ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: დდ123
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2019


***

***
ჩვენ გარიყული თაობა ვართ
და არ გვინახავს აფხაზეთი, გაგრა, ბიჭვინთა,
არც სოხუმის ცა დაისობას მზეს რომ იწმინდავს.
ჩვენ იძულებით შებოჭილნი, ჰორიზონტს ვეტრფით
დიდი იმედით, უფროსები რომ არ ჰკარგავენ,
ვერ ელევიან და საფლავშიც წვებიან ასე
ღონემიხდილნი, უნიათოდ და უყველაფროდ.
რომ ვერ დაბრუნდნენ,
საკუთარი ზეცა ვერ ჰპოვეს,
სადაც წარსული, როგორც ქვირვი მოსთქვამს და გოდებს.
არ დაგვრთეს ნება შეგვესუნთქა რიწის მიდამო,
შემოგარენი მთელი სივრცის, ყველა ირაო
რასაც არწივი შეასრლებს სამშობლოს ცის ქვეშ.
საზღვართან ვდგებით, არარასებულ სიმშვიდეს ვიჩენთ
და ვერ ვახერხებთ დაბრუნებას, რაც ჩვენ გვერგება.
წალკოტი მხარე (ასეც თმქულა)
ახლა მეტია, ვიდრე ზეცა ანდა ზღვის გარსი,
ან კიდევ მთები და სიწმინდე კაცობრიობის.
ვეღარ შვძელით და დავმარცხდით განცდებთან ბოლოს.
ჩვენ გარიყული თაობა ვართ და ეპოსიც ლირიკულია.
უმისამართოდ დანთხეული ბოღმით ივსება
სივრცე და სუნთვქა ეჩხირება ყელში აფხაზეთს.
ისე დგას, როგორც მომლოდინე ბავშვი ბაქანზე
და ელოდება რომ უთუოდ გადაარჩენენ.
ჩვენ კი დაკარგულ პათოსს ვუვლით,
ასე ნელა და უმნიშვნელოდ.
რაც არ გვინახავს ჩვენთვის მაინც სასწაულია.
იმედებს ვხედავთ, მერე ვკარგავთ,
რომ აფხაზეთი საქართველოს, კიდის გულია.
იქეთ საზღვარი, შთაბერილი უმოქმედობით
დგას ისე, თითქოს მშვიდად იყოს
და ძილს გაუკრთობს მათ, ვინც ნახეს
ცეცხლის ალში სოხუმის ზეცა.
მაინც გადარჩნენ, სიმწრით სუნქთავენ
ტკივილით, ფიქრით, ნოსტალგიებით.
ჩვენ კი თაობა, იმ ჩამოშლილ ნასაყდრალს ვაგვართ,
რომელსაც სტკივა უმრევლობა და მის კედლებში მცხოვრები ბზარი.
ალბათ იმედი დაგვრჩენია მხოლოდ და მხოლოდ,
რომ დავბრუნდებით უსათუოდ,
აფხაზეთს მერე სისხლის ღვარს შევწმენდთ,
ჩვენი გმირების, ჩვენი სულის ნაწილაკების.
თვითონ კი ისიც დედის მსგავასად ჩგვიკრავს გულში
და იმედებიც გამართლდება ბოლოს და ბოლოს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები