ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
1 მაისი, 2019


ჩემი პროფესია

                                          ნაწილი მეათე
- სად ხარ? სადაც მეტყვი იქ მოვალ.
- მშვიდად დეტექტივო! მოვლენებს წინ ნუ უსწრებთ. ეხლა მთავარია სოფიას, კარგად მიხედე. არავითარ შემთხევაში არ უნდა გაიგოს, რომ მაკა ჩემთან ერთადაა.
- რის მიღწევას ცდილობ? რა გინდა მისი ოჯახისგან?
- მაკას, ჩემი ვალი აქვთ დასაბრუნებელი.
- რა ვალი?
- დეტექტივო, მეტი კითხვა აღარ არის საჭირო...
*  *  *
  ადამიანები, ყოველდღე ებრძვიან წარსულში დაშვებულ შეცდომებს. ცდილობენ მის გადაფარვას, თუმცა რაც დრო გადის უფრო და უფრო, გვახსენებს თავს. მაკას, წარსულიც ასეთია. ყოველდღე საკუთარ თავს ებრძოდა, ცდილობდა ის დღეები დაევიწყებინა, როდესაც ქმარს უღალატა, თუმცა ეს დღემე ვერ შეძლო. ვახტანგი და გივი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, ბიზნესოპანტნიორებიც კი. ვახტანგი, ძალიან ნიჭიერი იყო და ამიტომ თავიდან ბიზნესის წამოწყებაში თავად ვახტანგი დაეხმარა, როდესაც გივის ორი წლით სხვა ქვეყანაში მოუწია წასვლა სოფია და მაკა ვახტანგს ჩააბარა უთხრა, რომ მის ჩამოსვლამდე კარგად მიეხედა მათთვის. მეგობრები, ერთმანეთს მეტისმეტადაც კარგად ენდობოდნენ და არასდროს ცუდი არ გაუფიქრებიათ ერთმანეთზე. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. ვახტანგი, ისე ექცეოდა მათ, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს. დილა საუზმით იწყებოდა. სოფია, ძალიან პატარა იყო და საჩუქრებით მუდმივად ანებივრებდა, ვახშმად კი ლანჩზე რესტორანში ეპატიჟებოდა. ბავშვს, ძიძა უპოვა, რადგან მაკას მეტი თავისუფალი დრო ჰქონოდა. ერთმა დღემ კი, საბედისწეროდ შეცვალა ყველაფერი. მოხდა ისეთი რამ რაც არ უნდა მომხდარიყო. ხანგძლივი დღეების შემდეგ ვახტანგი, მაკას სიყვარულში გამოუტყდა. მაკა, იმ დროს სიყვარულს და სითბოს მოკლებული ქალი იყო ცდუნებამ ვერ გაუძლო და მასთან ერთად გადაწყვიტა გაპარვა, როცა უკვე გივი, მივლინებიდან ქალაქში დაბრუნდა, მას ისევ ქმრის ნახვა უნდოდა და უკან სახლში დაბრუნდა. სასიყვარულო სამკუთხედმა, რომელმაც ორი მეგობრის ურთიერთობა გაანადგურა. წლები ისე გადიოდა, ვერც ვახტანგი უბედავდა რამის თქმას და ვერც მაკა. საბოოლოდ კი, თქვენც ხედავათ ეხლა რა მდგომარეობაა. ვახტანგის ზარმა კიდევ უფრო შემაშინა ვუყურებ სოფიას, ძალიან ბედნიერია, რადგან ხვალ დედას, საავადმყოფოდან გამოიყვანს და როგორც იქნა ნორმარულად იცხოვრებენ. ტელეფონზე საუბარი დავასრულე თუ არა, ჩემთან გამოიქცა კინოში წასვლა შემომთავაზა უკვე გვიანი იყო და ვუთხარი, რომ სახლში დარჩენა აჯობებდა. ხელი ძლიერ ჩამკიდე და მეუბნება. _ ხელი არასოდეს გამიშვა. დამპირდი, რომ ყოველთვის დამიცავ და არავის მისცემ ჩემი სიკვდილის უფლებას. მისი ხელები ჩემს სახესთან ახლოს მივიტანე ვაკოცე და ვუთხარი: _ გპირდები, რომ შენ ჩემს გვერდით არაფერი დაგიშავდება. დამშვიდებული და კმაყოფილი ღიმილი, მის თეთრ სახეს, არ შორდებოდა მიყურებდა, კიდევ უფრო ბრიალა თვალები და მეუბნებოდნენ, რომ არ შევმცდარვარ მის არჩევანში. ეხლა უფრო დარწმუნებული ვარ, რომ უნდა დავიცვა მაკა და ჩემი მეწყვილე იმ ადამიანისგან ვინც ძალიან გამწარებულია და ყველაფერზე წამსვლელია. უკვე გვიანია, სოფიამ დაიძინა. მე კი თომას ზარს კვლავ ველოდები. სამუშაო ოთახში ვარ და ვცდილობ მოვიძიო ყველაფერი ვახტანგის წარსულზე. ვეძებ რამე ხელმოსაკიდ მასალას, რაც ვახტანგს,  ძალიან დაასუსტებს და უკან დაახევინებს. საქმეს კიდევ ერთხელ თავიდან გავეცანი და მივხვდი, რომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამომრჩა. ვახტანგს შვილი ჰყავს, თუმცა მისი ვინაობის შესახებ არავინ არაფერი იცის. ერთი შეხედვით ეტყობა, რომ შვილის გამოჩენის ძალიან ეშინია. მას უკვე ძალიან ბევრი მტერი ჰყავს და ეშინია, რომ მას რამეს დაუშავებენ. უკვე დაძინებას ვაპირებდი და ჩემთან მამაჩემი მოვიდა. ბაბუასთვის, მომვლელი დაუქირავებიათ, თვთონ კი, ქალაქში დაბრუნდა. ვერ ვტყვი, რომ მამა მშვიდად იყო ერთი შეხედვით, ეტყობა, რომ ძალიან აფორიაქებულია. უხმოდ შემოვიდა და იქვე კუთხეში სკამზე ჩამოჯდა. ხანგძლივი დუმილის შემდეგ მე ვეკითხები:
*  *  *
- მამა, დალევ რამეს?
- არა, არაფერი მინდა. აქ, ცოტახნიტ ვარ. უფრო ადრეც მოვიდოდი, მაგრამ ქალაქში გვიან დავბრუნდი.
- მამა, ვიცი აქ რისთვისაც მოხვედი.
- თუ იცი აქ რისთვისაც მოვედი, ალბათ ისიც უნდა გცოდნოდა, რომ მე კი არა, შენ უნდა მოდიოდე სახლში და დედაშენს ბოდიშს უხდიდე.
- სერიოზულად? მამა, მე დედას ბოდიშს არ მოვუხდი.  ის ჩემს საქმეში ჩაერია შენც ხო იცი რამდენჯერ გავაფთხილე.
- შვილო, მე იმაზე კი არ ვარ აქ, რომ შენს პროფესიაზე ვისაუბრო. მე აქ მოვედი, როგორც შენი მშობელი მამა. დედაშენი, აქედან გააგდე. ეს საქციელი კი ჩვენს ოჯახს არ შეგვეფერება. შენ, ისე გაგზარდეთ, რომ შენგან ამას არ ვიმსახურებდით.
- მამა, ხო იცი, რომ მეც ბევრჯერ დავთმე ძალიან ზედმეტი მოუვიდა და ამიტომ მოვიქეცი ასე.
- ხოდა ადგები და ბოდიშს მოუხდი.
- მეე? მე რატო უნდა მოვუხადო ბოდიში?
- ეხლა მე წავალ და იცოდე, ხვალ სახლში გელოდები.
*  *  *
  საუბრის დასრულება არც დამაცადა ისე გაიხურა კარები და წავიდა. მამა, ასეთი გაბრაზებული პირველად ვნახე. მიუხედავად ჩვენი ჩხუბისა მამა, მაინც ჩემს მხარს იჭერდა, მაგრამ ახლა პირიქით მოხდა. ვიცი მეც ზედმეტი მომივიდა, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც სოფია, სახლში აღარ დამხვდა. სიბრაზე ძლიან მომაწვა და სწორედ ამიტომ მოვიქეცი ასე.  მამა თვლის, რომ არასწორად მოვიქეცი. სანამ თომა, დარეკავდა სოფიას, კიდევ ერთხელ დავხედე ტბილად ეძინა და ამან დამამშვიდა. ალბათ გათენებამდე ველოდებოდი მის ზარს, მაგრამ ჩამძინებია. დილით 6 საათზე მოულოდნელმა ხმამ გამაღვიძა. ტელეფონზე თომას შეტყობინაბა დამხვდა. ,, ძმაო, დარეკვას ვეღარ შევძლებ. ახლა უფრო დიდი სიფთხილე გვამრთებს. ყელაფერს ისე გავაკეთებ, როგორც დავგეგმეთ. მარი, თუ მიკითხავს, უთხარი, რომ კარგად ვარ და მალე დავბრუნდები.\\\" შეტყობინება სწრაფად ჩავიკითხე და იმ ნომერზე დარეკვა ვცადე, მაგრამ თომა, იმაზე მალე ანაგდურებს ნომერს ვიდრე ამას სხვები გაიგებენ. ნახევარი საათიც კი არ ყოფილა გასული და კარებზე, ძლიერი დაკაკუნების ხმა იყო. ზარს გაუჩერებლივ რეკავს, არ ჩერდება. ამ ხმაზე სოფიასაც, გაეღვიძა და ქვემოთ ჩამოვიდა. მხოლოდ ჩემი მაისური ეცვა და თმას საშინლად გაწეწილი ჰქონდა. კარები გავაღე თუ არა მარი, ტყვიასავით შემოვარდა სახლში. ეგრევე ჩემსკენ წამოიწია და ყვირილი დაიწყო.
*  *  *
- სად არის ჩემი ქმარი? ეხლა ყველაფერი გასაგებია. თომამ, ოჯახი მიატოვა, ცოლი მიატოვა, შვილი მიატოვა, შენს საქმეებზე დარბის. შენ კი, ამ დროს რადღეში ხარ. სახლში ნაშები გყავს და არც გიფიქრია ამ დროს ჩვენ, როგორ ვათენებთ ღამეებს.
- მარი, დამშვიდდი ძალიან გთხოვ. მოდი ჩამოჯექი, წყალი დალიე და ყველაფერს მოგიყვები.
- რა უნდა მომიყვე, რაა? რაც ახალი საქმე დაიწყეთ თომა, თითქმის სახლში არც მოსულა. სულ რაღაცას იმიზეზებს, რომ სახლიდან გავიდეს. ერთხელაც ისე წავიდა, ვერაფერი გავიგე, რომ გავიღვიძე სახლში არ დამხვდა. გაბის, კბლები ამოსდის, სიცსხეს ვერ ვუგდებთ და რამდენი დღეა თომას, ველოდებით, რომ ექიმთან მისულიყო.
- მე ვიცი, რომ მიდიოდა.
- ვინ ხარ შენ, საიდან იცი? გაბრიელ, ვინ არის ეს ქალი?
- სოფია, გაჩუმდი ძალიან გთხოვ. მიდი ჩაი აგვიდუღე და ჩვენ ამასობაში ვისაუბრებთ.
- ძალიან გთხოვ, მითხარი რა ხდება, თორე უკვე გავაფრენ. ეხლაც გაბი, დედაჩემს ჩავაბარე ცოტახნით.
- მართალია ახლა თომა, ჩემი დავალებით არის წასული, მაგრამ გპირდები მალე, ჩამოვაშორებ ამ საქმეს.
- დამალაპარაკე, მისი ხმის გაგონება მინდა.
- ახლა ვერ დაგალაპარაკებ, მაგრამ დილით მომწერა, რომ კარგად არის და მალე დაბრუნდება.
- ჩაი მოგიტანეთ. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ დამერწმუნეთ მალე თომა, სახლში იქნება. მე სოფია ვარ გაბრელი, არაფერშია დამნაშავე. ყველაფერი ჩემს გამო ხდება. ბიჭები, ამ არეულობაში მე გავრია და გპირდებით მალე ყველაფერი დასრულდება.
- გაბრიელ, რას ამბობს ეს ქალი? ღმერთო, სად არის ჩემი ქმარი!
- მარი, გპირდები თომა, მალე სახლში იქნება.
-  აი, დედაჩემიც მირეკავს გაბის, ვერ აწყნარებს. ეს ბავშვიც, ძალიან ნერვიული გახდა. მამამის, გულზე უფრო მშვიდად ეძინა. ახლა კი, რამოდენიმე დღეა წესივრად არც ძინავს. პატარაა, მაგრამ უკვე გრძნოს, რომ ყველაფერი ისე კარგად აღარ არის.
*  *  *
    ჩემს სახლში, საშინელი ქაოსი დილიდან დაიწყო. მარი, ძალიან განერვიულებული, სახლში მომივარდა. სოფიამაც დაუმატა და გმირივით, ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო. მის სიტყვებმა მარი, კიდევ უფრო გაანერვიულა. ბოლოს კი, ისევ გაბის ტირილმა სახლში დააბრუნა. ბაბუაჩემი, ამბობდა:_,,დღეს, რაც უფრო ადრე დაიწყებ, მით უფრო ნაყოფიერი დღე გექნებაო.\\\" არ ვიცი, ამ შემთხვევაში, როგორ იქნება, მაგრამ სოფიამ, სამზადისი უკვე დაიწყო. ყველაფრის მიუხედავად ძალიან ბედნიერია, რადგან გონია, რომ დღეს მაკას, საავადმყოფოდან გაიყვანს და უფრო მეტად იპრანჭება. აბანოში ალბათ საათი და ოცი წუთი გაატარა. გამოვიდა და სახის მოვლა დაიწყო. სახეზე, თეთრი ფერის ნიღაბი ედო. სამზარეულოში, რომ შემოვიდა ვაღიარებ შემეშინდა. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ყავას ვსვავდი და ჭიქა, ხელიდან გამივარდა. ამ მოქმედებაზე სოფიამ, გულიანად იცინა.  სამზარეოლოზე ჩამოჯდა და ჩახლეჩილი ხმით მეძახის.
*  *  *
- გამარჯბა გაბრიელ! მე შენი მოუშორებელი პრობლემა ვარ.
- კარგი საკმარისია, ჩემზე უკვე აღარ მოქმედებს.
- მოიწიე, რაღაც უნდა გითხრა.
- მიდი გისმენ, რა გინდა?
- მოდი უნდა გაკოცო.
- არ გაბედო! წადი სახე დაიბანე.
- ნუ გეშინია ნიღაბი, უკვე მშრალია.
- სოფია, ნუ ცდილობ ჩემს გამოწვევას. თორე ხო იცი, რისი გამკეთებელიც ვარ.
- ერთ საათში, მე უკვე მზად ვიქნები მიდი შენც გაემზადე და საავადმყოფოში წავიდეთ.
- დღეს არ გამოვა.
- რას ქვია არ გამოვა?
- დღეს, ერთერთი ექთანის, დაბადების დღე ყოფილა. მაკას, ძალიან ჰყვარებია ის ქალი და გვთხოვა, რომ კიდევ ერთი დღით დაგვეტოვებინა. მე დავთანხმდი. ნუ ნერვიულობ მაკა, კარგად არის.
- რა ქვია დღესაც დავტოვოთო. მაკა, ბავშვი კი არ არის.
- მართლა კარგად არის. თანაც დღევანდელი დღე, უკვე დავგეგმე. მე და შენ ერთ ადგილას წავალთ.
*  *  *
  სოფას, ამ სიტყვების გაგონების შემდეგ ყველაფერი დაავიწყდა. მართალია დედაზე, ფიქრი კიდევ არ შეუწყვეტავს, მაგრამ მაინც დამშვიდდა, რადგან მე ვუთხარი, რომ ის კარგად არის. მაკა, თომას ხელში მართლაც კარგად იქნება. თომას, ნიშანის შემდგომ მოქმედებას დავიწყებთ და იმედია ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც დავგეგმეთ. იქამდე კი, ვეცდები სოფიას, ყურადღება გადავატანინო. ძალიან სწრაფად ჩაიცვა და მზად ყოფნაში კარებთან დადგა. დაახლოებით ისე, როგორც მისი ოთხფეხა მეგობარი, ელოდება სასეირნოდ გასვლამდე. ძალიან საყვარელია, ზედმეტადაც კი, როგორ შეიძლება უყურებდე და არ გეღიმებოდეს მის საქციელებზე. ამ ხნის განმავლობაში, მისი მომზადება, საათობით გრძელდებოდა. ეხლა კი, როდესაც მე ვუთხარი, წამოდი წავიდეთ. ის უკვე 10 წუთში მზად იყო. ეცვა ფერადი კაბა, ერთი შეხედვით გაზაფხულს ჰგავდა. თმა მანდილით ჰქონდა შეკრული. პატარა ზურგ ჩანთა მოიკიხა და ხელში ტელეფონი მოიმარჯვა, მეორე ხელი კი, მე გამომიწოდა და თვალებით მანიშნა. _ წავიდეთ! მე არც მიყოყნამია ხელი ჩავკიდე და მანქანამდე ასე მივედით. მანქანის კარი გაუღე და ბედნიერი ღიმილით, მადლობა გადამიხადა. მთელი გზა, უყურებდა გაყვავებულ ხეებს და იღიმოდა, შემდეგ ისევ მე შემომხედავდა. ასე გრძელდებოდა მთელი გზა. ინტერესით კვდება უკვე, რამოდენიმეჯერ მკითხა: _ სად მივდივართ? მე კი, ვცდილობ კითხვა თავიდან ავირიდო და სიუპრიზი ბოლომდე გამოვიდეს. უკვე მოვედით ეს ადგილი მე მისთვიდ ძალიან დიდი ხნის წინ ვიპოვე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სკოლაში ვსავლობდი. ჩვენს კლასში ერთი გოგონა, გადმოვიდა სასწავლებლად. მასაც მწვანე თვალები ჰქონდა. ჩავთვალე, რომ დაბრუნდა და მისთვის ადგილის მოძებნა დავიწყე. მაშინ მეშვიდე კლასში ვიყავი და ამ ადგილსაც სწორედ მაშინ მოვაგენი. რამოდენიმე დღეში ის გოგონაც, აჩრდილივით გაქრა და ისევ მარტო დავრჩით მე და ჩემი ფიქრები. ასეთი ადგილები კიდევ ბევრია, ეს ჯერ დასაწყილია. ეს კოშკი, ჩვენი ქალაქიდან მოშორებით არის. მისი სიმაღლე 30 მეტრაა, რაც დაახლოებით ათ სართულს უდრის. ეს კოშკი წლების წინ მეომრებმა ააშენეს, რათა ომიანობის დროს დაეცვათ ქალები და ბავშვები. სამწუხაროდ მეტი ისტორია ამ კოშკის შესახებ არ ვიცი, თუმცა აქ ერთი კაცია, ვინც აქაურობას ალაგებს და ყურადღებას აქცევს. ირგვლივ მიმოვიხედე, თუმცა ვერავინ დავინახე. კოშკის ბოლომდე ვიწრო კიბეებია, ცოტა რთული ასასვლელია, მაგრამ სოფიას, დიდი ინტერესის მიუხედავად, მაინც ავედით ბოლომდე. კოშკის ბოლოდან, საოცარი ხედი იშლება. ჩვენი ქალაქი სიმწვანეშია ჩაფლული, ყველა ხეს გაუხარია. სოფიას, სახე  ორმაგად გაბრწყინებულია. ხელები გაშალა, ცდილობს ეს სილამაზე ბოლომდე შეიგრძნოს. მოაჯირს ხელი მოკიდა და ცდილობს ქვემოდ გადახედვას თანაც ეშინია, მაგრამ ბედნიერია. სოფია, თავს ყველაზე მეტად მაშინ გრძნობს, როცა ის მაღალ სიმაღლეზეა. სოფია, მოულოდნელად გამოიქცა და  მთელი ძალით ჩამეხუტა. ხელებს, ისე მჭიდროდ მკიდებს, თითქოს და სადმე წასვლას ვაპირებდი.
*  *  *
- მადლობა! ძალიან დიდი მადლობა!
- მიხარია, რომ მოგეწონა.
  მისი სურნელი, კიდევ უფრო ახლოდან ვიგრძენი. მინდოდა დრო გაჩერებულიყო. ისე ძლიერ მეხუტებოდა კიდევ უფრო ჩამეხუტა, როდესაც მეც მოვხვიე ხელები წელზე. ჩურჩულით, ხმადაბლა თქვა: _ ეხლა მზად ვარ მოვკვდე. მე კი ვუპასუხე ჩემთან ერთად შენ, არასდროს მოკვდები. სახე ჩემთან ახლოს მოიტანა, მეგონა, რომ ცდუნებას ვერ გავუძლებდი და ვაკოცებდი, მაგრამ თვითონვე გაიწია და საუბარის თემა შეცვალა.
- ეს ადგილი, როდის იპოვე?
- მაშინ, მე მეცხრე კლასში ვიყავი. სისულელეაა არ მოვყვები.
- არა მოიყევი მანტერესებს.
- მაშინ ჩემს კლასში ერთი გოგონა, გადმოვიდა შენ გგავდა ძალიან.
- რას იტყვი, როდესაც გეტყვი, რომ მაშინ ის გოგონაც მე ვიყავი.
- მეხუმრები არა? თქვი, რომ მეხუმრები.
- არა, სერიოზულად გეუბნები. დედამ, რომ გაიგო დუმბაძე ჩემს კლასში სწავლობდა, მალევე სხვაგან გადამიყვანა.
- რატო არაფერი მითხარი?
- რა უნდა მეთქვა. დამინახავდი თუ არა გეგონება მოჩვენება ვიყავი გარბოდი.
- კარგი ნუ იცინი. მაშინ მე, ძალიან პატარა ვიყავი.
- კარგი ხო, აღარ გავიცინებ, მაგრამ მაშინ ძალიან სასცილო იყავი.
- დედაშენმა, ჩემს გამო გადაგიყვანა სხვა სკოლაში. კი, მაგრამ რატო?
- არ ვიცი, თვლიდა, რომ შენთვის საფთხეს წამოვადგენდი და ხო ხედავ მართალიც აღმოჩნდა.
- გამოდის, რომ ჩვენ ყოველთვის ერთმანეთთან ახლოს ვიყავით?
- ნამდვილად. არც იმ ღამეს არ მოგჩვენებივარ, როდესაც რატი, გააცილეთ. შენ მაშინ ძალიან მთვრალი იყავი მე კი უბანში განმარტოება და გასეირნება გადავწყვიტე. შენ ყვირილი დაიწყე, ჩემსკენ გამოიქეცი. რატი, გეუბნებოდა, რომ უბრალოდ მოგეჩვენა. მე კი, ამასობაში მანქანით მეგობარმა, მომაკითხა და წავედი.
- ვინ მეგობამა? ბიჭი იყო თუ გოგო?
- ხუმრობ არა. ამდენი რამე მოგიყევი და შენ, მაინც ის გაინტერესებს მეგობარი, ბიჭი იყო თუ გოგო.
- ხო, რავიცი...
- კარგი ხო, ჩემი მეგობარი გოგო იყო.
- უბრალოდ დავინტერესდი...
- ვიცი არ გინდა აღიარო, მაგრამ მე ხო ვიცი, რომ იეჭვვიანე.
- გცივა? მოდი ჩემს მოსაცმელს მოგცემს.
- ეხლა ყველაფერი ზუსტად ისე ხდება, როგორც ფილმებში.
- გეთანხმები, მაგრამ ფილმში ეს დღე სხვანაირად დასრულდებოდა.
- როგორ?
- მაგას მერე გეტყვი. წამოდი ეხლა წავიდეთ. უკვე ქარი უბერავს და შეიძლება გაცივდე.
*  *  *
  სოფია, ცნობისმეყვარეობისგან რამის გასკდა. გამელებით მიყურება და ელოდებოდა ჩემგან, რომ კიდევ რამეს ვეტყოდი. წამოსვლისას სოფიამ, ისევ ხელები გაშალა, ღრმად ჩაისუნთქა და ბუნებას უთხრა: _ ,,ო რა ლამაზი ხარ ჩემო ქალაქო!\\\" კიბეებზე ისე სწრაფად ჩაირბინა, გეგონებოდა სადმე ეჩქარებოდა. მე ვაფთხილებდი, რომ ძალიან ვიწრო კიბეებია და შეიძლება რამე დაიშავოს, მაგრამ ვინ მისმენს აკეთებს იმას, რაც უნდა. ჩამოსვლისას კოშკის დარაჯი შემხვდა და ხელში პატარა ფურცლის ნაგლეჟი გადმომცა და მითხრა, რომ ჩემთვის იყო. გამოვართვი და მადლობაც გადავუხადე. ვეცადე, რომ სოფიას არაფერი შემემჩნია და სწრაფად ხელი მოვკიდე და დავიყვირე.
*  *  *
- გავიქცეთ!
- გაბრიელ, რა ხდება სად გავრბივართ?
- წამოდი, ქარებს დავუპირისპირდეთ!
- გაგიჟდი?
- კი გავგიჟდი, რაიყო გაგიჟებული დეტექტივი, არ გინახავს?
- რავიცი ცოტა უცნაურად იქცევი. რას აკეთებ დამსვი!
- ტრიალებს... ბრუნავს, ყველაფერი ტრიალებს. ანა! შენთანაც ტრიალებს?
- კი გაბრიელ, ჩემთანაც ტრიალებს.
- როგორ ხარ? თავბრუ ხო არ გეხვევა?
- აი, შეხედე ასე დავდივარ, როცა ძალიან მთვრალი ვარ.
- კარგი, მოიცადე არ წაიქცე.
- არ წავიქცევი გამოცდილი დეტექტივი მყავს გვერდით და მისი იმედი მაქვს. ვიცი, რომ დამიჭერს.
- შენთვის, ვიმეს უთქვამს, რომ აი, მაგ თვალებს, მაგ გამოხედვას ყველაფრის ჩადენა შეუძლია?
- არა, მაგრამ მიხარია, რომ შენთვის ეს შევძელი.
- კი, შეძელი. ეგ თვალები, სწორედ ეგ თვალები დამყვებოდა მუდამ.
- უი, მართლა ზემოთ ფილმის დასასრულზე, რომ ვსაუბრობდით...
- შეუძლებელია ვერაფერს მათქმევინებ.
*  *  *
- გაბრიელ, საყვარელო რამდენი ხანია გეძებ და თურმე ჩვენს საყვარელ ადგილას ყოფილხარ, მაგრამ ეს გოგო, აქ რას აკეთებს ვერ ვხვდები?
- ქრისტი,  შენ აქ რას აკეთებ?
- მოიცადე, გაბრიელ ეს ადგილი, ეს ყველაფერი...
- სოფია, ყველაფერს აგიხსნი...
- ყველაფერი გასაგებია მე მივდივარ.
- საკმარისიაა! სოფია, მოდი აქ!
- ხელი გამიშვი მეტკინა.
- არ გაგიშვებ! სანამ ყველაფერს არ აგიხსნი.
- საყვარელო გაუშვი, მან ისედაც ყველაფერი კარგად გაიგო.
- ქრისტი, გაჩუმდი ძალიან გთხოვ! სოფია, მისმინე ქრისტი ჩემი კოლეგაა, ისიც დეტექტივია. მისთვის რთული გასარკვევი არ იყო, სადაც ვიყავით. მას ერთი წელია ვიცნობ, მაგრამ ეხლა ჩვენს შორის, მეგობრების გარდა არაფერი ხდება. ნუ, ეს ყველაფერი აქამდე სანამ ეს მოხდებოდა. ქრისტი, შენ კი აქედან წახვალ. ისედაც საკმარისაც გითმინე. ვიცი, რომ იმ ღამეს შენ დაარეკინე და ისიც ვიცოდი, რომ დღეს, უკან გამომყვებოდი.
- მე, ამ ყველაფერს რატო მიხსნის?
- მიყვარხარ! სოფია, ახლა ყველაფერი გასაგებია?
- ტყუილია, შენ მე გიყვარვარ!
- ქრისტი, შენც იცი, რომ ბევრჯერ შევძელი შენი შეყვარება, მაგრამ არ გამომივიდა. იმედი მაქვს, იპოვი იმ ადამიანს ვისთან ერთადაც ბედნიერი იქნები.
- ჩვენ ხო ყველეფერი კარგად გვქონდა. იქამდე სანამ ეს ქალი, გამჩნდებოდა შენს ცხოვრებაში.
- თავს ნუ იტყუებ. მე, შენ არასდროს მიყვარდი.
*  *  *
  გავნთავისუფლდი, თითქოს ზურგიდან მძიმე ლოდი ჩამოვიხსენი, რასაც ამდნი წლების განმავლობაში ვინახავდი იმ სიყვარულს, რომელსაც ამდენი წლები გულში ძალიან ღრმად ჩავმარხე. შევძელი და სააშკაროზე გამოვიტანე. იმ ადამიანს ჩავხედე თვალებში, ვისაც ამდენი წლების შემდეგ ველოდებოდი. მეგონა მოვკვი და მასთან ერთად სამოთხეში მოვხვდი. ხელში ავიყვანე, წელზე მჭიდროდ მოვხვიე ხელი და დავატრიალე, ვტრიალებთით, ჩვენს გარშემო ყველაფერი ბრუნავდა, ხეების სწრაფად იცვლიდნენ ადგილდ, კოშკი, თითქოს იქ აღარ იდგა,  არაც მანქანა, რომელიც ჭიშკართან გავაჩერეთ. გაჩერების შემდეგ კიდევ რამოდენიმე წუთს ასე გაგრძელდა. ვერც ხეებს ვაბრუნებდით თავის ადგილზე, აღარც კოშკს ვხედავდით. მხოლოდ თვალებს, მხოლოდ მის თვალებს ვხედავდი, თანაც გაორებით. ვცდილობდი მის ადგილზე დამებრუნებინა. რამოდენიმე წუთით, სახე მის სახესთან ახლოს მივიტანე, თვალები დავხუჭე და ხელებით, ვცდილობდი მისი სახის ყველა ნაკვთის დაზეპირებას. სოფიაც, გაყუჩებული იდგა უმოქმედოდ. თვალები, როცა გავახილე რეალობას მაშინ დავუბრუნდი, როცა ქრისტი დავინახე. გაბრაზებული სახით, ტაქსიდან გადმოვიდა და სწრაფი ნაბიჯებით ჩვენსკენ წამოვიდა. ყოველთვის კლასიკური სამოსს ანიჭებდა უპირაესობას, მაგრამ რატომღაც მისი ჩაცმულობას სოფიასს ჩაცმულობას დამსგავსებულა. მისი სქელი თმაც, ოდნავ შეთხელებული იყო და თმის ფერიც შეცვლილი ჰქონდა. დიახ, სწორად მიხვდით ქრისტიც, ქერა გახდა. არ ვიცი ქალების, კიდევ ვერაფერი გამიგია, რადგან ჩაცმულობა შეიცვალა და თმის ფერით და დაემსგავსა ჩემს საყვარელ ქალს, შემიყვარდება? არა ქრისტიმ, რაც არ უნდა გააკეთოს, მე ის არასდროს შემიყვარდება. იქიდან სოფია, ჩემს საყვარელ კაფეში წავიყვანე. კაფეში, სადაც ყავას ვსვავთ მე და ჩემი უფროსი მეგობარი. გავაცანი სოფია, მან კი უთხრა: _ შვილო, მე დიდი ხანია შენზე ყველაფერი ვიცი. გაბრიელი, თვენზე ძალიან ბევრს საუბრობს. სოფიას, ამ სიტყვების შემდეგ კიდევ უფრო გაუხარდა. ხანგძლივი საუბრის შემდეგ ტელეფონზე, ისევ უცხო ნომრიდან ზარია. შეუმჩნევლად საფირფარეშოსკენ გავედი და ვუპასუხე.
*  *  *
- დეტექტივო, სიყვარულის სამკუთხედმა ისე დაგაბნიათ და წერილის წაკითხვა გაგავიწყდათ, თუმცა უკვე დაგაგვინდათ, დიდ ხანს ველოდი თქვენს გადაწყევტილებას, ამიტომ არჩევანი მე  თვითონ გავაკეთე.
- რას გულისხმობთ?
- პასუხის გასაგებად, სასწრაფოდ შენი სახლის სარდაფი შეამოწმე. თითოეული წამი ძალიან მნიშვნელოვანია.
*  *  *
  სოფიას, არც დაველოდე და უკანა კარით გავედი. მანქანა სწრაფად დავქოქე და სახლში წავეი. ბარიდან სახლამდე სამი კილომეტრია. არ ვიცი სახლში, საყვარელი ადამიანის დედა, დამხვდება მკვდარი თუ ჩემი მეგობარი თომა, რომელსაც ოჯახი ჰყავს და სახლში ელოდება ცოლი და რამოდენიმე თვის შვილი გაბი. ფეხის კანკალით ჩავიარა სარდაფის, რამოდენიმე საფეხური. კარი ღია იყო, ის მომენტი, ის წუთები, ჩემი ცხოვრების უკანასკნელ წამებს ჰგავს. თითქოს მგონია, რომ ვკვდები და სამუდამოდ ვემშვიდებები აქაუ სამყაროს. კარი, ოდნავ შევაღე და წითელი ლაქები დავინახე. თავალები დამიბინდდა, ვეღარაფერს ვხედავ ან მე მინდოდა, რომ არაფერი დამენახა. თითოეული ჩემი წინ გადადგმული ნაბიჯი, ჩემს სიკვდილს უდრის. თომააა! არააა ეს შენ არ ხარ! ეს შეუძლებელია... ეს შენ არ ხარ! მისი სახე თომას არ გავს სულ სხვანაირია, შეცვლილია. ნაწამები, განადგურებული, რაც უფრო ვუახლოვდები, კიდევ უფრო უკან ვიხევი მეშინია ვყვირი თომას ვეძახი. _ კარგი რა, ნუ მეხუმრები, ვიცი რომ ეს ხუმრობაა! სკამზე იყო მიბმული მის წინ კი სისხის გუბე დგას. ვყვირი, ბოლო ხმაზე, ვყვირი და დახმარებას ვითხოვ. სოფია, თურმე უკან გამომყვა ამ სურათის შემდეგ მანაც კივილი დაიწყო, თუმცა ჩემზე ძლიერი კიდევ ეს აღმოჩნდა.
*  *  *
- გაბრიელ მითხარი, რომ ეს თომა არ არის? გემუდარები მითხარი რამე!
- არ შეხედო! არ უყურე, მიდი ზემოთ ადი.
- არა ცოცხალია, გადარჩება! ჩვენ, მე და შენ თომას გადავარჩენთ.
*  *  *
  ამ სიტყვების შემდეგ თომამ, ხელი აამოძავა. სოფიამ, იყვირა. _ გაბრიელ, შეხედე! ხომ, ვამბობდი თომა, ცოცხალია ის გადარჩება. არ ვიცი, როგორ ყველანაირად ვეცადე, რომ გონზე მოვსულიყავი. ამაში სოფია დამეხმარა. სახეში გამარტხა და მითხრა: _ გონს მოდი, ეხლაა თომა, საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ. თომა, ხელში აყვანილმა, იქვე ახლომახლო საავადმყოფოში მივიყვანე. დერეფანში შესვლისას ხმამაღლა დავიწყე ყვირილი. _ მიშველეთ! დამეხმარეთ ჩემი მეგობარი, ძალიან მძიმედ არის! ექიმებმა, თომა საკეცზე დააწვინეს და სასწრაფოდ რეამინაციაში გადაიყვანეს. მე ეგრევე სირბილით გავყევი უკან, მაგრამ შიგნით არ შემიშვეს. ფანჯრიდან ვხედავ, რომ მისი გულის ამუშავებას ცდილობენ, რამოდენიმე მცდელობის შემდეგ, ექიმმა თქვა გარდაიცვალა. მე ვეღარ მოვითმინე და შიგნით შევვარდი. ექიმს ვებნები: _ არ გაჩერდეთ! კიდევ გააგრძელეთ. თომა, ძლიერია ამასათ გადაიტან. სამი მცდელობის შემდეგ მისი გულმა, კიდევ ერხელ დაიწყო ფეთქვა. არცერთი წუთით არ შევმცდარვარ, რომ თომა ძალიან ძლიერია და ამასაც გადაიტანდა. ეხლა კომაშია,  რეამინაციაში დარჩება, იქამდე სანამ გონს არ მოვა. ყველაზე რთული რამ მელოდება წინ. ეს ყველაფერი მე მარის უნდა მოვუყვე ისე, რომ არ დაპანიკდეს. მარი, ძალიან ემორციულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მის ქმარს ეხევა. მარის, თომა საკუთათ თავზე მაღლა აყენებს. დერეფანში თავჩაღუნული ვზივარ და ვფიქრობ. ამის შემდეგ რა იქნება? თომა, გამოკეთდეაბა, დაუბრუნდება თავის ოჯახს და ყველაფერი ისევ ძველებურად იქნება, მერე თავს ავწევს, შევხედავ და მახსენდება, რომ მაკა, ისევ ვახტანგის ხელშია და ღმერთმა იცის რას დაუშავებს.  მე თქმა არც დამჭირდა ამ ყველაფრის. ქრისტიმ, მარის უკვე ყველაფერი უამბო  უთხრა, რომ ეს ყველაფერი, ჩემი სიყვარულის გამო ხდება. სოფიას, გამო ხდება ეს ყველაფერი. თომა, მის დასაცავად წავიდა და თავი დაიღუპა. მარი, სოფიაზე გაიწია. დერეფანში საშინელი ქაოსი იყო.  ექიმბიც, კი ვერ აწყნარებდენ.
*  *  *
- ყველაფერი შენი ბრალია! შენ რას გამოჩნდი და ყველას სიმშვიდე დაურღვიე.
- მაპატიეთ, არ მინდოდა ასე მომხდარიყო. თომა, ძლიერია ამასაც გადაიტანს.
- გაეთრიე! გაბრიელ, წადი და შენი საყვარელიც, აქედან წაიყვანე. თომას, გვერდით არ სჭირდება შენნაირი მეგობარი, რომელიც საფთხეს უქმნის.
- მარი, ძალიან გთხოვ ასე ნუ იქცევი. მომეცი უფლება აქ ვიყო.
- ამ ყველაფერზე აქამდე უნდა გეფიქრა.
  სოფიას, მოვკიდე ხელი და იქაურობა დავტოვეთ, მაგრამ საავადმყოფოს ეზო არ დამიტოვებია. თითქოს მეგონა, რომ ამით თომას დავაკლდებოდი. სოფია, ჩემს დამშვიდებას ცდილობს.
- ყველაფერი გაივლის.
- პირიქით, ყველაფერი ეხლა იწყება!
- რას გულისხმობ?
- ეხლა ვახტანგის ჯერია...

გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები