ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
18 მაისი, 2019


სამშობლოს მოღალატეების გამოსაცნობი ტესტი №6

სამშობლოს მოღალატეების გამოსაცნობი ტესტი  №6



სამშობლოს მოღალატეები არიან ისინი, ვინც ითხოვს 1921 წლის 13 ოქტომბერს დადებული ყარსის ხელშეკრულების ანულირებას.

იმის მხედველობაში მიღებით, რომ ერთადერთი  სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულება, დადებული საქართველოს და თურქეთს შორის, რომლის საფუძველზე აჭარა საქართველოს შემადგენლობაში იმყოფება, ეს არის 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულება.

იმის მხედველობაში მიღებით, რომ 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებით გაუქმდა 1918 წლის 4 ივნისის  საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულება.

იმის მხედველობაში მიღებით, რომ 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების ანულირების შემთხვევაში აღდგენა თავდაპირველი მდგომარეობა, რაც იყო 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების დადებამდე. ანუ აღდგება წინა ხელშეკრულებით, 1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულების დადებით  შექმნილი მდგომარეობა, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  ხელისუფლებამ აღიარა, რომ ოსმალეთს ეკუთვნოდა ბათუმის ოლქი (დღევანდელი აჭარა ბათუმის ოლქის ჩრდილოეთი ნაწილია), ყარსის ოლქი, აგრეთვე, 1918 წლის 3 მარტის ბრესტის ზავით გათვალისწინებულზე დამატებით (!),  ახალქალაქის და ახალციხის ოლქები.


ეს მტკიცება ეფუძვნება შემდეგ ფაქტებს:

1) 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად რუსეთის იმპერიამ ოსმალეთის იმპერიას წაართვა ბათუმის ოლქი.

2) 1918 წლის 3 მარტს, ანუ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე  თითქმის 3 თვით  ადრე, ბრესტ-ლიტოვსკის  ზავის ხელშეკრულებით, რომელიც დადებული იყო, ერთი მხრით, გერმანიას და მის მოკავშირეებს, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს, და მეორე მხრივ, საბჭოთა რუსეთს შორის, გერმანიამ მოკავშირეებთან ერთად საბჭოთა რუსეთს წაართვა ბათუმის, ყარსის და არდაგანის ოლქები, რომლებიც გადაეცა ოსმალეთს, ანუ ისტორიული საქართველოს, ბათუმის, ყარსის და არდაგანის ოლქები, გერმანიამ, მოკავშირეებთან ერთად, წაართვა რუსეთის სახელმწიფოს და შესაბამისად, იმ მომენტში რუსეთის სახელმწიფოში მცხოვრებ ქართველ ხალხს.

3) ანუ, 1878 წელს რუსეთის იმპერიამ ოსმალეთის იმპერიას წაართვა ბათუმის ოლქი, ხოლო 1918 წლის 3 მარტის ბრესტის ზავით უკან დაუბრუნა, იმ მომენტში, როცა ბათუმის ოლქი რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთისგან დამოუკიდებელი ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა”  შეიქმნა 1918 წლის 22 აპრილს, საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის შემადგენლობით.  საქართველოს დამოუკიდებლობა (ფაქტიურად, ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკან“, და არა რუსეთისგან) გამოცხადდა 1918 წლის 26 მაისს.

4) 1918 წლის 28 მაისს, ანუ  1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2 დღის შემდეგ, ქალაქ ფოთში დაიდო  გერმანია-საქართველოს 1918 წლის 28 მაისის ფოთის (ე.წ. ”პროტექტორატის”(მფარველობის))  ხელშეკრულება,  რომლის პირველი მუხლით გერმანიამ აიძულა  საქართველო ეცნო 1918 წლის 3 მარტის  ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, თავისი მოკავშირის, ოსმალეთის სასარგებლოდ.

5) 1918 წლის 4 ივნისს დაიდო საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ აღიარა ოსმალეთის საკუთრება ბათუმის ოლქზე (დღევანდელი აჭარა ბათუმის ოლქის ჩრდილოეთი ნაწილია), ყარსის ოლქზე, აგრეთვე, 1918 წლის 3 მარტის ბრესტის ზავით გათვალისწინებულზე დამატებით (!),  ახალქალაქის და ახალციხის ოლქებზე. 1918 წლის 4 ივნისის ხელშეკრულებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ აღიარა  11.381 კვადრატული კილომეტრი  ტერიტორიის, 250 ათასი მცხოვრებით, ოსმალეთზე კუთვნილება. 1918 წლის 4 ივნისს საქართველოსა და ოსმალეთს შორის დაიდო აგრეთვე დამატებითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად საქართველო ვალდებული იყო დაუყოვნებლივ მოეხდინა ჯარების დემობილიზაცია, განედევნა თავისი ტერიტორიიდან ყველა სამხედრო და სამოქალაქო პირი იმ ქვეყნებისა, რომლებიც ოსმალეთს და მის მოკავშირეებს ეომებოდნენ. გარდა ამისა, ოსმალეთმა მიიღო უფლება კონტროლი დაეწესებინა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ რკინიგზებზე, გამოეყენებინა ისინი თავისი და თავისი მოკავშირეების სამხედრო ინტერესებისათვის.

6) 1918 წლის აგვისტოში  ოსმალეთმა მოახდინა აჭარის ანექსია, - აჭარა გამოაცხადა ოსმალეთის სახელმწიფოს ნაწილად.

7) 1921 წლის 13 ოქტომბერს დაიდო ყარსის ხელშეკრულება, ერთი მხრივ, საქართველოს სსრ, აზერბაიჯანის სსრ და  სომხეთის სსრ, და მეორე მხრივ, თურქეთს შორის. ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობდა აგრეთვე რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა.

8) 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების თანახმად აჭარა საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა (თურქეთი თმობდა ”სიუზერენიტეტს” აჭარაზე) იმ პირობით, რომ აჭარას ექნებოდა ავტონომიური მმართველობა.

9) დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების ნამდვილობა.

10) 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკულებით დადგენილია, რომ უქმდება წინა ხელშეკრულებები, რომლებიც ეხება იმ ტერიტორიებს, რომლებიც ახლა შედის ხელშემკვრელი მხარეების შემადგენლობაში. აგრეთვე უქმდება ის ხელშეკრულებები, რომლებიც  დადებული იყო მესამე მხარეებთან ამიერკავკასიის რესპუბლიკების შესახებ, ეს დათქმა არ გავრცელდა 1921 წლის 16 მარტის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებაზე.

11) 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების წინა ხელშეკრულება არის 1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულება.

12) ანუ, 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებით გაუქმდა 1918 წლის 4 ივნისის  საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულება, რომლითაც  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ოსმალეთს ეკუთვნოდა ბათუმის ოლქი (დღევანდელი აჭარა ბათუმის ოლქის ჩრდილოეთი ნაწილია), ყარსის ოლქი, აგრეთვე, 1918 წლის 3 მარტის ბრესტის ზავით გათვალისწინებულზე დამატებით (!),  ახალქალაქის და ახალციხის ოლქები.

13) 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების ანულირების შემთხვევაში აღდგენა თავდაპირველი მდგომარეობა, რაც იყო 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების დადებამდე. ანუ აღდგება 1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულების დადებით  შექმნილი მდგომარეობა, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  ხელისუფლებამ აღიარა, რომ ოსმალეთს ეკუთვნოდა ბათუმის ოლქი (დღევანდელი აჭარა ბათუმის ოლქის ჩრდილოეთი ნაწილია), ყარსის ოლქი, აგრეთვე, 1918 წლის 3 მარტის ბრესტის ზავით გათვალისწინებულზე დამატებით (!),  ახალქალაქის და ახალციხის ოლქები.



ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე,

ვადგენთ სამშობლოს მოღალატეების გამოსაცნობ ტესტს:

ითხოვთ თუ არა 1921 წლის 13 ოქტომბერს დადებული ყარსის ხელშეკრულების ანულირებას?

იმის მხედველობაში მიღებით, რომ ერთადერთი  სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულება, დადებული საქართველოს და თურქეთს შორის, რომლის საფუძველზე აჭარა საქართველოს შემადგენლობაში იმყოფება, ეს არის 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულება.

იმის მხედველობაში მიღებით, რომ 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებით გაუქმდა 1918 წლის 4 ივნისის  საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულება.

იმის მხედველობაში მიღებით, რომ 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების ანულირების შემთხვევაში აღდგენა თავდაპირველი მდგომარეობა, რაც იყო 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების დადებამდე. ანუ აღდგება წინა ხელშეკრულებით, 1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულების დადებით  შექმნილი მდგომარეობა, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  ხელისუფლებამ აღიარა, რომ ოსმალეთს ეკუთვნოდა ბათუმის ოლქი (დღევანდელი აჭარა ბათუმის ოლქის ჩრდილოეთი ნაწილია), ყარსის ოლქი, აგრეთვე, 1918 წლის 3 მარტის ბრესტის ზავით გათვალისწინებულზე დამატებით (!),  ახალქალაქის და ახალციხის ოლქები.


თუ გიპასუხათ:

„კიო, ვითხოვ 1921 წლის 13 ოქტომბერს დადებული ყარსის ხელშეკრულების ანულირებასო“.

ესე იგი,  სამშობლოს მოღალატეა.

ფუი  ეშმაკს.



P.S.

უპასუხეთ ამ ტესტში დასმულ კითხვას,

ითხოვთ თუ არა 1921 წლის 13 ოქტომბერს დადებული ყარსის ხელშეკრულების ანულირებას?

იმის მხედველობაში მიღებით, რომ ერთადერთი  სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულება, დადებული საქართველოს და თურქეთს შორის, რომლის საფუძველზე აჭარა საქართველოს შემადგენლობაში იმყოფება, ეს არის 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულება.

იმის მხედველობაში მიღებით, რომ 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებით გაუქმდა 1918 წლის 4 ივნისის  საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულება.

იმის მხედველობაში მიღებით, რომ 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების ანულირების შემთხვევაში აღდგენა თავდაპირველი მდგომარეობა, რაც იყო 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების დადებამდე. ანუ აღდგება წინა ხელშეკრულებით, 1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულების დადებით  შექმნილი მდგომარეობა, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  ხელისუფლებამ აღიარა, რომ ოსმალეთს ეკუთვნოდა ბათუმის ოლქი (დღევანდელი აჭარა ბათუმის ოლქის ჩრდილოეთი ნაწილია), ყარსის ოლქი, აგრეთვე, 1918 წლის 3 მარტის ბრესტის ზავით გათვალისწინებულზე დამატებით (!),  ახალქალაქის და ახალციხის ოლქები.

დააკვირდით, მე არ ვკითხულობ, 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულება იყო თუ არა კანონიერად დადებული, მე ვკითხულობ, დღეის მდგომარეობით, როცა საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების ნამდვილობა, ითხოვთ  თუ არა 1921 წლის 13 ოქტომბერს დადებული ყარსის ხელშეკრულების ანულირების  საშუალებით, ფაქტიურად, 1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულების დადებით  შექმნილი მდგომარეობის აღდგენას, ანუ აჭარის ჩუქებას თურქეთზე, აგრეთვე, დამატებით, ახალქალაქის და ახალციხის ოლქების ჩუქებას თურქეთზე.

ხალხო, დააკვირდი, რა ფარისევლურად ცდილობენ სამშობლოს მოღალატეები დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავის არიდებას, რა ფარისევლურად გადააქვთ საუბარი სხვა თემებზე.

ხალხო, დააკვირდი, ვინ რა პასუხს გასცემს ამ ტესტს. და მიხვდები, მოღალატეა თუ არა,  ჭკვიანია თუ ბრიყვი. თუ ისე, რა.  რახან მიტინგზე ვიღაცამ  რახაც დაიყვირა,  მოღალატეობის, თუ უვიცობის, თუ სიბრიყვის  გამო, ამიტომ გაუაზრებლად, მოსალოდნელი კატასტროფული შედეგების გააზრების გარეშე,  თვითონაც ბრმად იმეორებს სხვის ნათქვამს.



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
18.05.2019


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები