ნაწარმოებები



ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2019


* * *

წამომეზარდნენ თოთო ფიქრები
და გაუშიშვლდათ მხრები შეშლილებს...
აქაფებულ სულს დაუმოკლდა ძველი ქურთუკი...
არ მყოფნის ძალა...არც უფლება
შევმოსო ისევ
შეფაკლული ვნებების ცვენა,
ამის არც დიდი სურვილი მაქვს...
რა უჭირს...იყოს...
უხდება ვნებას სიშიშვლე და...
თან როგორ ცხელა?..
გათენდა მგონი...თუ დაღამდა
ვეღარც ვგრძნობ უკვე
ოცნებით დაღლილს
არ მადარდებს დროის დინება..
მე უდროო დროს გავედი და
აღმოვჩნდი სადღაც...
ქარიშხლის ახლოს...
არ მეძინება...
ძილი ამ დარდებს უფრთხის და მალავს,
მე კი სულ უნდა მღვიძავდეს ალბათ,
მღვიძავდეს და ვეტრფოდე სევდას...
სხვანაირად არ უყვარს კალამს
არც სინათლე და არც სიბნელე
არ მოჩანს ირგვლივ
ნისლია მხოლოდ შეკრული და გაუფანტავი..
და მე ამ ნისლში დამთხვეული გიჟივით ვივლი
დავიკარგები...
და დავიკარგე
უსასრულო ნეტარებაში...
იმ, ჩემმა ბედმა ამირია მგონი ნაბიჯი
და გამაყენა ბილიკს ნაღმით "აყვავილებულს,"
რომ სიყვარულით სულ თავიდან აფეთქდეს სული...
ვერ გადავუხვევ,
ძლიერ მჯერა მე ბედისწერის
ჩემთან უდროო დროს ან იქნებ
დროზე მოსულის...
მე დავიკარგე... ჩემი ნებით და ახლა უნდა მევე ვშობო სულ ახალი, უვლელი გზები,
გზები, რომელიც შუა გულში არ მიმატოვებს,
გზები, რომელიც უსასრულოდ სუფთად მატარებს
და ჩემს ნაკვალევს სამუდამოდ დაიმახსოვრებს...
სამუდამოდ...ახალი და ფერადი "სევდით!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები