ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2019


* * *

ერთხელ ვისხედით ფერად წალკოტში,
იქ, უბულბულო ვაშლის რტოებში
სავსე მთვარე რომ გაბლანდულიყო
ჭრელი ლენტები კვლავ ირწეოდნენ,
ქარს გაეფანტა ბაბუაწვერა,
რომ ნატვრა ჩემი ვეღარ ჩამეთქვა,
ჟამმა დროება ქვად გამოკაფა
მე რომ სახელი ამომეკაწრა.
შენი ხელები ცას ეამბორა,
მთვარეს ვაშლები გადმოუგორდა,
კაცობრიობის პირველი ცოდვა
ვარდივით წითელ ტუჩს ჩაეკონა.

ოცდაათ ვერცხლად დაიმსხვრა მთვარე,
სამსჭვლად  ჩაესო დანამულ თვალებს,
გაუდაბნოვდა ღამე იმ ქვიშად,
რომელშიც მთვარე იუდად იშვა...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები