ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2019


იაკობის კიბეზე

ადის თვითმკვლელი ცაზე,
და აცქერდება მთვარეს,
ჰოსტიასავით წმინდას
და სიკვდილივით მდარეს,
ტოტი ირწევა აკვნად,
მთვარე თოკს აწვდის თვითმკვლელს,
როგორც წალკოტში ეშმა
ვაშლს ევას აგემებდა,
სულდაგლეჯილის მკლავებს
ჩაეკონება მთვარე,
უმეზღვაურო გემში
ზღვას დალევს სიმარტოვე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები