ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2019


ხანდახან (წვიმისა)

ხანდახან ხდება
მთლად გაწუწული  ამ ცხოვრებისგან
ზიხარ და ფიქრობ,
რომ არასოდეს,
რაც ამ ყვეყნად ხარ
არ გიყვარს წვიმა,
არც მისით გინდა  მოტანილი
და ნურც წაიღებს
ნუ ჩამორეცხავს  მეხსიერების კუნჭულებიდან
ნაგრძნობ სიკეთეს.

თუ მაცოცხლებელს  უწოდებენ,
არ ეთანხმები
არც  გინდა წვიმის ჟუჟუნს ერქვას
მომხიბვლელობა.
ტანს რომ აწებებს კაბის კალთებს,
ვითომ სიმორცხვით,
იმ ქალის მტკივა  შეციებული
უხერხულობა...

ვერც ცეცხლს აჯობებს ოდესმე წვიმა,
თუნდაც ჩააქროს ,
სველი რჩება მაინც ნაცარი.


და თუ წვიმასთან
ფრე მაქვს აქამდე,
არ ვუზავდები,
მაინც მოვუგებ,
ჯერ ადრეა გზა
სამარემდე.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები