ნაწარმოებები



ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2019


სარდაფის ცოლები "სახლი"

.. მიდის და მიათრევს ქილებში,-
დახუფულ მიტკლისფერ პერანგებს.
სახე აქვს მიცვლილი მზესავით.
მიდის და ცვილის ხელით
სინათლეს - ეძახის,
ქუჩაა ვეება
 
სახლების სიმაღლემ კისერი-
გულამდე ატკინა ყმუიან,
მუცელში გაზრდილი
„ის“ მგლები.

შიათ - ყმუიან
არ აქვთ ენა
იციან ლოცვა.
 
შიათ - ყმუიან
არ აქვთ სული
იციან სუნთქვა.
 
შიათ - ყმუიან
არ კვდებიან
არც ცოცხლდებიან.
 
ჭამენ და შიათ
ჭამენ და შიათ
და სულ ყმუიან.

ის მაინც მიდის...
სახე აქვს მიცვლილი მზესავით უწონო.
საღამო, შელურჯავს ჩიტების ზურგებს და ნისკარტებს.
დახუფულ სარჩოებს კატების ბუნაგთან ქილებად მიაწყობს და
„სახლს“ შეისუნთქებს.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები