ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2019


რუსთველის მონოლოგი

მშვიდობით, თამარ! - ოცნებავ ჩემო,
იერუსალიმს მივემგზავრები,
გული აქ მრჩება ტურფა ედემო,
ჩემთვისაც რეკდნენ მცხეთის ზარები.

ნუ დამივიწყებ, თამარ! - მეფეო,
მსურს, როგორც ქართველ დედას შაოსანს,
ჩემს სტრიქონებსაც ისე ეფერო,
რწმენად გიტოვებ ვეფხისტყაოსანს.

გემშვიდობები მშობელო მხარევ,
თუ სხვის მიწაზე დავლიე სული,
რომც ვერ იპოვნო შვილის სამარე,
შენში იცოცხლებს მგოსნის წარსული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები