ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
18 მაისი, 2019


Emily Dickinson - Of Tolling Bell I ask the cause (947)

ემილი დიკინსონი - ვიკითხე, თუ რად რეკავდნენ ზარებს (947)

ვიკითხე, თუ რად რეკავდნენ ზარებს,
„სასუფეველში წავიდა სული“, -
გამეპასუხა ვიღაც მწუხარედ -
ნუთუ ზეცაა ციხის ჯურღმული?

თუ მოიხილა სულმა სამშობლო,
თუკი სილაღით აიჭრა ცაში,
უპრიანია სამახარობლო
ზარებს რეკავდნენ ნუგეშად მაშინ!

18 მაისი, 2019 წ.



Emily Dickinson - Of Tolling Bell I ask the cause (947)

Of Tolling Bell I ask the cause?
"A Soul has gone to Heaven"
I'm answered in a lonesome tone —
Is Heaven then a Prison?

That Bells should ring till all should know
A Soul had gone to Heaven
Would seem to me the more the way
A Good News should be given.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები