ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2019


ალიონი

მე ისევ აქ ვარ,ატლანტიკის ოკეანეში,
ფიქრის კინძულზე ვეგებები მშიერ ალიონს,
დავეხეტები ძველ ფიქრებში,როგორც ღამეში,
და ახლა ვხვდები -დავამსხვრიე უკვე გალია,
მე უკვე ფრენა შემიძლია,ფრენა ფიქრებით,
სიტყვებით ვამსხვრევ წინ აღმართულ ყველა ბარიერს,
მე უკვე სუნთქვაც შემიძლია ,არ დავიღლები,
არ დავეცემი და არაფერს მოვინანიებ.
მე უკვე წერაც შემიძლია და უწინდელი
ლექსებიც ისევ ცის კიდეზე გამოკიდულან,
მკვდრეთით აღვსდექი და აღსასრულს აღარ მოველი,
გამიმთლიანდა გულთან ერთად ყველა კიდური,
მე წერას ვიწყებ!ფურცელს მტვერი უნდა ვადინო,
და ლავასავით ამოვხეთქო სიტყვის კონები,
თორემ დღეები უსარგებლოდ ისე გადიან,
რომ სიჩუმეში უსათუოდ დამიმონებენ.
მე ისევ აქ ვარ ,უკაცრიელ ფიქრის კუნძულზე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები