ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2019


* * *

გაგვიმასპინძლდა ეს ცხოვრება
ბარიერებით,
ბარიერები სიხარულით
გაგვიმასპინძლდნენ,

დრო ისე მიდის,
ისე ჩქარობს, დაიმედდები,
თან იმედები
ჩიტებივით უნდა გაფრინდნენ.

რომ შენი კანის სინაზეს გრძნობენ,
ეს აუხსნელი ჩემი სიზმრები,
და ამ სიზმრებში ძვირფასო ზოგჯერ
გაუსაძლისად მალე იზრდები,

რადგან წვიმები ვერას გვაკლებენ,
რადგან ამინდებს ვიკიდებ ფეხზე,
რადგან გვირილებს ახლა ნაკლებად
ვდებთ და ვაშიშვლებთ გაყინულ მზეზე,

ბოლო დროს ვეღარ გათბობთ ლექსებით
ყინულის ლოდი დავიარები,
თითქოს სიკვდილსაც ისე ვევსები
აქ, არ დავტოვო ნაიარევი,

თუ ჩემს თვალებში ღმერთი ნახე
ღმერთის ბრალია,
ღმერთის ბრალია ყველაფერი
რაც ჩემში ნახე,

ადამიანი? სხვის თვალებშიც
დამიმალია ...
მაშინ როდესაც უღმერთობის
ბილიკი ვნახე.

როგორ სათუთად ილესავს კბილებს
რა ჩუმად ტირის ადამიანი,
სულზე ნურასდროს შეუხსნი ღილებს,
ხორცზე თუ გინდა, გადაუარე ...

რომ შენი კანის სინაზეს გრძნობენ
ეს, აუხსნელი ჩემი სიზმრები,
ეხ ღმერთო ჩემო ქარივით ქროდე
მართლა ღმერთივით რომ დამჭირდები,

სიცოცხლეს თუ კი აუფასურებს
ამ დედამიწის ამოხველება,
მალე სიმშვიე დაისადგურებს
მზემ ასე იცის ამოჩემება,

ალოგიკურია რომ ამ სიჩუმეში,
ხმაურს წამოიწყებს სული,
მიდი გაზაფხული ანუგეშე
ჩიტებს გაუხარე გული.

ვწერ და ეს ნახატი ნერვიულობს
ვწერ და სუიციდი კვდება,
მთვარეს როგორ უნდა შეეგუოს,
ეს ლამპიონები ნეტავ,

ხედავ ? ჯვარს იწერენ ცისარტყელები და
თავზე დახვევიან მზეებს ნაპირები,
ჩემი კარგად ყოფნა თუ არ გაგიკვირდა
ისევ, კარგად ყოფნას დაგპირდები.

ქუჩაში ისევ ყრიან ნაგვები,
ნაგვებს და მერე ნაგვებს ყიდიან,
გადმომილაგო უნდა დარდები
მაშინ როდესაც შენსგან მიდიან,

რომ შენი კანის სინაზე იგრძნონ,
ამ აუხსნელმა ჩემმა სიზმრებმა ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები