ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
15 მაისი, 2019


სამშობლოს მოღალატეების გამოსაცნობი ტესტი №5

სამშობლოს მოღალატეების გამოსაცნობი ტესტი  №5



სამშობლოს მოღალატეები არიან ისინი, ვინც დღეს ითხოვს რეფერენდუმის საშუალებით აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმებას.

ისევე როგორც სამშობლოს მოღალატეები არიან ისინი, ვინც დღეს ითხოვს ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმებას.

ისევე როგორც სამშობლოს მოღალატეები იყვნენ ისინი, ვინც 1989 წელს ითხოვდნენ რეფერენდუმის ჩატარების საშუალებით აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმებას.

ისევე როგორც სამშობლოს მოღალატეები იყვნენ ისინი, ვინც 1989 წელს ითხოვდნენ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმებას.

ეს მტკიცება ეფუძვნება შემდეგ ფაქტებს:

1) 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად რუსეთის იმპერიამ ოსმალეთის იმპერიას წაართვა ბათუმის ოლქი.

2) 1918 წლის 3 მარტს, ანუ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე  თითქმის 3 თვით  ადრე, ბრესტ-ლიტოვსკის  ზავის ხელშეკრულებით, რომელიც დადებული იყო, ერთი მხრით, გერმანიას და მის მოკავშირეებს, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს, და მეორე მხრივ, საბჭოთა რუსეთს შორის, გერმანიამ მოკავშირეებთან ერთად საბჭოთა რუსეთს წაართვა ბათუმის, ყარსის და არდაგანის ოლქები, რომლებიც გადაეცა ოსმალეთს, ანუ ისტორიული საქართველოს, ბათუმის, ყარსის და არდაგანის ოლქები, გერმანიამ, მოკავშირეებთან ერთად, წაართვა რუსეთის სახელმწიფოს და შესაბამისად, იმ მომენტში რუსეთის სახელმწიფოში მცხოვრებ ქართველ ხალხს.


3) ანუ, 1878 წელს რუსეთის იმპერიამ ოსმალეთის იმპერიას წაართვა ბათუმის ოლქი, ხოლო 1918 წლის 3 მარტის ბრესტის ზავით უკან დაუბრუნა, იმ მომენტში, როცა ბათუმის ოლქი რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთისგან დამოუკიდებელი ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა”  შეიქმნა 1918 წლის 22 აპრილს, საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის შემადგენლობით.  საქართველოს დამოუკიდებლობა (ფაქტიურად, ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკან“, და არა რუსეთისგან) გამოცხადდა 1918 წლის 26 მაისს.

4) 1918 წლის 28 მაისს, ანუ  1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2 დღის შემდეგ, ქალაქ ფოთში დაიდო  გერმანია-საქართველოს 1918 წლის 28 მაისის ფოთის (ე.წ. ”პროტექტორატის”(მფარველობის))  ხელშეკრულება,  რომლის პირველი მუხლით გერმანიამ აიძულა  საქართველო ეცნო 1918 წლის 3 მარტის  ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, თავისი მოკავშირის, ოსმალეთის სასარგებლოდ.


5) 1918 წლის 4 ივნისს დაიდო საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ აღიარა ოსმალეთის საკუთრება ბათუმის ოლქზე (დღევანდელი აჭარა ბათუმის ოლქის ჩრდილოეთი ნაწილია), ყარსის ოლქზე, აგრეთვე, 1918 წლის 3 მარტის ბრესტის ზავით გათვალისწინებულზე დამატებით (!),  ახალქალაქის და ახალციხის ოლქებზე.

6) 1921 წლის 13 ოქტომბერს დაიდო ყარსის ხელშეკრულება, ერთი მხრივ, საქართველოს სსრ, აზერბაიჯანის სსრ და  სომხეთის სსრ, და მეორე მხრივ, თურქეთს შორის. ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობდა აგრეთვე რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა. 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებით გაუქმდა 1918 წლის 4 ივნისის  საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულება. 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების თანახმად აჭარა საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა (თურქეთი თმობდა ”სიუზერენიტეტს” აჭარაზე) იმ პირობით, რომ აჭარას ექნებოდა ავტონომიური მმართველობა.

7) 1989 წელს  თურქეთის რესპუბლიკა აღიარებდა 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებას.

8) 1989 წელს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა  აღიარებდა 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებას.

9) 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების მოხედვით, რომელსაც 1989 წელს აღიარებდა როგორც თურქეთის რესპუბლიკა, ისე საქართველოს სსრ,  თურქეთმა აჭარა გადასცა საქართველოს აჭარის ავტონომიური მმართველობის პირობით, ანუ, თუ დარღვეული იქნებოდა ამ პირობიანი ხელშეკრულების პირობა, თუ გაუქმდებოდა აჭარის ავტონომიური მმართველობა, მაშინ აჭარა 1989 წელს უკან დაუბრუნდებოდა თურქეთს, თანახმად 1989 წელს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა.

10) იმ შემთხვევაში, თუ 1989 წელს რეფერენდუმის ჩატარების საშუალებით მოხდებოდა აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმება, ეს იგივე შედეგებს გამოწვევდა, როგორსაც აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმება რეფერენდუმის გარეშე. თანახმად 1989 წელს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა, რეფერენდუმი იყო  შიდა სახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურა, ხოლო აჭარის ავტონომიური მმართველობა დადგენილი იყო საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებით.  თანახმად 1989 წელს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა, სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებას  უპირატესი სამართლებრივი ძალა ჰქონდა ნებისმიერი შიდა-სახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან შედარებით. ანუ,  თუ გაუქმდებოდა აჭარის ავტონომიური მმართველობა, თუნდაც რეფერენდუმის საშუალებით, მაშინ აჭარა 1989 წელს უკან დაუბრუნდებოდა თურქეთს, თანახმად 1989 წელს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა.

11) იმ შემთხვევაში, თუ დღეს მოხდება მოხდება ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმება, ეს გამოიწვევს აჭარის ტერიტორიის მითვისებას თურქეთის მიერ, თანახმად დღეს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა, ვინაიდან, დღეის მდგომარეობით, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების ნადვილობა.

12) იმ შემთხვევაში, თუ დღეს მოხდება მოხდება რეფერენდუმის სასუალებით  აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმება, ეს იგივე შედეგებს გამოწვევს, როგორსაც აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმება რეფერენდუმის გარეშე. თანახმად დღეს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა. რეფერენდუმი არის  შიდა სახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურა, ხოლო აჭარის ავტონომიური მმართველობა დადგენილი არის  საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებით.  თანახმად დღეს  მოქმედი საერთაშორისო სამართლისა, სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებას  უპირატესი სამართლებრივი ძალა აქვს ნებისმიერი შიდა-სახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან შედარებით. ანუ,  თუ გაუქმდება აჭარის ავტონომიური მმართველობა, თუნდაც რეფერენდუმის საშუალებით, მაშინ აჭარა უკან დაუბრუნდებოდა თურქეთს, თანახმად დღეს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა.



ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე,

ვადგენთ სამშობლოს მოღალატეების გამოსაცნობ ტესტს:

„დღეს ითხოვთ თუ არა რეფერენდუმის საშუალებით  აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმებას? იმ პირობებში, როცა, დღეის მდგომარეობით, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების ნადვილობა, რომლის თანახმად, თურქეთმა აჭარა გადასცა საქართველოს აჭარის ავტონომიური მმართველობის პირობით, ანუ, თუ დარღვეული იქნება ამ პირობიანი ხელშეკრულების პირობა, თუ გაუქმდებოდა აჭარის ავტონომიური მმართველობა, მაშინ აჭარა უკან დაუბრუნდება თურქეთს. ვინაიდან, თანახმად დღეს  მოქმედი საერთაშორისო სამართლისა, სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებას  უპირატესი სამართლებრივი ძალა აქვს ნებისმიერი შიდა-სახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან შედარებით. ანუ,  თუ გაუქმდება აჭარის ავტონომიური მმართველობა, თუნდაც რეფერენდუმის საშუალებით, მაშინ აჭარა უკან დაუბრუნდებოდა თურქეთს, თანახმად დღეს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა.


თუ გიპასუხათ:

„კიო, დღეს ვითხოვო რეფერენდუმის საშუალებით აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმებასო“.

ესე იგი,  სამშობლოს მოღალატეა.

ფუი  ეშმაკს.



P.S.

უპასუხეთ ამ ტესტში დასმულ კითხვას, დღეს ითხოვთ თუ არა რეფერენდუმის საშუალებით  აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმებას? იმ პირობებში, როცა, დღეის მდგომარეობით, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების ნადვილობა, რომლის თანახმად, თურქეთმა აჭარა გადასცა საქართველოს აჭარის ავტონომიური მმართველობის პირობით, ანუ, თუ დარღვეული იქნებოდა ამ პირობიანი ხელშეკრულების პირობა, თუ გაუქმდებოდა აჭარის ავტონომიური მმართველობა, მაშინ აჭარა უკან დაუბრუნდება თურქეთს. ვინაიდან, თანახმად დღეს  მოქმედი საერთაშორისო სამართლისა, სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებას  უპირატესი სამართლებრივი ძალა აქვს ნებისმიერი შიდა-სახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან შედარებით. ანუ,  თუ გაუქმდება აჭარის ავტონომიური მმართველობა, თუნდაც რეფერენდუმის საშუალებით, მაშინ აჭარა უკან დაუბრუნდებოდა თურქეთს, თანახმად დღეს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა.


დააკვირდით, მე არ ვკითხულობ, 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულება იყო თუ არა კანონიერად დადებული, მე ვკითხულობ, დღეის მდგომარეობით, როცა დღეის მდგომარეობით, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების ნადვილობა, ითხოვთ  თუ არა აჭარის ავტონომიის გაუქმების საშუალებით, ფაქტიურად, აჭარის ჩუქებას თურქეთზე, დღეს მოქმედი ყარსის ხელშეკრულების არსებობის პირობებში?

ხალხო, დააკვირდი, რა ფარისევლურად ცდილობენ სამშობლოს მოღალატეები დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავის არიდებას, რა ფარისევლურად გადააქვთ საუბარი სხვა თემებზე.

ხალხო, დააკვირდი, ვინ რა პასუხს გასცემს ამ ტესტს. და მიხვდები, მოღალატეა თუ არა,  ჭკვიანია თუ ბრიყვი. თუ ისე, რა.  რახან მიტინგზე ვიღაცამ  რახაც დაიყვირა,  მოღალატეობის, თუ უვიცობის, თუ სიბრიყვის  გამო, ამიტომ გაუაზრებლად, მოსალოდნელი კატასტროფული შედეგების გააზრების გარეშე,  თვითონაც ბრმად იმეორებს სხვის ნათქვამს.



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
15.05.2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები