ნაწარმოებები



ავტორი: ნიკოლასი
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2019


კიბესთან გელით

კიბე მივიდგი, რომ ჩამომეღო წიგნი თაროდან,
ჭერის სიმაღლეს ძლივსღა ვზომავ  მიწიდან ცამდე,
იქნებ შეძლო და  სულ გიყვარდე დაუსრულებლად,
მინდა სიკეთე, როგორც ზღაპრის  ბოლომდე მწამდე.
იქვე მაგიდას მოლოდინი გამძაფრებია
და უსაშველოდ გაიწელა გადაშლა ფურცლის,
კარებთან ახლოს მოგონებების ჯარი დამდგარა,
თავიანთ რიგს კი თითოეული იმედით უცდის.
გარეთ ამინდი გაბრაზებით ანგრევს გარემოს,
თავს დაგვსტრიალებს მაგრამ მაინც ერიდა მოსვლას,
სადამ სიკვდილი მომიტანდეს უშნო დასასრულს,
მე დავიტოვებ მის მოსვლამდე კარგო სულ ორ სვლას.
პირველი სვლისთვის შევიყვარებ იმას რაც გიყვარს
და ჩვენს ოცნებას დაგანახებ ახალი ფერით,
მეორე  სვლას კი შენ დაგითმობ და თუ მოგინდა
ჩემი ზღაპრების სამყაროში
კიბესთან გელით.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები