ნაწარმოებები



ავტორი: ტასო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 მაისი, 2019


***

ერთმანეთის ფიქრებიდან გავიპარეთ.
ერთმანეთის გულებიდანაც გავიპარეთ.
როგორც ქურდები, როგორც ლაჩრები.
დამესიზმრა.
იდგა წვიმაში, გვირილები ჰქონდა თვალის გუგების მაგივრად, სამყურა ეჭირა, უზარმაზარი.
ორივე ხელით ღეროს უჭერდა და იფარავდა წვეთებისგან თავისი სამყურას ოთხივე ფოთოლი.
იდგა მოლოდინივით. იდგა როგრც მომავლის იმედი.
როცა სიზმრიდანაც გავიპარებით ერთმანეთს სხვის სიზმრებში ვნახავთ და გვეტკინება როცა დილით წყალს გაგვაყოლებენ.
ჩვეულებრივი ონკანიდან წამოსული წყალი ასევე ჩვეუებრივი ნიჟარის გავლით ჩაგვრეცხავს მდინარემდე, რომელიც ტბაში მთავრდება.
ტბიდან წყალთან ერთად აორთქლებული შემდეგ სიზმრებში მინდვრებს მოვრწყავთ, მზესუმზრიანს.
მერე აუცილებლად გაგვიკვირდება, რომ მზესუმზირებში ყვავების შესაშინებლად დადგმულმა საფრთხობელამ ვიღაცის ძილი ისე დააფრთხო, წყალს გაგვატანა დილით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები