ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2019


LSD-025

ის ყოველ ღამით ადის-აბების
ფსიქოტროპიულ აფთიაქებში,
ნახევრად მთვრალი ადის აბების
საყიდლად, ფიქრ და მიზეზ გარეშე.
ნაცნობი ქუჩა, სკვერი, აფიშა,
ჩვეულ სახეთა კადრები, წყება
და იმავ ღამით, ისევ გათიშვის
პირადმისული, გულაღმა წვება.
დახუჭავს თვალებს და თითქოს ლანდავს,
მაისის წვიმებს, თებერვლის თოვლ-ჭყაპს...
კილიმანჯაროს, მონბლანს და ანდებს,
ფიქრში ათასი აბსურდი მოჩანს.
მერე ფიქრშივე ჩართავს სინატრას,
ჰაერშიც დგება სუნი ჟასმინის
და უკეთესსაც ვერას ინატრებს,
რომ მთელი ღამით ფრენკის უსმინოს,
მერე კი ძილი, ვიდრემდის დილა,
ჩვეულად დინჯი ნაბიჯით მოვა,
სრული აბსურდი, ათასი მილი,
მასაჩუსეტსი და აიოვა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები