ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: შირო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
30 მაისი, 2019


დიდი ცხენი

ნანა, შვილო, ნანა,
დაიძინე მშვიდად,
დიდი ცხენი მოვა,
რომელიც წყალს არ სვამს.
წყალი - შავი კუპრივით,
შიგნით სჩრია ტოტები,
სადაც კი ხიდს იპოვნის
მირაკრაკებს სიმღერით...
დიდი ცხენი ტირის,
ფეხები უტკენია,
ფაფარი გაჰყინვია,
თვალში - ვერცხლის ხანჯლები.
მდინარისკენ წავიდა,
მისი სისხლი ადუღდა,
წყალზე მეტად აჩქეფდა.
სველ ნაპირზე არ მიდის,
ფეხით ქვებს არ ეხება,
ლაშები კი ეწვის,
ვერცხლის ბუზით ევსება,
მხოლოდ ოთხით მიჰქრის
მაღლა, მაღლა მთებისკენ.
მხოლოდ მკვდარი მდინარე
შემოსწვდება ყელამდე.
ვაი, დიდი ცხენი,
რომელიც წყალს არ სვამს,
ვაი, თოვლის გლოვა,
განთიადის ცხენი.
არ მოხვიდე! მოიცა,
გადაკეტე ფანჯარა
სიზმარეთის ტოტებით
და ტოტების სიზმრებით...
სძინავს ჩემს შვილს, სძინავს.
ჩუმად არის ჩვილი...
ცხენო, მხოლოდ ჩემს შვილს აქვს
ასე რბილი ბალიში...
რკინისაა აკვანი,
აბრეშუმის - მაქმანი...
ვაი, ამაყ ბედაურს,
დარჩა დაურწყულები...
არ მოხვიდე! შესდექი!
წადი მაღლა მთაში.
მრუმე ხეთა ჯარში
გელოდება ფაშატი.
სძინავს ჩემს შვილს, სძინავს...
ჩემი ბავშვი ისვენებს...
დაიძინე, ყვავილო,
ცხენი წყალს არ დაგილევს...
ნანა, შვილო, ნანა,
დიდი ცხენი ტირის...


P.S.
ლექსი წარმოადგენს თავისუფალ თარგმანს ფედერიკო გარსია ლორკას პიესიდან ,,Bodas de sangre". პიესაში გაფანტულია ნაწყვეტებად, ამიტომ შევაერთე :) წესით, საინტერესო გამოვიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები