ნაწარმოებები



ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2019


დღეები

არსებობენ გარდამავალი დღეები
როცა უნდა შეიარაღდე იმ ადამიანებით,
ერთმანეთისთვის ყველა სიტყვა რომ დაუხარჯავთ,
ან იმ ადამიანებივით შეიხვედრო
მიზეზ გამოფხეკილი განწყობა ისე,
თითქოს მათთვის თვალის არიდება
საიდუმლოს გათქმას ნიშნავდეს.
ან საერთოდაც თავად გახდე გარდამავალი
და საიდუმლოც იმ თვალიდან გადმოგედინოს,
ქუთუთოს ნაცვლად რომ დაფარე ბასრი ლაყუჩით.
არსებობენ გარდამავალი დღეებივით მინიშნებები,
რატომღაც ისე გეგუებიან, როგორც მოსალოდნელ თავზარს;
როგორც სასოწარკვეთის ძაფით ამოლამბულ ჩრდილებს
მომაკვდავის ყვრიმალები;
როგორც უკმეხი წვიმით გაჭყეპილი მიწა ატალახებას.
არსებობენ გარდამავალი დღეები
და ამ დღეებში შენი არსებობა გარდაუვალია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები