიამ, ყველა სკამი მაგიდაზე, ზემოთ შემოდო. მალე იატაკის წმენდას იწყებს. _ მე რას ვაკეთებ? მე ვუყურებ და ყველა მის დავალებას პირნათლად ვასრულებ. ვაწვდი იმ ნივთებს, რაც საჭიროა. ვატყობ, რომ ესაც დაიღალა, მაგრამ როგორც ჩანს საქმეს სანამ ბოლომდე არ მიიყვანს დასვენებას არ აპირებს. მე მეტი აღარ შემიძლია. მაცივრიდან, ცივი ლუდი გამოვიღე და მისი დალევა გადავწყვიტე და მოულოდნელად მესმის მისი ყვირილი. * * * - რას აკეთებ? - რა იყო, რა გაყვირებს? - სამზარეულოში, ფეხსაცმლით რატომ შეხვედი? მანდ უკვე მოწმენდლია. - კარგი რა, ნუ აჭარბებ. სუფრთაა ისედაც ჩემი ფეხსაცმელები. - ხო არა? ვერ ხედავ, შენი ნაფეხურები, როგორ დაეტყო იატაკს. - კარგი მომეცი მე მოვწმინდავ. - არა, არ გინდა გაუშვი მე მივხედავ. - არა, მომეცი მე მივხედავ. - გაბრიელ! ყოჩაღ ლუდიც დააქციე. - ეგრე ნუ მიყურებ, შენი ბრალია. - ჩემი, კიდე მე ვარ დამნაშავე არა? - მე მეტი აღარ შემიძლია უკვე დავიღალე წავალ ცოტახანს ვერანდაზე დავისვენებ. იმედია იქაც... - სწორედ მიხვდი, რამოდენიმე წუთია ვერანდა გადავრეცხე. - რაც გიყურებ სულ აქ ალაგებდი და იქ როდისღა მოასწარი. მაკვირვებ პირდაპირ. - დაიჭირე! - ეს რა არის? - ტილოა ვერ ხედავ. - კიდე რამე დარჩა? - კი, წამოდი სამზარეულოში, ფანჯრებია გასაწმენდი. - არ არსებობს... მე არ გავწმენდ. - და რატო ვითომ. წამოდი, თან გასწავლო, როგორ უნდა. შენ შიგნიდან გაწმენდ მე კი გარედან. - მასე ნუ მიყურებ. - როგორ? - აი ეგრე. - რა ვქნა ფანჯრის ბრალია ის ასეთი გამჭირვალეა. მოიცადე და შენ იბნევი? თვალები სულ აგიჭრელდა. - არაფერიც, დავიღალე უბრალოდ. ავალ ცოტახანს ჩემს ოთახში, დავისვენებ. * * * მართლაც ძალიან დამღლელი ყოფილა სახლის დალაგები. ეხლა გავიგე რა ტკბილი ყოფილა დედაჩემის დამხმარე ქალის ხელი. მე კი, ვღიზიანდებოდი და თურმე, რამდენ საქმეს აკეთებენ ქალები სახლის დალაგების დროს. ქალები, ძალიან აფასებენ მის შრომას. ქალების ნერვიული სისტემა გაცილებით მშვიდია, როდესაც სახლი სრულყოფილად დალაგებულია. მტრისას თუ ახალ მოწმენდილ ოთახში ფეხსაცმელებით შეხვალ. ქალი, თავის თავს აღარ ემსგავსება და ბოლო ხმაზე იწყებს ყვირილს. ჩემს ოთახში, მთლიანად ქალის სუნამოს სურნელი ტრიალებს. აბაზანის ნახევარი, მის კრემებს უკავია. სურათიც კი დაუდევს საწოლთან. სურათში, მისი ოჯახია. ამ ფოტოზე, ისინი ყველას, ბედნიერები არიან. სარკესთან, სადაც მხოლოდ, ჩემი, რამოდენიმე სუნამო და საათი იდო. ეხლა ადგილს ვეღარ ნახავ. ყველგან მისი კოსმეიკაა. სარკის კუთხეში საკიდი დაუმატებია. მისი უამრავი სამკაული კიდია. კარადაზე ლაპარაკი ხო სულ ზედმეტია, ჩემს ტანსაცმელს, მხოლოდ ერთი თარო უკავია. ადგილი აღარ ყოფნის და სამოსის უმეტესი ნაწილი გარეთ, საკიდდზე უკიდია. ისიც მისი მოტანილია. გავგგიჟდებ ყველაფერი, როგორ და როდის მოასწრო. ოთახი, გაცილებით ნათელი გახდა ვიდრე აქამდე იყო. ორი დღე, მხოლოდ ორი დღე დარჩა და სოფია, მაკას გამოწერის შემდეგ თავის სახლში გადავა. არ ვიცი, რა განცდა უნდა დამეუფლოს. სოფიამ, ამ ერთი კვირის განმავლობაში აქაურობა შეავსო. აქამდე თუ მეგონა, რომ რომ მუქი ფერები, სიმყუროვესთვის მქონდა არჩეული, თურმე მარტოსული ვყოფილვარ. მომწონს აქაურობა, მომწონს ის ყველაფერი, რაც ახლა არის. ჩემი სახლს ბევრი ნათელი ფერი შემატა და ასე მგონია, ვეღარ შევეგუები მის გარეშე აქაურობას. ცოტახანს წამოვწექი, ყველაფერს მისი სურნელი აქვს. დიდ ხანს ვეღარ გავძელი ვგრძნობდი, რომ ვიკარგებოდი და ისევ წამოდგომა დავაპირე და სოფია, შემოვიდა ოთახში. - არ ადგე, ცოტახანს კიდევ დაისვენე თუ გინდა. მე უკვე ყველაფერი დავალაგე. უბრალოდ ბალიშების, ჩასატანად ამოვედი. * * * - არა, მე უკვე დავისვენე, მაგრამ შენ ხარ დაღლილი. მოდი შენ დაწექი ბალიშებს, მე ჩავიტან. - აუ ფეხიი! - რა მოხდა მოიტეხე? - არა, სულელო. უბრალოდ საწოლს მივარტყი. კიდევ ვერ შევეგუე აქაურობას. - კარგი მანახე აბა. ასე გტკივა? - კი ცოტა მტკივა, მაგრამ ვიცი რაც მიშველის. - თუ კიდევ იტყვი, რომ... - მიდი დაწექი. - ვერ გავიგე? - კარგი დამშვიდდი, ცოტახან ესე დავისვენოთ. თანაც ერთად უკვე გვეძენი. დაგავიწყდა? - ის შეცდომა იყო. - გაბრიელ, შენ ძალიან უკარება ხარ არაა? არადა ბავშვობაში პირიქით ძალიან თამამი და პირდაპირი იყავი. - ასე ნუ მიყურებ ვიბნევი. - კარგი რა, მოიცადე ცოტახანს დავიძინოთ მერე ავდგები და ვახშამს მოვამზადებ. * * * ამ სიტყვების შემდეგ, ხელი ჩამკიდა და ისე ჩაეძინა. მე დაძინებას მისი ყურება ვარჩიე. მისი სახე, ჩემთან ძალიან ახლოს იყო. რა ლამაზია, ძილის დროსაც რა ლამაზია. მის თმას შევეხე, ვცდილობდი მისი სურნელი კიდევ უფრო კარგად შემეგრძნო. ვხვდებოდი, რომ მასთან ერთად ვიკარგებოდი, სადღაც შორეულ წყვდიადში ვვარდებოდი, მაგრამ არაუშავს ეს ხომ ცუდი არ არის. მე ხო, არაფერს ვაშავებ ამით. არ მინდა ეს ყველაფერი მალე დასრულდეს. ხელი კიდევ უფრო მჭიდროდ მომიჭირა და წარმოსთქვამს სიტყვებს. ,,მამა. მამა არ მიმატოვო გეხვეწები.\\\" სოფიამ, ის ტრაგედია, ძალიან მძიმედ გადაიტანა და ალბათ კიდევ ვერ ივიწყებს. ეს უკვე მეორე შემთხვევა. ხმადაბლა ვუთხარი: ,,ყველაფერი კარგად არის მე აქ ვარ.\\\" არ ვიცი, ალბათ გაიგო. ამ სიტყვების შემდეგ, კიდევ უფრო ჩამეხუტა. თვალები დავხუჭე, მეც ჩამძინებია. უკვე საღამოს ექვსი საათია და ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. რატი რეკავს საინტერესოა ეხლა რა უნდა. ფთხილად წამოდგომა ვცადე და ფეხაკრეფით ვერანდაზე გავედი და რას ვხედავ... ის, უკვე კართან დგას და არამარტო ის, მთელი ჩემი სამეგობრო წრე. ეს კიდევ უფრო არ გამკვირვებია. ყველაზე მეტად ქრისტის, დანახვამ გამაკვირვა. არასდროს ჩემს სახლში არ მოსულა და თანაც ჩემს მეგობრებთან ერთად, როდის მოასწრო მათი გაცნობა საინტერესოა. ხელით ვანიშნე, რომ რომ ჩავიდოდი და სოფიას გაღვიძება დავაპირე. * * * - ძვირფასო, უნდა გაიღვიძო. ჩემთან მეგობრები მოვიდნენ. - აუ კარგი რა, მოდი ცოტახანს ისევ დავიძინოთ. ხელს ისევ ისე, ძლიერად მკიდებს და წასვლის საშუალებას არ მაძლევს. მე კი, ისევ მის გამოფხიზლებას ვცდილობ. რო ვხედავდი, რომ არაფერმა გაჭრა. ოთახში, საყვირი მაქვს, ის თომასია და უკვე, რამდენი ხანია აქ მიდევს. ერთი მისი ჩაბერვა და სოფიას წამოხტომაც ერთი იყო. - რა ჯანდაბაა? - აბა სხვანაირად არ დგებოდი. მიდი გამოფხიზლდი და ნორმარულად ჩაიცვი. - რა ხდება? - ვერ გაიგე წეღან რა გითხარი? - რას გავიგებდი, ისედაც ამ რაღაცამ... მართლა რა არის ეს? მგონი სასმენი მილი დამიზიანდა, არაფერი მესმის. - არაუშავს, მალე გაიგებ. კარგი, მიდი გელოდბი. იცოდე ნორმარულად ჩაიცვი. - კარგი ხო, გავიგე. * * * კარების გაღება და ყველას ერთდროულად შემოცვენა ერთი იყო. ყველაზე ბოლოს ქრისტი, შემოვიდა. ამან ჯერ კიდევ არ იცის, რომ მე ყოველთვის მასზე ერთი ნაბიჯით წინ ვიქნები. არ ვიცი გუგამ, ამდენი ტალახი სად იპოვა, მაგრამ სოფიას, მოწმენდილი იატაკი, რამოდენიმე წუთში განადგურდა. რატიმ, ფეხები ეგრევე ზემოთ მაგიდაზე შემოდო. აი, ყველაზე მოწესრიგებული კი, მელანოა. მიხვდა, რომ სახლი დალაგებული იყო და რატის ჩხუბი დაუწყო ფეხები კი ჩამოალაგებინა მაგიდიდან. ბიჭებს, ეგრევე დაუწყო წესრიგზე საუბარი. არა რა ქალების, ეხლა მესმის. ქრისტი, კუთხეში დგას და თითქოს თვალებით კიდევ სხვას ეძებს. ყველაფერი გასაგებია, რადგან სოფიაზე, უკვე ყველაფერი იცის. ისიც უკვე ეცოდინება, რომ ჩემთან ცხოვრობს. ქრისტი გვერდზე გავიყვანე და ვეკითხები. * * * - აქ რას აკეთებ? - რატი, შემთხვევით გავიცანი ჩვენთან ოფისში იყო მოსული, შენ გეძებდა. მან კი, შეომთავაზა აქ წამოვსულიყავი. მითხრა, რომ უქმე დღეს ერთად ატარებთ დროს. - კი ბრატ, მე წამოვიყვანე. ძაან ჯიგარი გოგოა, თანაც, რომ მითხრა მისი შეყვარებული ვარო... - ვინ ვარო? - ყველას მოგესალებით! როგორ ხარ? - ვაა სოფიაც, აქ ყოფილა. კარგად შენ? თავს როგორ გრძნობ მის შემდეგ, რაც კანიბალებს თავი დავაღწიეთ. - კარგად ვარ რატი, თქვენ როგორ ხართ? - გამარჯობა, მე ქრისტი ვარ. ალბათ გაბრიელი, ჩემზეც მოგიყვებოდათ. - არა არ მოუყოლი, მაგრამ ახლახანს გავიგე, რომ მისი შეყვარებული ხარ, სასიამოვნოა. მე წავალ ვახშამს მოვამზადებ. - სოფია! - რა გინდა გაბრიელ? - ქრისტი, არ არის ჩემი შეყვარებული. - მე რატო მიხსნი ამ ყველაფერს? - სოფია მე დაგეხმარები. - მოდი მელანო, როგორ ხარ, როგორ მიდის შენი საქმეები? - არ მკითხო, როგორც იქნა ის კლიანტი, საფრანგეთში გაფრინდა და ორი დღეა, რაც ვისვენებ. თქვენ რას შვრებით? შევამჩნიე აქაურობა დაგილაგებიათ. მომწონს, ძალიან ლამაზია. - მეც მომწონს. ეხლა ხვდები, რამდენი ხანი უცხოვრია თქვენს მეგობარს, ბნელ ფერებში? - ჩვენც ხშირად ამას ვეუბნებოდით, მაგრამ როგორც ჩანს მხოლოდ შენ შეძელი მისი დარწმუნება. - საინტერესოა მისი შეყვარებულმა, რატომ ვერ შეძლო. - ნუ მიაქცევ მაგას ყურადღებას. მეც დიდად არ მომწონს ეგ გოგო და იმედია მალე დაშორდება, თანაც არ ეტყობათ, რომ ერთად არიან. მგონია, რომ ეს გოგო იგონებს რაღაცას. - არ მაინტერესებს. - მე მაინც ვერ გამომაპარებ. იცოდე ქალი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ გაბრიელი, ძალიან მოგწონს და ეხლა ეჭვიანობისგან სკდები. - მეეე? რა სასცილოაა. - თავიდან გაბრიელთან, რომ მოვედი იმ ღამესვე, გავიფიქრე , რომ ერთად იქნებოდის. მართალია წინ ძალიან რთული დღეების გადატანა მოგიწევთ, მაგრამ... - კარგი საკმარისია, არაფრის მოსმენა აღარ მინდა, ისედაც ერთი დღეც და აქედან გადავალ. * * * სახლში სრული ქაოსია. რატი, თავის ამერიკულ ამბებს ყვება, გუგაც ჩუმადაა და არ აძლევს საშუალებას რამე თქვას. მელანო და სოფია, ისევ სამზარეულოში არიან საუბრობენ, საინტერესოა რაზე. ქრისტი კი, ჩემს გვერდით ზის და ხელს არ მიშვებს. ბევრჯერ ვცედე მისი გაშვება, მაგრამ ის იგივეს იმეოებდა. გოგოებმა, ვახშამი უკვე მოამზადეს. ყველანი ერთ სუფრას მივუსხედით. საბოოლოდ ყველამ მოილხინა. რატიმ იმდენი სურათი გადაიღო. ყოველ მეორე წუთში ამბობდა, აი ეს მომენტი უნდა დავაფიქსიტო აი ესაცო. უკვე ძალიან დამღალა და ტელეფონი გამოვართვი. სანამ არ წავიდა არ დავუბრუნე. გაბუსული იჯდა, ხელის გულები ეფხანებოდა ხელში, რომ არაფერი ეჭირა. მელანოს თავის ტელეფონს სთხოვდა, მაგრამ არც მაგისი უფლება არ მივეცით. * * * - ყველაფერი ძალიან გემრიელი გამოვიდა. მზარეული ხარ? - არა ქრისტი მზარეული არ ვარ. ძალიან კურტურულ ოჯახში გავიზარდე. დედა, ბავშვობიდან, მასწავლიდა საჭმელების მომზადებას. - რა დასანანია, რომ გაგიჯდა. - გაჩუმდი. - არაფერია გაბრიელ, ვუპასუხებ. დედაჩემი, გიჟი არ არის. ის უბრალოდ მამას, გარდაცვალების შემდეგ სტრესშია. - ძალიან ვწუხვარ. - მადლობა მელანო. - მგონი უკვე დროა დავიშალოთ. - ძვირფასო, სახლში წამიყვან? თან მანამდე ჩვენს საყვარელ ადგილას წავიდეთ. - არ შემიძლია. რატი, შეგიძლია ქრისტი სახლამდე მიიყვანო? - რა პრობლემაა, მიდი ჩახტი! - ვერ გავიგე? - ძვირფასო მე გეტყვი. რატის, ლექსიონით, ჩახტი მანქანაში ჩაჯექის ნიშნავს. - მადლობა გუგა. წასვლამდე ქრისტი სოფიასთან მივიდა არ ვიცი რა უთხრა, მარგამ რამოდენიმე წუთი, ეზოში, ვერანდასთან გაჩერდნენ. - იმედია ეს დღეეები მალე დასრულდება. - ვერ გავიგე? - რა ვერ გაიგე, მალე უნდა მოშორდე ჩემს შეყვარებულს. - რომელ შეყვარებულზე საუბრობ? იმაზე, რომელიც ზედაც არ გიყურებს. - ჩვენ უკვე ერთი წელია ერთად ვართ, შენს გამოჩენემ კი, ყველაფერი გააფუჭა. - მე მასე არ ვფიქრობ. - შენი ნებით თუ არ გაქრები, მაშინ ამაზე მე ვიზრუნებ. - არამგონია, რამემ გაჭრას. ადამიანს, რომელსაც არ უყვარხარ, არამგონია ის, დიდ ხანს დარჩეს შენთან. - მაგასაც ვნახავთ. - ვნახოთ. * * * ყველას წასვლის შემდეგ სოფიამ, მაგიდის ალაგება და ჭურჭლის რეცხვა დაიწყო. ძალიან ჩუმად არის, ჩემთან საუბარი არ სურს. ალბათ ნახევარ საათში უკვე ყველაფერი დაალაგა და ყავის მომზადება დაიწყო, რომ ვუთხარი მეც მინდათქო, უპასუხოთ, მეორე ფინჯანიც გამოიღო კარადიდან და უხეშად დადგა მაგიდაზე. ყავა დაასხა და თვითონ სამზარეულოს მაგიდაზე ჩამოჯდა. ეს ჩვევად აქვს, როცა ყავას სვავს ნერვებს იმშვიდებ. არ ვიცი, რატო, მაგრამ ქრისტისთან, საუბრის შემდეგ ძალიან გაბრაზებულია. ხმას არ იღებს, მაგრამ თუ რამეს აკეთებს სიბრაზით და ძალიან ხმაურით. მიუახლოვდი, თავი გვერდზე გაწია, ზედაც არ მიყურებს. * * * - სოფია შემომხედე. - რა გინდა რა? - ჩემზე გაბრაზებული ხარ? - შენზე, რატო უნდა ვიყო გაბრაზებული. - რავიცი იქნებ, იმიტომ, რომ დალაგებული სახლი ისევ ისეთ დღეშია. - იდიოტი ხარ? მართლა გგონია, რომ მაგაზე ვარ გაბრაზებული, თანაც საერთო არ ვარ გაბრაზებული. - აბა სახეში, რატომ არ მიყურებ? - არ ვიცი, იქნებ, იმიტომ რომ შენი შეყვარებული იეჭვიანებს. - მისმინე ქრისტი, არ არის ჩემი შეყვარებული. ადრე იყო, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს მანამდე დავშორდით სანამ შენ გამოჩნდებოდი. - ამას მე რატო მიხსნი? - იმიტომ, რომ ეჭვიანობ. - უკვე მეორედ მესმის ეს. მგონი ყველამ ერთდროულად გააფრინეთ არა? მე შენზე, რატომ უნდა ვიეჭვიანო. - არ ვიცი, იქნებ იმიტომ, რომ შენც მოგწონვარ. - რა სისულელეა. გაბრიელ, გამატარე ძალიან გთხოვ. - არა არ გაგიშვებ. - გამატარე მეთქი! რას აკეთე? - გეხუტები! სოფია, მე უკვე გიპოვე და შენს გაშვებას აღარ ვაპირებ. - კარგი, მაგრამ ტელეფონი გირეკავს. - მე ამ ზარს ვიპასუხებ, მაგრამ ამასობაში შენ, არსად არ წახვალ. - კარგი, კარგი, არსად არ მივდივარ აქ ვარ. - ბედნიერი ვარ! - რა გაყვირებ, გაგიჟდი. - კი გავგიჟდი შენ გამაგიჯე. - გაბრიელ ზარია. * * * სოფია, ისე მიყურებდა ისეთი თვალებით. მისმა ჩახუტებამ სულ გადამავიწყა, რომ ტელეფონზე მირეკავდნენ. თომას ზარს ველოდებოდი, როგორც წესი უცხო ნომრიდან თომა, მირეკავს თუ საქმე სერიოზულ პრობლემას ეხება. მართალია გული კარგს არ მიგრძნობს, მაგრამ მაინც ვუპასუხე ზარს. სოფია, ბედნიერი სახით მიყურებს და ეხლა რაც არ უნდა მოხდეს არამგონია დავითრგუნო. * * * - გისმენთ. - გამარჯობა გაბრიელ. - ამჯერად რომელი ხართ? - ამჯერად, თავად ბატონი ვახტანგი გირეკავს. დეტექტივო, სიყვარულმა მგონი უკვე დაგაბნიათ და სათვალავიც აგრევიათ. - რას გულისხმობთ? - ქალბატონი მაკა, ჩემს ხელშია და აბა კიდე გამოიცანი ვინ არის აქ? - რა გამოცანებით მელაპარაკები, პირდაპირ მითხარი რისი თქმა გინდა? - შენი მეწყვილე, თომაც აქ არიას. ეხლა კი, აირჩიე პირველი, რომელი მოკვდება. შენი საყვარელი ქალბატონის დედიკო, ქალბატონი მაკა, თუ შენი მეგობარი, და საქმის უბადლოდ შემსრულებელი, შენი მონად მორჩილი თომა?
გაგრძელება იქნება!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მოხარული ვარ, რომ მოგეწონათ. მოხარული ვარ, რომ მოგეწონათ.
1. ეს ნაწილი კარგია.
ეს ნაწილი კარგია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|