ნაწარმოებები



ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
23 მაისი, 2019


ფრანკენშტაინი (განხილვა)

ფრანკენშტაინი
„ფრანკეშტაინი“,  ინგლისელი მწერალი ქალის, მერი შელის კალამს ეკუთვნის. ნაწარმოები რომანტიზმის ხანას მიეკუთვნება და გაჟღენთილია ამავე იდეით. ნაწარმოებში თითქმის ყველა რომანტისტული გამოვლინება გვხვდება, როგორებიცაა ბუნებაში განმარტოება, მწვერვალებისკენ სწრაფვა, დაცემული ადამიანის პიროვნება, ე.წ. ,,მშვენიერი წამის“ მომენტი, ზოგადად მარტოობის მცნება და ა.შ. ნაწარმოები, ინგლისელის მიერაა დაწერილი, რომელიც ყვება შვეიცარიელის შესახებ, რომელიც ინგლისელს შეხვდა რუსეთში. ეს უკანასკნელი ისმენს ამბავს ამ შვეიცარიელისგან და იწერს კიდევაც.
ამ ესეში ვეცდები ვისაუბრო, იმ ორი მთავარი პრობლემის შესახებ, რომელიც წამოჭრილია ნაწარმოებში.  ერთი არის პრობლემა ადამიანისა, რომელმაც შექმნა ახალი სიცოცხლე და არ იღებს პასუხისმგებლობას თავის ნამოქმედარზე, მეორე კი საზოგადოებისგან გარიყული მონსტრია, რომელიც სწორედ ამ გარიყვამ აქცია მონსტრად.
ადამიანი, რომელიც უფალსაც კი გაეჯიბრა, იყო მეცნიერი ვიქტორ ფრანკენშტაინი, რომელმაც აღმოაჩინა ის, რითაც შეეძლო უსულოსთვის სიცოცხლე მიენიჭებინა. მან შექმნა მონსტრი, ადამიანის მკვდარი სხეულების შეერთებით და სიცოცხლე შთაბერა მას. მისი გაცოცხლების შემდეგ კი, როდესაც ენთუზიაზმი გაუქრა, ვერ აიტანა ამ შესახედად საზარელი არსების გარეგნობა და უარი თქვა მასზე. გაერიდა რა მას, მისი სიცოცხლის პირველივე დღესვე და გონებრივად უსური მონსტირის ბედით არც მას შემდეგ დაინტერესებულა, რაც იგი გაუჩინარდა. თითქმის გადაისროლა კიდევაც თავის შექმნილზე ფიქრები უფსკრულში, მას შემდეგ, რაც ციებ ცხელება გადაიტანა, რომელიც სწორედ მისი შექმნის და ხილვის შემდეგ დაემართა, დაივიწყა მონსტრი მანამდე სანამ, მან მას ძმა არ მოუკლა, ამის გაცნობიერების წამს მის სულში სამუდამოდ ჩაიღვარა შიში ამ არსებისა, სინანულთან, უდიდეს  სინდისის ქენჯნასა და მრისხანების გრძნობასთან ერთად. მართალია, ვიქტორი შემოქმედია მაგრამ ის ძალიან ჰგავს ადამს, რომელმაც აკრძალული ხილის შეჭმით განღმრთობა მოინდომა, მაგრამ მან ვერ დაიტია თავისი შემოქმედი , რადგან ის არ იყო ჯერ მზად. ვიქტორის შემთვევაში, შემქმნელმა ვერ დაიტია ქმნილების სიდიადე, ის შესაძლოა თავისი გონიერებით ნებისმიერ ადამიანზე, შესაძლოა თვით ღმერთზე მაღლა იდგა, მაგრამ მერი შელისთვის ის მაინც მუდამ ადამიანად დარჩა რადგან ვერ დაძლია ადამიანის საზოგადოება. ასევე მეორე მსგავსება ადამსა და ვიქტორს შორის არის მათი მცდელობა ცოდვის დავიწყებისა. უფლის მიერ, ადამის სამოთხიდან გამოდევნას თითქოს უნდა დაევიწყებინა ადამისთვის ცოდვა, რადგან უფლის ყოველ დანახვაზე ის თვალწინ უნდა დადგომოდა. ის ნამდვილად ვერ გაუძლებდა ამ სინდისის ქენჯნას, მაგრამ ეს დავიწყებული ცოდვა მის გულში და შემდეგში მის შთამომავლობაში მძვინვარდებოდა და მისმა მძვინვარებამ ორჯერ მოუღო ადამიანებს ბოლო ფიზიკურად, ხოლო მორალურად, ყოველდღე ანადგურებდა, ასევე მოუვიდა ვიქტორს, მის მიერ დავიწყებული დემონი (როგორც თვითონ უწოდებდა მას) მძვინვარდებოდა მის ზურგს უკან და ბოლოს, სწორედ მას მოუღო ბოლო. გაანადგურა ფიზიკურადაც და მორალურადაც, გაუნადგურა ოჯახი და სიცოცხლის ყოველგვარი სურვილი. და რა არის მაინც ამ პრობლემის არსი? შესაძლოა ის რომ ადამიანებს თავისი ცოდნის და ამბიციის არარაციონალური გამოყენება დაღუპვამდე მიიყვანს არა მარტო მას, არამედ მთელ კაცობრიობასაც.
რაც შეეხება მეორე პრობლემას, ის ეხება მახინჯ ქმნილებას, რომელიც გარიყულ იქნა საზოგადოების მიერ მისი გარეგნობის გამო.  მისი ყოველი მცდელობა, დახმარებოდა ადამიანებს და მათვისს მის გულში ჩაბუდებული სიყვარული გაენაწილებინა, კრახით სრულდებოდა. საზოგაოდებამ ვერ გადალახა ის ზღვარი, რის შემდეგაც შესაძლებელია ადამიანის შეფასება გარეგნიბის მიღმა. ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც მონსტრს უშფოთველი კონტაქტი ჰქონდა, იყო ბრმა მოხუცი, ვინაიდან ის ვერ ხედავდა მონსტრის სიმახინჯეს. მან მიიღო მხოლოდ მისი სულიერება. რა მოხდება მაშინ თუ ეს ყველაფერი საპირისპიროდ ამოვატრიალეთ წინდასავით? რა მოხდება ამ შემთხვევაში? წარმოვიდგინოთ რომ  მონსტრის სიმახინჯე იყო სულიერი და არა ფიზიკური. სულიერი, რომელიც განხორციელდა, წარმოვიდგინოთ რომ ხორცი ჩაბრუნდა სულში, სული კი სააშკარაოზე გამოეფინა. რა მოხდება ამ დროს? შეგვეძლება კი ერთმანეთის მიღება? არა, რა თქმა უნდა!  მაგრამ, როგორ ვიღებთ დღეს ერთმანეთს? ჩვენ სულიერად ბრმები ვართ! განკითხვის დღეს, როგორც გამოცხადებაში წერია, სწორედ ასე მოხდება. ყველა ჩვენი ცოდვა ხორცს შეისხამს, როგორც დორიან გრეის პორტრეტზე ისხავდა ხორცს.
რატომ გახდა მონსტრი კაცის მკვლელი? ნუთუ სხვა არჩევანი არ ჰქონდა? ნუთუ არ შეეძლო უბრალოდ უარეყო ის საზოგადოება, რომელიც სულიერად ბრმაა და არ შეუძლია ხორციელად განსხვავებული ადამიანის მიღება? ნუთუ არ შეეძლო უარეყო ისინი, ვინც მხოლოდ და მხოლოდ დევნიდა მას და ყურადღება არ გაემახვილებინა მათზე? განმარტოებულიყო სადმე, როგორც რომანტიზმის გმირებს სჩვევიათ, სადმე მათგან შორს.. რა თქმა უნდა შეეძლო, მაგრამ აქ რომანტიზმის ერთი იდეა, საზოგადოებაზე უარის ვერ თქმისა იმარჯვებს მარტოობის იდეაზე, თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ ავტორი, მაინც მონსტრის მხარესაა და მინიშნებებით გვანახებს თავის პოზიციას, მისი აზრით ამ არსების მონსტრად ქცევაში, დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაა. ამის დასამტკიცებლად შეიძლება მოიყვანო ის ფაქტი, რომ ნაწარმოებში მშობლების მიერ ისევე უარყოფილი მანდილოსნები, როგორიც ეს მონსტრი იყო, საზოგადოების კარგი დამოკიდებულებით კი არ გაბოროტდნენ, პირიქით, უფრო დიდი სიკეთით აივსნენ.. იქნებ მართლაც არ ყოფილიყო ამ მონსტრზე კეთილი არსება, საზოგადოებას რომ მიეღო ის.
მაგრამ ლიტერატურაში არსებობს პერსონაჟები, რომლებიც გარიყულები იყვნენ, მაგრამ არ დაუკარგავთ სიკეთის განცდა. ამაზე, პირველ რიგში მახსენდება, მარკ ტვენის ჰელკბერი ფინი, ასევე გავროში, რომელიც საზოგადოებისგან გარიყულობის მიუხედავად, მაინც მათზე მზრუნველებად რჩებოდნენ, თუმცა, მაინც ცუდი შედარება იქნება ეს საბოლოო ჯამში, რადგან მონსტრის მარტოობის ტკივილი ენით აღუწერილია ის ყოველმხრივ მარტოა. ამიტომაც სთხოვს თავის შექმნელს, შექმნას მისივე მსგავსი მდედრი მონსრი, თითქოს ამით ტკივილი შეუმსუბუქდებოდა. აქ მახსენდება ფილმი „ ფართოდ დახუჭული თვალები“, სადაც ცოლ-ქმარი აგრძელებს თანაცხოვრებას, რადგან ისენი ერთნაირი სულიერი სიმახინჯით არიან ავად, სწორედ ამიტომ შეუძლიათ გვერდიგვერდ ცხოვრება. ალბათ, ასევე უნდოდა ამ ქმნილებასაც , უნდოდა მის გვერდით ყოფილიყო არსება, რომელსაც იგივე ნაკლები და ტკივილები ექნებოდა, ეს მათ დააკავშირებდა. თუმცა, მონსტრი უარის მიღების შემდეგ, მთლად გაბოროტდა და შექმნელს მთელი ოჯახი ამოუწყვიტა. მხოლოდ ნაწარმოების ბოლოს, შემქმნელის სიკვდილის შემდეგ გამოტყდება, რომ ეს ყველაფერი მისთვის ტკივილის მომგვრელი იყო, უბრალოდ გაჩერება არ შეეძლო, როგორც რიჩარდ მესამეს, მასაც სინდისი ქენჯნიდა იმის გამო, რისი შეჩერებაც მის ძალებს აღემატებოდა. Pink Floyd-ის ერთ-ერთ სიმღერაში ასეთი ტექსტი ჟღერს „ვიღაც არის ჩემს თავში, მაგრამ ეს მე არ ვარ“ ვფიქრობ მონსტრსაც ასეთივე გაორება ჰქონდა, მასში ორი პიროვნება არსებობდა. პირველი კეთილი და საზოგადოებისთვის დახმარების და მათთან ყოფნის მსურველი, მეორე კი, ამ საზოგადოების მიერ განრისხებული და შურისძიებით ავრებული, მონსტრი.  , სწორედ ეს ბოროტი ,,მე“ გამოდგა ძლიერი, როგორც ადამიანთა უმეტესობაში, მასთანაც მახინჯმა მხარემ დაძლია მისი სიკეთე. ნაწარმოების ბოლოს ის ადამიანებთან თანაცხოვრებას მონსტრად სიკვდილს არჩევს. ეს მისი ცხოვრების მშვენიერი წამია, მისი ცნობიერების ამღლების მწვერვალი, მან გადაწყვიტა ცეცხლი გაეჩაღებინა ყინულის დიდ უდაბნოში, ამ ცეცხლით გაექრო საკუთარი ფიზიკური სიცოცხლე და ფერფლით  შერწყმოდა სივრცეს. სივრცეში გასვლაც და სივრცეში შერევაც ერთ ერთი მთავარი იდეაა  რომანტიზმისა და სწორედ ამით  სრულდება ეს ნაწარმოები.
მე, ჩემი სუბიექტური აზრით ვფიქრობ, რომ, ეს ორი მთავარი პერსონაჟი ერთიმეორეზე ეგოისტია . შესაძლოა, სწორედ ეს გახდა მათი უბედურების მიზეზი, ამიტომაც ეგონათ თავი ყველაზე უბედური. ორივე ცალკ-ცალკე ასე ფიქრობდა, ვფიქრობ,  ამ პრობლემის გადაწყვეტა მაინც უფრო ინდივიდუალურია, ვიქტორსაც შეეძლო პასუხისმგებლობა აეღო თავის შექმნილზე და მონსტრსაც შეეძლო არ გამხდარიყო საზოგადოების გულქვაობის მსხვერპლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები