ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: სამოე ლ ემმო
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2019


* * *

ჰაერად მჭირდები,
მაგრამ დარდად მოდიხარ

და

ასე სულშეხუთული ვდარდობ.

სხვა რა გზა მაქვს.

...

ჩემს ნეკს,
შენს ნეკს ჩამოვდებ
და წამით,
ორივენი ბავშვები ვხდებით.

...

თუმც ამაოა ჩემი ლოდინი,
მე ვწერ ამ ლოდინს
და
გელოდები.

...

რა ამაოა
შენი დავიწყების
ყოველი მცდელობა.

...

ვერცერთი გასაღები
მოვარგე უშენობას.

...

ერთი მიზეზი მითხარი რატომ უნდა შეგიძულო
და
მე ას მიზეზს გეტყვი,
თუ რატომ უნდა მიყვარდე.

...

საერთოდ აღარ მახსენდებიო -
ოღონდ
ამას ნუ მეტყვი,
და
თუ გინდა,
ყოველ წამს მიმეორე,
რომ საშინლად გძულვარ.

...

უსიყვარულობა შიმშილივითაა...

ოღონდ ის არა სხეულის,
არამედ სულის სიგამხდრეს იწვევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები