ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ჯერი_ძუარი_
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2019


შენი ჯერია

მე ის ვარ ვისაც ასე თუ ისე
იცნობ და გინდა, რომ იყოს შენი.
უყურებ თვალებს და ღრუბლებს ცისფერს
და გრძნობ, რომ შენთან დარჩება ჯერი.

„ჩემი ჯერია“ ვფიქრობთ ორივე,
მიედინება დრო დროზე ჩქარა...
და როგორ მინდა ვითრევდე მორევს,
რომელსაც არ აქვს პასუხი „არა“.

ამბობდე მხოლოდ სიტყვებს, რომლებსაც
შენს თვალებსა და ღიმილში მალავ.
ირწმუნე, რადგან ჩემგან მოგეცა
ჩვენში დარჩენის მუდმივი ძალა.

ირწმუნე, რადგან დაკარგავ ვეღარ
ამ სიტყვებსა და დანაწერ ლექსებს.
მე ადამი ვარ და ალბათ ევა
ჰქვია შენს გამო დამტვრეულ ნეკნებს.

და აი აქ ვარ, ჩემი ჯერია,
შენი ჯერია შენს წინ - უყურე.
დღეს ალბათ ისე არსად გელიან,
როგორც მე გხედავ, გრძნობ და გიყურებ.

ვითვლი ნაბიჯებს რაც კი შენამდე
დარჩა და კიდევ რამდენი სიტყვა..
ნეტავ ნახევარს მაინც ვბედავდე,
რაც კი მინდა, რომ პირისპირ გითხრა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები