ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ლელუჩი
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2019


აპათია

ხან ვიბრძვი ისევ, ხან რატომღაც ისევ ვნებდები,
თითქოს ყოველდღე ერთი ნერვის ძაფი მიწყდება,
რა მარტივია გახსენება მოგონენების
და რა რთულია რომ იცოდე გადავიწყება.

სიცოცხლეს ერთი პლიუსი აქვს და თან როგორი -
ადრე თუ გვიან ბეზრდება და სადღაც მთავრდება.
კამიუ, ნიცშე, მურაკამი, კაფკა, გოგოლი -
ვკითხულობ, მჯერა, სიკვდილამდე გამომადგება.

ვეძებ და ვერსად რომ ვერ ვხედავ ნანატრ სამართალს,
ვყვირი და თითქოს ბავშვობიდან ვუსმენ მთის ექოს,
ცხოვრება მგონი მეტისმეტად გამითამამდა
და ბოლო-ბოლო, ერთხელ მაინც ხომ უნდა ეყოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები