ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2019


არა, დაკარგვა არც ელოდება

(მირზა გელოვანს)

პოეტს, კაპიტანს ვაჟკაცურ სახის
ვერ შეაჩერებს მძლავრი ქარბუქი,
თავს გრიგალებთან არასდროს დახრის,
ის შემოსილი მბრწყინავი შუქით.
მის ლექსებს თბილი მოჰყვება ჟღერა,
სითბო ბევრისთვის მათ გადაუსხამთ,
დრომ სიტყვა მისი ვერ დააბერა,
ვერ დააბერა რაც ცხელ გულს უთქვამს.
"ფანდური", "ნუ მწერ", "თოვლი", "ცხრაკარა"
და კიდევ მეტი მეტ გულს მოება,
ავდარმა ხელი ვერ დააკარა,
არა, დაკარგვა არც ელოდება.

11.05.2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები