ნაწარმოებები



ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: თარგმანი
12 ივნისი, 2019


/Послушник – стих Сталина/ მორჩილი – სტალინის ლექსი /ნაპოვნი მის არქივში/

ეს არის სტალინის არქივში ნაპოვნი მისი ლექსი, რომელიც დათარიღებულია 1949 წლით. ცნობილია სახელწოდებით „მორჩილი“, ან  „მარადიულზე ვისაუბროთ“.
მთლად „გალობანი სინანულისანი“ არ არის :))), მაგრამ .......(ლექსი დაწერილია რუსულ ენაზე და სავარაუდოდ, ეს ერთადერთი ქართული თარგმანია)


მორჩილი /მარადიულზე ვისაუბროთ/

/იოსებ ჯუღაშვილის ლექსი ნაპოვნი მის არქივში/


მარადიულზე ვისაუბროთ, მოდი, მართლაცდა:
ეს უდაოა, ბევრ რამეში ვარ დამნაშავე!
მაგრამ ვიღაცა ბედისწერას ჩემსას მართავდა,
ის მზერა მდევდა ყოვლისმჭვრეტი, ვგძნობდი ამას მე.
არ მასვენებდა, არ მაძინებდა იგი არასდროს,
ჩემში ცოცხლობდა, თან მაღლიდან მმართავდა ფიცით,
მე, როგორც მონა სამყაროთა განწყობის, ამ დროს
ფოლადის ნებით მივუძღოდი ქვეყანას, ვიცი.
ვინ იყო ჩემი იდუმალი ზე მბრძანებელი,
რისი თქმა სურდა ჩემი მართვით, ვერას ვადგენდი,
მე, როგორც, მონა, მოსამართლე, შემსრულებელი –
ამ ღატაკ ქვეყნის ყველაფერსაც წარმოვადგენდი.
და სინამდვილე იყო ისე მიუწვდომელი,
საიდან მქონდა ძალა, ნება, ძალაუფლება,
მანქანის ბორბალს ჰგავდა სული ჩემი, რომელიც
თელავდა ვნებებს მილიონთა, ჰქონდა უფლება*.
–––
და მხოლოდ შემდეგ, გაზაფხულზე 45–ის,
მან ჩამჩურჩულა ეს სიტყვები იდუმალ არსის:
„შენ ჯარისკაცი, თან მორჩილი იყავი ჩემი,
და დასვენებაც შენი, უკვე, შორს აღარ არის“.




*მთარგმნელი: მზია თვალაბეიშვილი
თარგმანი შესრულებულია მთარგმნელთა კლუბში. შეტანილია მცირე ცვლილებები და დამატებულია ბოლო სტროფის თარგმანი.

Сталин
ПОСЛУШНИК    (1949-й г.)

(стих И.Джугашвили, найденный в его архиве.)

Поговорим о вечности с тобою:
Конечно, я во многом виноват!
Но КТО-ТО правил и моей судьбою,
Я ощущал ТОТ вездесущий взгляд.
ОН не давал ни сна мне, ни покоя
ОН жил во мне и правил СВЫШЕ мной.
И я, как раб ВСЕЛЕНСКОГО НАСТРОЯ,
Железной волей управлял страной.
Кем был мой тайный ВЫСШИЙ ПОВЕЛИТЕЛЬ?
Чего хотел ОН, управляя мной?
Я, словно раб, судья и исполнитель -
Был ВСЕМ над этой нищею страной.
И было всё тогда непостижимо:
Откуда брались сила, воля, власть.
Моя душа как колесо машины,
Переминала миллионов страсть

*
И лишь потом, весною в 45-м,
ОН прошептал мне тихо на ушко:
“Ты был моим послушником, солдатом
И твой покой уже недалеко!“
––

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები