ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2019


შვიდი ზამთარი

სახლი ერთია.
ხუთი ფანჯრით.
ორი მკვიდრით.
ათასი ნაოჭით...
ეზოში ნაირფერი ყვავილებია,
ერთი შვილისთვის.
ის ერთი შვილი მიწიდან უმღერს...
ორ შვილიშვილს...
ბაბუს კონიაკის ხნისაა აქ სითბო.
წარსულიდან მომავლისკენ,აწმყოს გავლით,თან მის გარეშე...
ათასგვარი ჭაღარა მოისხა წლეულს ნაძვის ხემ,
ახალი წელი აქ უხარიათ,მხოლოდ ბეღურებს.
აგურის ბუხართან ისინი უფრო საუბრობენ,ვიდრე მოხუცნი...
გადაივლის შვიდი ზამთარიც...
ასი თვეც და დარჩება მხოლოდ,
ერთი სახლი...
ხუთი ფანჯარა...
ერთი მკვიდრი...
ნაოჭი კი კვლავაც ათასი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები