ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2019


ვერწერა

დავკარგე კალამი,
ვეჭვობ გადაჰყვა
კომპიუტერის კლავიატურას,
ცხრილებს,
ფაილებს...

ან რას გაიგებ!
საქმიანი ქაღალდები რა შუაშია?!

აი იები -
მელნისფერი სისხლძარღვები
ჩემს მტევნებზე.
და როს ხმებიან,
სიტყვებიც კარგავენ ერთმანეთს -
აღარ ერითმებიან.

2019. მაისი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები