ნაწარმოებები



ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
15 მაისი, 2019


ჩემი პროფესია

                ნაწილი მეთოთხმეტე

    ადამიანი, საკუთარ ბედ-იღბალს ვერასდროს გაექცევა, მაგრამ ასე? ასე უნდა დასრულებულიყო ყველაფერი? სიტყვები, რომელიც ყურში შეუჩერებლივ ჩამესმის არის. ,,უკვე დროა აქაურობა დატოვეთ!\\\\\\\" გაბრიელ დუმბაძის, თვალებში ერთდროულად, ბედნიერების და სიამაყის ცრემს ვხედავდი. უკვე წამებიღა იყო დარჩენილი, ხალხი, უკან მიმათრევს. არც ვიცი ისინი და რა უნდატ ჩემგან. ვყვირივარ, ვამბობ, რომ გამიშვით არ მინდა წამოსვლა! მიმათრევდნენ, ცდილობდნენ ჩემს სახლიდან გაყვანას, თითქოს და ზურგით მიმქონდა ის ბავშობა ის დღეები, რაც მე ამ სოფელში მაქვს გატარებული. არაა! არ მინდა წარმოვიდგინო, რომ აქაურობა, ბაბუართან ერთად ფერფლად იქცევა. პატარა ქვიტკირის სახლი, თონე, რომელი ბაბუმ მაშინ ააშენა, როდესაც ცოლი მოიყვანა. ჩემს თვალწინ უნდა დაინგრეს აქაურობა, რომელსის აშენებაშიც ჩემი ოჯახის ოფლი დაიღვარა. არა! ვყვირივარ, არ მინდა წასვლა! ხელი გამიშვით! თომა, კი ცდილობს ხელი, რაც შეიძლება მჭიდროდ მომკიდოს არ გამიშვას. შორიახლოდ თვალი ლუკას მოვკარი, რომელმაც ჩაიცინა. თვალებზე შავი ბინდი გადამეკვრა... წამებში გავჩერდი და მოულოდნელად ლუკასკენ, გავიქეცი არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, მოგვიანებით, როდესაც გონზე მოვედი, მამამ, ხელი თავზე გადამისვა და მეუბნება: _ ჩემო ბიჭო, ყველაფერი დასრულდა... რამოდენიმე წუთი მამას, სახეს ბუნდოვნად ვხედავდი. მოგვიანებით კი, მოულოდნელად წამოვდექი და ჩავეხუტე...
*  *  *
- ბაბუა როგორ არის? ნაღმი აფეთქდა? სოფია სად არის?

- შვილო, დამშვიდდი ალბათ ცუდი სიზმარი ნახე.

- არა ის ყველაფერი, სიზმარს არ ჰგავდა, ყველაფერი იქ რაც ხდებოდა რეალური იყო.

- ადექი, სულ სველი ხარ. შედი აბაზანაში, სახეზე წყალი შეისხი.

- კარზე ზარია, ნინო მიდი კარები გააღე.

- დედა, ვინ არის?

- ქრისტია, შვილო შენი თანამშრომელი.

- აქ რას აკეთებ?

- სალაპარაკო მაქვს, ცოტახნით გარეთ გავიდეთ.

- შვილო, რა საჭიროა გარეთ გასვლა მიდით სამზარეულოში ისაუბრეთ. მე და ზურა ოთახში გავალთ.

- რა ხდება?

- გახსოვს წუხელ, რომ დაგირეკე?

- არა, არ მახსოვს.

- მოკლედ ვახტანგიმ, ადგილსამყოფელს მიაგნო, მე კი დროეულად გავაფთხილე სოფია, რო იქიდან წასულიყვნენ.
*  *  *
    სამზარეულოში მამა, შემოდის და მეუბნება:_ გაბრიელ შვილო, სოფელში სოფია და მისი ოჯახი ასულა. ნამდვილად არ ვიცი, ჩემს თავს ეხლა რა ხდება. თითქოს ეს ყველაფერი აქამდე უკვე გავიარე. სიზრამრში უკვე მეგონა, რომ ბაბუა, დავკარგე. ეხლა კი ყველაფერს თავიდან გავდივარ. მოულოდნელად ყვირილი დავიწყე და სახლიდან წამოვედი. უბანშიც სწორედ ისე იყო ყველაფერი, როგორც სიზმარში. ის პატარა ბიჭი, შემხვდა დამეჯახა და მითხრა: _ უკაცრავადო. მაგიდებზე დომინო და ნარდი ჩამოარიგა. ყველაფერი იდენტურია, თუმცა მამასთან იმედგაცრუებული საუბარი არ მქონია. მამამ, მხოლოდ ის მითხრა, რომ წადი მიხედე სააქმეებს. მე მეტს ვეღარ გავუძლებ. თომას ვურეკავ და მპასუხობს: _ ვიცი ძმაო, დამაგვიანდა, მაგრამ პრობლემა მოგვარებულია. ბაბუსთან არიან მთაში. მოულოდნელად მასაც გაუთიშე ტელეფონი და გზა გავაგრძელე სოფლისკენ, როგორც კი ბაბუას სახლს მივუახლოვდი ის საშინელი სურათი წარმომიდგა თვალწინ. გადმოვედი მანქანიდან, სწორედ ის სტაფილოსფერი ქურთუკი ჩავიცვი და სოფიასკენ წავედი, რომელიც მთებს შეჰყურებდა და ყავას სვავდა. ლუკამ, გამოლაპარაკება სცადა, მაგრამ ხელი ავუკარი. საოცარია! ჩემს თავს ველაპარაკები საოცარია მეთქი, რადგან ყველაფერი ზუსტად ისე ხდება. ადამიანი, ბედის წინაარმდეგ მიდიოდეს მესმის, მაგრამ ასე? როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ზუსტად ასე ხდებოდეს? გამუდმებით საკუთარ თავს, ამ შეკითხვებს ვუსმევ და გზას ვაგრძელებ. სოფიას, ყავის გადასხმის საშუალება არ მივეცი. _ რა ხდება, ისე იქცევი თითქოს იცოდი, რომ ყავას გადაგასხავდი? სოფიას, კითხვა უპასუხოთ დავტოვე და ბაბუასთან შევედი. ქალებს, საუზმე თითქმის მომზადებული ჰქონდათ და სუფრას ნელ-ნელა შლიდნენ, ზუსტად ისე, როგორც სიზმარში. სისწრაფით, ბაბუას დივანი გამოვწიე და ვხედავ, რომ ნაღმი კი არა ბომბა, ზუსტად იქ არის. ბაბუა, მოულოდნელად ხელში ავიყვანე, მეტი სიფთხილით, ჩუმი დაბიჯებით, სახლიდან გარეთ გამოვიყვანე. ყველა გაოცებული მიყურებს მეკითხბიან: _ გაბრიელ, რას აკეთბ, როგორ იქცევი? მე კი ვცდილობ ყველა სამშვიდობოს გარეთ გავიყვანო. ვთქვი აი უკვე ყველაფერი დასრულდათქო და თომაც მოვიდა.
*  *  *
- რა ხდება, ყველანი გარეთ რატომ ხართ?

- ძმაო, ჩუმად არ მინდა ესენი შეშინდნენ. სახლში ბომბაა, რომელიც რამოდენიმე წუთში აფეთქდება.

- მეც ამის სათქმელად მოვედი, მაგრამ ბომბა არ აფეთქდება.

- რას ქვია არ აფეთქდება?

- ვახტანგიმ, ეს მხოლოდ შესაშინებლად გააკეთა, მაგრამ შენ საიდან გაიგე ამის შესახებ?

- დამესიზმრა ძმაო.

- ხუმრობ არა?

- არა ძმაო არ ვხუმრო, ყველაფერი, რაც დღეს ხდება ეს სოფელი, აი შენი ქურთუკი ვიცოდი, რომ მოხვიდოდი და მეტყოდი, რომ სახლში ნაღმია.

- არა ძმაო, ნაღმი კი არა ბობმბა.

- კი ზუსტად ისე არა, მაგრამ ძმაო, დამიჯერე მალე აქაურობა აფეთქდება. აი შეხედე ლუკას, მალე სიცილს დაიწყებს, როგორ შეიძლება ასეთ სიტუაციაზე ადამიანმა გაიცინოს.

- ძმაო, დამშვიდდი. ლუკამ ხო არაფერი იცის. ხალხს მოკიდე ხელი და გარეთ გამოიყვანე ისინი აზრზეც არ არიან რა ხდება.
*  *  *
  სოფია, მიახლოვდება და მეუბნება, რომ მთელი ოჯახი საცხოვრებლად იტალიაში მიდიან. ნუთუ ის სიტყვები, რაც მე სოფიამ, ტყეში მითხრა, ის ყველაფერი სიზმარი იყო. მას აქედან წასვლა არ უნდოდა, მას აქ უნდოდა დარჩენა ჩემს გვერდით, მას ბრძოლა უნდოდა ჩემთან ერთად. ეს სოფია, კი რადიკალურად სხვანაირია მან დაუფიქრებლად გადაწყვიტა აქედან წასვლა. მე ვუთხარი: _ ფილმი ასე არასდროს სრულდებამეთქო და ჩაეცნა. ალბათ მე ბედის წინააღმდეგ, რომ არ წავსულიყავი დავლოდებოდი მამას, მომესმინა მისი დარიგება, სოფელსი გავჩერებულიყავი სასაუზმოდ და მერე ბაბუასთან მესაუბრა ტკბილად, იქნებ სოფიას უარი ეთქვა აქედან წასვლაზე. თითქოს მე, ორ ბედს შუა ვიმეგზაურე. შეუშალე ხელი იმ ყველაფერს, რაც უნდა მომხდარიყო გადავარჩინე ბაბუა, მაგრამ სოფია მიდის ის არ მეუბნემა სიტყვას, იდიოტს და არც იმას, რომ ყველგან ჩემს სახეს ხედავს. სოფიას, ხელი მოვკიდე და ტყისკენ მიმავალ გზას გავუყევით.
*  *  *
- გაბრიელ, ხელი გამიშვი მტკივა.

- ძვირფასო, მაპატი არ მინდოდა.

- რა ხდება, აქ რას ვაკეთებთ?

- უნდა ვისაუბროთ.

- გისმეს.

- შენ მართლა გინდა იტალიაში წასვლა?

- გაბრიელ, მითხარი მაქვს მიზეზი აქ დარჩენის?

- კი გაქვს და მიზეზი, მე ვარ. მისმინე, ვიცი, რომ ყველაფრით დაიღალე. არ იცი შენს გარშემო რა ხდება. დარდობ და განიცდი, რომ დედა ამდენი ხანი გატყუებდა, არც ძმის გესმის კარგად.

- უცნაურია...

- რა არის უცნაური?

- თითქოს ეს ყველაფერი მე უნდა მეთქვა.

- იდიოტი ვარ! ვიცი, რომ იდიოტი ვარ და აქამდე უნდა მეთქვა, რომ შენზე ძალიან ვარ შეყვარებული. არ მინდა, შენი გაშვება. შენი სურნელს ვეღარ გავიგებ ვიცი, როცა მიყურებ მინდა, რომ მეც, მაგ თვალებში დავიმარხო. სახლი, რადაც ერთი კვირა გავატარეთ, შენს გარეშე ცარიელია, გუშინას ვერ შევძელი სახლში წასვლა და მშობლებთან დავრჩი, რადგან იქ ყოველთვის შენ გხედავ წარმოვიდგენ, რომ ისევ სამზარეულოში ხარ ყავას მიირთმევ და მიღიმი. ის ღიმილიც მელანდება იცი. ეს ყველაფერი დიდ ფანტაზიად მექცა...

- გაბრიელ, რა გინდა ჩემგან?

- დარჩი, არ წახვიდე ერთად ვიბრძოლოთ.

- ლუკამ, უკვე ყველაფერი ამიხსნა. უმჯობესია აქედან წავიდეთ. არ მინდა ჩემს გამო საფთხეში შენ და შენი ოჯახი ჩაგაგდოთ.

- ,,ანა მხოლოდ გაბრიელისთვის...\" ეს სიტყვებიც არ გახსოვს?

- არა, არ მახსოვს... მაპატიე უნდა წავიდე, ოჯახი მელოდება.

- ვერ წახვალ!...

- რას აკეთებ, რატო მაკოცე? ნუ მეხუტები! არა მოდი უნდა ჩაგეხუტო.

- ეგრე რა, ძლივს.

- ეხლა რა იქნება?

- ჯობია უკან დავბრუნდეთ.

- იცი კიდევ რა გავარკვიე. აი მაშინ სახლი, რომ ძალიან არაეული იყო... ნუ იცინი, პასუხი უკვე ვიცი. იმ დღეს სახლში, მარტო იყავი და ის ყველაფერი ჩემს გასაბრაზებლად გაკეთე.

- როგორ მიხვდი?

- დამესიზმრა... ხო, დამესიზმრა რა გაცინებს.
*  *  *
    ყველანი მანქანებში გადავნაწილდით. თომას ვთხოვე, რომ ბაბუა, ქალაქში წაეყვანა რამოდენიმე დღით, სანამ სახლიდან ბომბას არ მოაშორებდნენ. მე კი სოფიას, ოჯახი კიდევ ერთ მშვიდობიან ადგილას მინდა წავიყვანო. სახლი, სადაც მისი ოჯახი მიმყავს ალბათ ყველაზე მშვიდი ადგილია დედამიწაზე. ის ადგილი მე და ჩემ მეგობრებმა, წლების წინ ვიპოვეთ. იქაურობა ნანგრევებით სასვსე იყო. თვეები დაგვჭირდა, რომ იქიაურობა ქვებისგან გაგვეწმინდა. შემეგ უკვე, როცა სასწავლებელი დავამთავრეთ და საკუთარი შემოსავალი გვქონდა ერთობლივათ, სახლის აშენება დავიწყეთ. მართალია თავიდან, უპატრონო ცხოველებისთვის გვინდოდა თავშესაფარი აგვეშენებინა, მაგრამ საბოლოოდ მაინც სახლის მშენებლობა დავიწყეთ. ერთ წელში სახლიც დასრულდა და იმ ზაფხულს დასასვენებლად დარჩენაც კი იყო შესაძლებელი, როდესაც მეგობრები, ყველაფრისგან დაღლილები იქ ჩავდიოდით, დასასვენებას ყოველთვის ვახერხებდით. სამხახურს, ოჯახს, პრობლემებს გავურბოდით და შესაფარს იქ ვპოულობდით. ზუსტად ვიცი, რომ ყველაზე მშვიდად იქ იქნებიან. გვერთით ლუკა მიზის და შეკითხვებს მისმევს_ ეს რა ადგილია და აქ, რატომ მოვედით? ვპასუხობ_ ლუკა, ეს განსაკუთრეული ადგილია. ამ ადგილს სახელი არ აქვს, ამიტომ თავს ნუ დაიღლი, მაინც ვერ დაადგენ ჩვენს ადგილმდებარეობას. უკვე დავტოვე სოფელი, არც ბაბუა ავად და თავს კარგად გრძნობს, რადგან იცის, რო შვილს ნახავს და ეს ამშვიდებს. ჩვენს უკვე ჩავედით ადგილზე, რომელსაც ,, ქალაქის პატარა კუნზული\\\\\\\\\\\\\\\" ასე დავარქვით. ქალაქში, სადაც მაღალი სართულებია, ქალაქში სადაც მუდმივად მანქანების გამონაბოლქვია და სუნთქვის ნორმარულად საშუალებას არ გვაძლევს. ამ კუნძულზე ასე არ ხდება, არც ქალაქიდან შორს არის, თუმცა ძალიან მიუწდომელი ადგილია. სოფია, პირველი გადმოვიდა მანქანიდან მისი რეაქციას არ მოველოდებოდით. გაოცებული უყურებდა ადგილს და არ სჯეროდა, რომ იქაურობა ნამდვილად კუნძულს ჰგავდა. ყვავილებით გაშენებული ბაღი, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონა. სახლამდე არ მისულს ეზოში, პატარა შადრევანია, რატი იქ დამხვდა და უკვე მიულაგებია იქაურობა. მელანოც სამზარეულოშია, რაღაცას ამზადებს, გუგაც, ცდილობს ბაღის მოწესრიგებას. სტუმრებს დიდი სიხარულით დახვდნენ, რადგან მე, მისვლამდე ყველა გავაფთხილილე. მელანო, სოფიას დიდი სიხარულით ჩაეხუტა. ბიჭებმა, მაკას უთრხრეს: _ კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო! ლუკა, ჩუმად მომყვება გვერდით და უფრო მეტი დაკვირვებით ადევნებს იქაურობას თვალს, ალბათ ეშინია, რომ იქაც მოაგნებენ. ლუკას, მე მხარზე ხელი დავადე და ვუთხარი: _ ნუ გეშინია, აქ ვერავინ გიპოვით. მელანომ ლუკას პროდუქტები გამოართვა, რომელიც გზაში შევიძინეთ და ეუბნება: _ წამოდი უკანა ეზოს დაგათვარიელებინებ. ცოტახანს შორიახლოს დავდექი და სიამაყით ვიყურებ ყველას, ბედნიერი ვარ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და ბედს წინ აღვუდექი. მართალია შინაგანად ისევ შიში მიპქრობს და მჯერა, რომ მაიც ყველაფერი ასე მშვდად არ ჩაივლიდ და ვახტანგი, მაინც შეეცდება ამათ მოძებნას, მაგრამ მე, მაინც ვუყურებ მათ და ძალიან ბედნიერი ვარ. მელანო და ლუკა უკან ბაღში არიან, სოფია და მაკა. ბაღის სილამაზით ტკბებიან. აი ბიჭები კი, მაინც აგრძელებენ საქმეებს. პირველი რატი, მოდის ჩემსკენ და მეუბნება.
*  *  *
- ბიჭო, გუშინ შენი ყოფილი ვნახე, კვდებოდა ტირილით.

- მერე?

- რა მერე, ვუთხარი, როდესაც ქალები, ტირიან არ შემიძლია ამის ყურებათქო.

- მერე რა გითხრა?

- ზუსტად ვერ გავიგე, მგონი იბრიდება.

- რას ნიშნავს იბრიდება, შეგიძლია ცოტა გარკვევით ამიხსნა?

- რა ვერ გაიგე ეე! შენს სახლთან იჯდა და მოთქვამდა,სახელი ზუსტად აღარ მახსოვს, რაღაც ძალიან გრძელი იყო იმაზე თქვა, რომ მემუქრებაო.

- სახელი და გრძელი აღარ გამიგია მე... ვახტანგი ხო არ უხსენებია?

- კი, კი მგონი ეგ თქვა.

- მერე როგორ მოიქეცი?

- მერე სახლში ავიყვანე...

- ეეე!

- დამშვიდდი ძმაო, ცივი წყალი დავალევინე. ხო იცი, როგორ არ მიყვარს დეპრესიული ქალები, ჩემს გემოვნებაში არ ჯდებიან. აი უკვე, მის გაცილებას ვაპირებდი და დავინახე, რომ მდივანზე ჩააეძინა.

- ეხლა სად არის?

- ისე ძალიან ეშინოდა, აქ წამოვიყვანე. ეხლა მაღლაა შენს ოთახში სძინავს.

- მაინც და მაინც ჩემს ოთახში, რატომ აიყვანე და არა შენ ოთახში?

- რა ვქნა ძმაო, ყველაზე დიდი ოთახი შენია და ეგ აირჩია.
*  *  *
  რატიმ, რამოდენიმე წუთში ჩემი გაგიჟება უკვე მოახერხა. სოფიასკენ, წავედი, რადგან მინდოდა ამეხსნა, რომ ქრისტი, აქ, რატიმ მოიყვანა და არა მე. ამის თქმა ვაპირებდი თუ არა ქრისტი, ჩემი მაისურით, პირდაპირ ეზოში გამოგვეცხადა. კითხულობს: _ აქ, რა ხდება, გადავდივართ სადმე? მე სისწრაფით ქრისთისთან მივედი და ვეუბნები. _ სირცხილია, ადი და ჩემი მაისური გაიხადე. სოფია, შორიდან თვალებით მმარხავს. ეხლა უკვე შეეტყო, რომ ჩემზე ძალიან ეჭვიანობს. მე ვცდილობ ქრისტის ზემოთ აყვანას, სოფია, კი მე მიახლოვდება.

- მაპატიეთ, არ მინდა რომანტიულ მომენტს ხელი შევუშალო, მაგრამ აქ, სხვებიც არიან და იქნებ თავი შეიკავოთ.

- სოფია ძვირფასო, რა კარგია, რომ ამდენს ხვდები.

- ქრისტი, გაჩუმდი და ფეხი გამოადგი.
*  *  *
  ქრისტი, ოთახში ავიყვანე და ვუბრძანე, რომ სანამ ნორმარულად არ ჩაიცმევდა დაბლა არ ჩამოსულიყო. ჩამოვედი თუ არა, თვალებით, სოფიას მოძებნა დავიწყე. ვხედავ, რომ შადრევანთან ზის და სურათებით სავსე ალბომს ათვარიელებს. მივედი, გვერზე დავუჯექი, ვეუბნები: _ ძირფასო, მე არ ვიცოდი, რომ ქრისტიც, აქ იყოს, რატიმ მოიყვანა. მითხრა ვიციო და ალბომის დათვარიელება გაანაგრძო. ის ალბომი, ჩვენი საერთო მეგობრების არის. ამ ალბომში, სწორედ ის სურათებია შეტანილი, როდესაც ამ სახლის აშენების დროს ვიღებდით. ერთერთ სურათზე რატია, ნახევრად სიშვლია. ამ დროს, პაპანაქება ზაფხულია, გარეთ ალბათ 35-38 გრადუსი სიცხე და ჩვენ, ამ დროს სახლის უკან, ბაღში, ბაკს ვდგამდით, რომელიც ბაღის მოსარწყავად გვჭირდებოდა. ბაკი ძალიან მძიმე იყო და დასახმარებლად კიდევ ორი ბიჭი დაგვეხმარა. ძალიან სახალისოდ მახსენდება ეს მომენტი, რადგან ბაკი ხელიდან ორჯერ გაგვეშვა, რატი, ამ დროს ერთერთი ხეზე იჯდა ასე და ასე ცდილობდა ჩვენს დახმარებას. აი სწორედ, ამ მომენტშია ეს სურათიც გადაღებული. სოფია იცინის და ისევ მეკითხება: _ ეს როდის გადაიღეთ? ამ სურათხე მელანოა, ამდენ ბიჭებში გოგო მხოლოდ ეს იყო და მხოლოდ მას უწევდაა საჭმლის გაკეთება და სახლის დალაგებაც. ეს სურათი, რატიმ, მოულოდნელად გადაუღო. ეს სურათიც ძალიან სასაცილოა, რადგან რატიმ, უხერხულ მომენტში გადაიღო. მელანო, მაშინ აბანოს ხეხავდა, ამ სურათში კი ისე ჩანს, თითქოს ცუდად არის და გული აერია. სოფია, მიბრუნდება და მეკითხება:_ ყოველთვის ასე ხდება, როდესაც ერთად ხართ? ვუპასუხე_ კი, როგორ არა. აი ნახე ეხლა, რატის, ცარიელა ბალონს ვესვრი და ნახე მისი რეაქცია. განრისხებული რატი, რომელიც გუგას, ბაღში, ეხმარება გვასუხობს: _ ყველაფერი, გასაგებია წყალზე, ისევ მე მიწევს წასვლა. ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის, ეს იმიტომ, რომ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. ამ საუბარში გართულებს მაკა გვიახლოვდება.
*  *  *
- ბავშვებო, არ მინდა მყუდროობა დაგირღვით, მაგრამ სახლში პური არ არის და კიდევ, რამოდენიმე პროდუქტი გვაკლია.

- კარგით, პროდუქტებზე მე წავალ.

- გაბრიელ, მეც გამოგყვები.

- არა, სოფია შენ დარჩი. ლუკა, მოემზადე მივდივართ!

- მეე რატო?

- წამოდი, წამოდი და გზაში ცოტას ვისაუბრებთ.

  მაღაზიაში მისასვლელად ქალაქში გასვლა მოგვიწია. შეევამჩნიე, რომ ლუკა ადგილს კიდევ უფრო გამალებით ათვარიელებდა, ხელში ტელეფონს ატრიელებ და ერთ ადგილზე ვერ ისვენებს. მანქანაში რადიოს ჩავუწიე და ლუკას ვეკითხები.

- რა ხდება, რამე პრობლემაა?

- კი არის, ჩვენ ხო შევთანხმდით, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ოჯახს, იტალიაში წავიყვანდი. ეს რა ადგილია, აქ რას ვაკეთებთ?

- ლუკა, ჩვენი შეთანხება გასაგებია, მაგრამ ეხლა მომიყევი შენი და ვახტანგის შეთანხმების შესახებ.

- რა სისულელეა, მე ვახტანგისთან რა საქმე უნდა მქონდეს?

- ეე, ბიჭო დებილი გგონივარ? ჯერ სოფელში, არ მავიწყდება შენი ბედნიერი სახე, მერე, რაც აქ მოვედით აქაურობას გიჟივით აკვირდები, რომ შენს უფროსს, ლოკაცია მოახსენო...

- ერთი გააჩერე რა მანქანა. დეტექტივო, რამე პრობლემა გაქვს?

- მე არა, მაგრამ პრობლემებს შენ ქმნი. შეგეძლო ყველაფერი ჩემთვის მოგეყოლა, მაგრამ არა! წახვედი და დამოუკიდებლად დაიწყე მოქმედება.

- ვინ ხარ შენ, რომ ყველაფერი შენთვის მომეყოლა?

- იტალიაშიც გითხარი და ეხლაც გაგიმეორებ, რადგან მე ჩუმად ვარ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შენზე არაფერი ვიცი. შენ იცავ ვახტანს, შენი ერთი ჩვენებაც კი საკმარისია, რომ ყველაფერი დასრულდეს, მაგრამ როგორც ჩანს ამას არ აპირებ.

- დეტექტივო, თუ ყველაფერი იცი, ისიც გეცოდინება, რომ რა შეიძლება ამას მოყვეს.

- კი, კი ძმაო, მე ყველაფერი ვიცი, მაგრამ შენი შეცდომა რა არის იცი? კურდღელივით, არ უნდა წასულიყავი და ვახტანგისთვის, არ უნდა გეთქვა თქვენი ადგილსამყოფელი. კარგად იცოდი, რომ შეიძლებოდა იმ ბომბას, მსხვერპლი მოყვებოდა, მაგრამ, მაინც გარისკე.

- შენ, როგორ მიხვდი, რომ სახლში ბომბა იყო?

- დამესიზმრა...

- სასაცილოა... დაქოქე წავიდეთ!
*  *  *
  ,,ჯერ კიდევ არისტოტელე საუბრობდა იმაზე, თუ რა საოცარ გავლენას ახდენს ადამიანის გონებაზე სიზმარი. ისტორიას ახსოვს სიზმარში ნანახი შემოქმედებითი წვის გამოგონილი და ნამდვილი ამბები. სიზმარი_ამოუხსნელი ფენომენია. ადამიანს ყველა დროში აინტერესებდა, თუ რა იყო იგი, საიდან მოდიოდა ადამიანის გონებაში. მიუხედავად უამრავი დაკვირვების, მოსაზრებისა, თუ ცდებისა სიზმარი მაინც ამოუხსნელ ფენომენად რჩება.\\\\\\\\\\\\\\\" სიზრმარი_ რომელმაც ჩემი ერთი საშინელი დღე უკეთესობისკენ შეცვალა. გადავარჩინე სოფელი, ბაბუა, რომელმაც სიკვდილი თავის თავზე აიღო. მაღაზიიდან მომავალს, იგივე სვეტაფორთან შემხვდა ქალი, თეთრი ვარდებით ხელში და იგივე კითხვას მისმევს _ საყვარელი ქალი აგიტირებიათ? მანქანას მინა აუწიე და გზის გაგრძელებას ვცდილობ ქალი, კი აწეული მინის მიღმა, მაინც აგრძელებს საუბარს ზუსტად ვერ გავიგე მისი სიტყვები, მაგრამ დაახლოოებით ასე ჟღერდა. ,, შენს ბედს, წინ ვერასდროს აღუდგები\\\\\\\\\\\\\\\" ჩავიცინე ვიფიქრე კიდეც, რომ ეს ყველაფერი ამ ქალის, მოწყობილიათქო მაგრამ, თავიდან ისევ ამოვიგდე ეს ფიქრები და გზა გავაგრძელე. ქალაქში უკვე საღამოს 6_საათია. ყველა ამ დროს სამსახურიდან, სახლლში ბრუნდება, ან ბავშვები გამოჰყავთ ბაღიდან. ერთი მანქანას შეუჩერებლივ ასიგნალებს და ყვირის გამიშვით, მამა მიკვდება. ამ დროს, ქალაქიდან თავი უნდა დააღწიო, რომ სრულ ქაოსში არ ჩაიძირო, თორე შემდეგ საათები დაგჭირდება იმისთვის, რო აქედან თავი დააღწიო. აი უკვე სახლში დავბრუნდით, სუფრა, ეზოშია გაშლილი. არ მჯრა! ხმამაღლა ვიძახი, ან იქნებ კიდევ მესიზმრება ეს ყველაფერი. ლუკას, ვეხვეწები, რომ დამარტყას, ამას მეტი რა უნდოდა, გაბრაზებულია ჩემზე, რადგან მისი ყველა ნაბიჯი ვიცი და სერიოზულად გამარტყა სახეში. მოიცადეთ ვერ ვითმენ უნდა ვთქვა. სოფია და ქრისტი, შადრევანთან ზიან, ძალიან მშვიდად, ხალხო! ძალიან მშვიდად საუბრობენ. გუგაე და ლუკას, სარდაფიდან ბურთი გარეთ გამოუტანიას და ყვირიან: _ სასწრაფოდ! ყველანი ადექით და კრუზე დადექით ხელბურთი მოვცხოთ. გოგოები, დაუფიქრებლად წამოდგნენ ფეხზე, ლუკა მე მიყურებს გაშტერებული და მეკითხება: _ რა ვქნათ? შემდეგ მხარს ხელზე მირტყავს და ყველამ ერთად დავიწყეთ თამაში. ყველაზე პირველი ლუკა ჩაჯდა წრეში. დამწუხრებული ხმით ამბობს: _ კარგით რა ხალხო, ასე ძლიერადაც ნუ მირტყამთ. რატის, ქრისტი დაემატა. იმის მაგივრად, რომ რატი, ბიჭია და ქრისტი დაეცვა ბურთისგან. პირიქით ქრისტის აფარებდა თავს. მაკამ ტელეფონი მომაწოდა და მითხრა, რომ გაუჩერებლივ რეკავს. ტელეფონს დავხედე და ვნახე, რომ მამა, მირეკავდა.
*  *  *
- შვილო, სად ხარ?

- პატარა კუნძულზე, რა ხდება მოხდა რამე?

- შვილო, ბაბუას გული გაუჩერდა...

გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები