ნაწარმოებები



ავტორი: ზაზა_გაბეჩავა
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2019


***

მე ვიცი ერთი საიდუმლო.
ყველა ხე ხარობს
ყოველი კვირტით ,
ყოველი ყვავილით და ფოთლით.
ამ სიმწვანით,
ამ სიცოცხლით
ამ სილამაზით.
გაზაფხულითაც...
და ალბათ
შემოდგომითაც...
გაყვითლებულ,
ნიავზეფეხდაცურებულ,
მოფარფატე ფოთოლსაც
ალბათ, რაღაც...
თავისი ხიბლი
აქვს...
მიხვდება ის,
ვისაც შემოდგომა
უყვარს..
შემოდგმა ფეხის,
რაღაც ახალი,
თუ რაღაც ძველი
დროის, ხანის ერის...
შემო-დგომა სადღაც
ახალ,
უკვე დაძველებულ
საფეხურზე,
ან ზევით, კენწეროზე
სიცოცხლის ხის,
თუ ბავშვობის...
ჩამოდგა, თუ შემოდგა
მატარებელიო!
ეპოქა დადინჯების,
ეპოქა დამდოვრების.
შე-მოდგომა ბუნების...
მაგრამ მე უფრო...
მიყვარს ზაფხული!
მე მიყვარს მზე,
მე მიყვარს სიცოცხლე!
მაგრამ, როდესაც...
ამ სიცოცხლით
სავსე ზაფხულში,
ძლიერი წვიმა,
ძლიერი ქარი
მწვანე ფოთლებს
მოსწყვეტს, ჩამოშლის...
გახსოვთ? გინახავთ?
როგორ ყრია ტოტები,
უდღეური ნაყოფი
-ბუნების სპონტანური აბორტი...
როგორ ტირიან და ცახცახებენ,
როგორ ეკვრიან მიწას
ჯერ კიდევ ცოცხალი,
სველი,და მწვანე,
ხასხასა...
ფოთლები.

ხეს კი არა
ადამიანს გეტკინება...

ეს ის, საიდუმლოა,
ბოლომდე რომ ვერ ჩასწვდები.
ჩვენ ვფიქრობთ ალბათ...
ანუ ზუსტად...
ასე სჯობდა,
ასე უნდა მომხდარიყო...

ჰო, ჩვენ..
ადამიანები..
ბოლოს...დაბოლოს,
თავს იმით ვიმშვიდებთ,
რომ უფალს თავისთან
კარგები მიჰყავს.

იყავ ნება შენი....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები