ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: თაკო წულაია.
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2019


დამესიზმრები

დამესიზმრები...
გამთენიისას,
როცა ნამიან ბალახზე დილა
დაცურდება და წაიტეხს კისერს.
უძილობის ჟამს მიჯნური მიჯნურს
ფორიაქიან წერილებს მისწერს.
შენ კი სიზმარში შემობრძანდები
ჩემი ლექსების ვრცელი ამალით.
მოფრინდებიან სიზმრის მტრედები,
რომ ერთხელ მაინც მნახონ ლამაზი.
დამესიზმრები...
და იმ სიზმრიდან,
გამოვიღვიძებ აღარასოდეს.
არ შეიძლება წამი ასეთი
გახდეს მარადი ან განმეორდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები